როგორ მოვრთოთ სახლი ახალი წლისთვის ბიუჯეტურად? | Allnews.Ge

როგორ მოვრთოთ სახლი ახალი წლისთვის ბიუჯეტურად?

ახალი წელი კარს მოგვადგა და დროა სამზადისს შევუდგეთ. დიახ, სწორედ იმიტომ, რომ სულ ცოტა ხანში ახალი წელი შემოაბიჯებს, ეს თემა დღითიდღე აქტუალური ხდება და ჩვენც ვცდილობთ, ახალ-ახალი იდეებით მოგამარაგოთ, ლამაზი, უცხო და რაც მთავარია, ბიუჯეტური დეკორაციები შემოგთავაზოთ.

kk11-1639035938.gif

და მაინც, როგორ შევქმნათ ზღაპრული სამაყრო, საოცარი ატმოსფერო?

პირველ რიგში მოდით, ჩამოვყალიბდეთ ფერზე. სულაც არ არის აუცილებელი, აქცენტი გავრცელებულ წითელ ან ცისფერ ფერზე შეაჩეროთ, ანდაც ვერცხლისფერზე, სცადეთ თქვენი საყვარელი ფერი, თუნდაც ნარინჯისფერი, ნახეთ, რა საოცარი შედეგის მიღებაა შესაძლებელი.

kk1-1639036005.gif

სცადეთ და განათება ნაძვის ხეს კი არ შემოახვიოთ, არამედ თითოეულ ტოტზე ინდივიდუალურად გაუკეთეთ. ნაძვის ხის მოსართავად გამოიყენეთ საკუთარი ხელით დამზადებული სათამაშოები, ეს შეიძლება იყოს უბრალოდ ბაფთები, გირჩები, თუნდაც ჯინჯერის ორცხობილები და ა.შ. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ გასაქანი მისცეთ ფანტაზიას, გვერწმუნეთ, შედეგი შთამბეჭდავი გექნებათ.

kk3-1639036061.gif

არც ის არის აუცილებელი, რომ ახალ წელს სახლში აუცილებლად გქონდეთ ნაძვის ხე, ხის ტოტებიც საკმარისის იქნება, თუ თქვენ ეს მოგწონთ და გაკმაყოფილებთ.

kk4-1639036084.gif

2022 წლის ტენდენციების გათვალისწინებთ ისე, როგორც ყველა სფეროში, ახალი წლის დიზაინში მთავარი აქცენტი კეთდება მინიმალიზმსა თუ ბუნებრიობაზე.

kk7-1639036125.gif

kk8-1639036136.gif

შეგიძლიათ მორთოთ და გააფორმოთ ფანჯრები და რაფები. საკუთარი ხელით გამოჭრათ და გააკეთოთ გირლიანდები. ყველაფერს კი ძალიან ლამაზად დააგვირგვინებს საახალწლო ილუმინაციები.

kk10-1639036162.gif

shin.ge

myquiz