"ჩემი საქმიანობა სტრესის გადატანაში მეხმარება... ასე მგონია, ანგელოზების გვერდით ვდგავარ" - როგორია რეზო ჩხიკვიშვილის ჯადოსნური სამყარო გერმანიაში? | Allnews.Ge

"ჩემი საქმიანობა სტრესის გადატანაში მეხმარება... ასე მგონია, ანგელოზების გვერდით ვდგავარ" - როგორია რეზო ჩხიკვიშვილის ჯადოსნური სამყარო გერმანიაში?

რეზო ჩხიკ­ვიშ­ვი­ლი ის გა­მორ­ჩე­უ­ლი მსა­ხი­ო­ბია, რო­მელ­მაც ევ­რო­პის სცე­ნა­ზე არა­ერ­თი მწვერ­ვა­ლი და­ი­პყრო... 1992-1993 წწ, ქარ­თულ-გერ­მა­ნუ­ლი თე­ატ­რა­ლუ­რი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა თბი­ლის­ში იყო და­გეგ­მი­ლი. "ოი­დი­პოს მეფე", იდ­გმე­ბო­და, სა­დაც მთა­ვარ როლ­ზე რეზო ჩხიკ­ვიშ­ვი­ლი იყო მიწ­ვე­უ­ლი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში და­წყე­ბუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო ომის გამო პრო­ექ­ტი გერ­მა­ნი­ა­ში, ქა­ლაქ ესენ­ში "გრი­ლოს" სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რში გა­და­ი­ტა­ნეს. პრე­მი­ე­რის შემ­დეგ თე­ატ­რის მმარ­თველ­მა იურ­გენ ბო­სემ რეზო ჩხიკ­ვიშ­ვი­ლი თე­ატ­რში მი­იწ­ვია და 27 წე­ლია, რაც ამ თე­ატ­რში წარ­მა­ტე­ბუ­ლად მოღ­ვა­წე­ობს. მო­მა­ვალ წელს ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი დამ­სა­ხუ­რე­ბულ პენ­სი­ა­ზე გა­დის და გერ­მა­ნუ­ლი კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად იქა­უ­რი თე­ატ­რის და­ტო­ვე­ბა მო­უ­წევს..

unnamed-71971-1638693880.jpg

რო­გო­რია მსა­ხი­ო­ბის დღე­ვან­დე­ლო­ბა, ამის შე­სა­ხებ თა­ვას რეზო ჩხიკ­ვიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.:

- ბა­ტო­ნო რეზო რა ხდე­ბა დღეს თქვენს ხე­ლოვ­ნე­ბა­ში, პან­დე­მი­ის გამო, ამ­დე­ნი ხნის იძუ­ლე­ბი­თი პა­უ­ზის შემ­დეგ?

- მსა­ხი­ო­ბე­ბის სა­სი­ხა­რუ­ლოდ გერ­მა­ნი­ა­ში თე­ატ­რე­ბი ისევ მთე­ლი დატ­ვირ­თვით ამუ­შავ­და. სკა­მე­ბის შე­ზღუდ­ვის გამო ოქ­ტომ­ბრის პრე­მი­ე­რა­ზე თუ ხუ­თას­კა­ცი­ან დარ­ბაზ­ში მხო­ლოდ ასი კაცი იჯდა, ნო­ემ­ბრი­დან ისევ დარ­თეს ნება სავ­სე დარ­ბა­ზე­ბი იყოს. ამ წუ­თას სხვა სპექ­ტაკ­ლებ­თან ერ­თად სა­ბავ­შვო სპექ­ტაკლ "ოზის ჯა­დო­ქარ­ში" ვთა­მა­შობ. ამას იმი­ტომ ვუს­ვამ ხაზს, რომ დღეს, როცა მთელ სამ­ყა­რო­ში ამ­დე­ნი რამ ინ­გრე­ვა, როცა პან­დე­მი­ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ფსი­ქი­კა გა­ა­ნად­გუ­რა, როცა ამ­დე­ნი სა­შიშ­რო­ე­ბა ემუქ­რე­ბა კა­ცობ­რი­ო­ბის მშვე­ნი­ე­რე­ბას, როცა ამ­დე­ნი ნე­გა­ტი­ვი გვეს­მის და როცა თით­ქმის ყველ­გან ყვე­ლაფ­რის დე­ფი­ცი­ტია, გულ­წრფე­ლო­ბის, გვერ­დში დგო­მის, მე­გობ­რო­ბის თუ სიყ­ვა­რუ­ლის, ბავ­შვებ­თან სი­ახ­ლო­ვე იმ­დე­ნად სა­სი­ა­მოვ­ნოა, ასე მგო­ნია თით­ქოს ან­გე­ლო­ზე­ბის გვერ­დით ვდგა­ვარ.

255020054-617138786147960-2316160303505745264-n-79766-1638693899.jpg

სიმ­შვი­დეს და ენერ­გი­ას მმა­ტებს ბავ­შვე­ბის წინ თა­მა­ში, მათი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბის და­ნახ­ვა ჩემ­თვის თე­რა­პი­აა და კარგ გან­წყო­ბა­ზე მა­ყე­ნებს. მე პი­რა­დად ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა, ჩემი ხე­ლოვ­ნე­ბა მეხ­მა­რე­ბა დღე­ვან­დე­ლი სტრე­სე­ბის გა­და­ტა­ნა­ში. ბავ­შვებ­ზე გულ­წრფელს და სარ­კე­სა­ვით ამ­სახ­ველს ვერ­ცერთ ასაკ­ში ვერ ნა­ხავ ადა­მი­ანს. ... თე­ატ­რის სპექ­ტაკ­ლე­ბის გარ­და მაქვს ბედ­ნი­ე­რე­ბა ვი­თა­მა­შო გერ­მა­ნულ, მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ან ფილმში "მისი ბოლო გა­რი­გე­ბა"... სა­დაც ძა­ლი­ან მდი­დარ, ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რის მფლო­ბელ თაღ­ლითს გან­ვა­სა­ხი­ე­რებ.

განაგრძეთ კითხვა

myquiz