ულამაზესი ბაღი აბაშაში, რომელსაც 100 წლის ისტორია აქვს | Allnews.Ge

ულამაზესი ბაღი აბაშაში, რომელსაც 100 წლის ისტორია აქვს

ბაღი, რომელზეც ახლა უნდა მოგიყვეთ აბაშის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სოფელ გაუწყინარში და საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს. მისი მეპატრონე, პროფესიით ეკონომისტი, ორი შვილის დედა მზია სანადირაძე გვიყვება, რომ ბაღის გაშენება 1900 წელს დაიწყეს მისმა წინაპრებმა. დღეს ბაღში ასწლოვანი მცენარეები ხარობს და განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა. ოჯახის ყველა წევრი დიდი რუდუნებით და სიყვარულით უვლის ბაღს.

262340212-1067722120694655-6639289830868031697-n-1638602278.jpg

- ბაღს საკმაოდ დიდი ფართობი უკავია. მისი შექმნა ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში დაიწყო, როდესაც ოჯახის უფროსს ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან, ხურჯინით ჩამოუტანია იქ მომუშავე ნათესავის მიერ ნაჩუქარი მარაოსებრთა პალმა, ეონიმუსი, ზოსტერა (ზღვის ბალახი) და ჰოლანდიური ბზის ნერგი. რა თქმა უნდა, დაურგავთ და იქიდან დაიწყეს მათი მოვლა გამრავლება. ულამაზესი ზღვის ბალახის დეკორაციაც დიდი ხნის წინათ არის შექმნილი ჩემი მეუღლის ბებიის, თეო ტაბიძის დიზაინით, რომელიც დღესაც დიდ მოწონებას იმსახურებს.

262654117-2143355802485157-8969821660236360742-n-1638602251.jpg

- რამდენად საინტერესო და აზარტულია ეს საქმიანობა თქვენთვის? გსიამოვნებთ მიწასთან ურთიერთობა?

- რა თქმა უნდა, აზარტულია. მცენარის მიმართ, რომელიც რთულად გასახარებელია, მიჩნდება დიდი ინტერესი, აზარტი, რომ გავახარო, კარგად მოვუარო, გავამრავლო. ყველა მცენარე ინდივიდუალურია და ყველას სხვადასხვანაირი მოვლა სჭირდება, ამიტომ ახალი მცენარე შეძენამდე დამატებით ინფორმაციის შესწავლას საჭიროებს, რაც კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის პროცესს.

263367361-614246343152700-6450233021912211609-n-1638602293.jpg

- დიდ ძალისხმევას და დროს მოითხოვს ლამაზი ბაღის გაშენება? საშუალოდ რამდენი ხანი სჭირდება ბაღის შექმნას?

- ბაღის გაშენება ძალიან შრომატევადია, როგორც ზემოთ ვახსენე, ჩვენი ბაღის გაშენება 1900-იანი წლების დასაწყისში დაიწყო და დღესაც არ ითვლება დასრულებულად, რადგან წელსაც დავრგე ისეთი მცენარეები, რომლებიც ათობით მეტრამდე იზრდება და ასობით წლებს ძლებს.

განაგრძეთ კითხვა

myquiz