რომელი ქვეყანაში სვამენ ყველაზე მეტი ალკოჰოლს მსოფლიოში? | Allnews.Ge

რომელი ქვეყანაში სვამენ ყველაზე მეტი ალკოჰოლს მსოფლიოში?

RMIT უნი­ვერ­სი­ტე­ტის კვლე­ვით, ავ­სტრა­ლი­ე­ლე­ბი ყვე­ლა­ზე ხში­რად სვა­მენ ალ­კოჰო­ლურ სას­მე­ლებს. ისი­ნი, 2020 წლის "ლოკ­და­უ­ნის" დროს, მსოფ­ლი­ოს სხვა ქვეყ­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შე­და­რე­ბით, ორ­ჯერ უფრო მეტს სვამ­დნენ.

ავ­სტრა­ლი­ე­ლე­ბი, სხვა 22 ქვე­ყა­ნას შო­რის არი­ან, ვინც გა­მო­კი­თხვა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. დად­გინ­და, რომ ავ­სტრა­ლი­ა­ში, 2020 - ის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­შუ­ა­ლოდ 27-ჯერ თვრე­ბოდ­ნენ.

"ყვე­ლა­ზე მთვრა­ლე­ბის“ გა­მო­კი­თხვა­ში, მე­ო­რე და მე­სა­მე ად­გილ­ზე და­ნია და შვე­დე­თი მოხ­ვდა. ამ ქვეყ­ნებ­ში წე­ლი­წად­ში, სა­შუ­ა­ლოდ, 23.8-ჯერ თვრე­ბი­ან.

words-for-drunk-people-3340-48b7dcee72e5e0b4af4334a4ea9c64811x-60981-1638511658.jpg

გა­მო­კი­თხვამ უჩ­ვე­ნა, რომ თრო­ბის შემ­დეგ ავ­სტრა­ლი­ე­ლე­ბის 24% ამას ნა­ნობს. ისიც სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ იმ ადა­მი­ა­ნებს შო­რის, ვი­საც და­ლე­ვის მე­ო­რე დღეს სინ­დი­სი ქენ­ჯნის, ქა­ლე­ბის სჭარ­ბო­ბენ.

მკვლე­ვა­რი, მო­ნი­კა ბა­რრა­თი, ვისი მეს­ვე­უ­რო­ბი­თაც ჩა­ტარ­და ეს გა­მო­კი­თხვა, ფიქ­რობს, რომ ამ­გვა­რი შე­დე­გი, ავ­სტრა­ლი­ა­ში ხში­რი "ლოკ­და­უ­ნე­ბის" შე­დე­გა­დაა გა­მოწ­ვე­უ­ლი:

"ასე­ვე ჩანს, რომ და­ლე­ვის კულ­ტუ­რა დიდ როლს თა­მა­შობს, ნორ­დი­კულ, ბრი­ტა­ნულ და ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის ერებ­ში ხში­რი სმის ტენ­დენ­ცი­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში".

drunk-people-octoberfest-61039-1638511684.jpg

ყვე­ლა­ზე "ფხიზ­ლე­ბი" მექ­სი­კე­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ. ისი­ნი წე­ლი­წად­ში სა­შუ­ა­ლოდ, 8.9-ჯერ სვა­მენ ალ­კოჰო­ლურ სას­მე­ლებს.

თა­ვად მი­ღე­ბუ­ლი ალ­კოჰო­ლის რა­ო­დე­ნო­ბა­ში კი, მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნებს შო­რის, საფ­რან­გე­თი ლი­დე­რობს. ფრან­გე­ბი, სა­შუ­ა­ლოდ, წე­ლი­წად­ში სას­მე­ლის 132 ჭი­ქას სვა­მენ, მე­ო­რე ად­გილ­ზეა ახა­ლი ზე­ლან­დი­აა 122 ჭი­ქით, "მთვრა­ლი“ ავ­სტრა­ლი­ე­ლე­ბის წლი­უ­რი ჭი­ქე­ბის რი­ცხვი 106-ია.