რატომ იკრძალებოდა ფეხბურთი ინგლისში 5 საუკუნის განმავლობაში? | Allnews.Ge

რატომ იკრძალებოდა ფეხბურთი ინგლისში 5 საუკუნის განმავლობაში?

ფეხბურთის ყველა მოყვარულმა და ამ თამაშის გულმხურვალე გულშემატკივარმა იცის, რომ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული თამაშის სამშობლო ინგლისია. როგორც გაირკვა, სპორტის ეს სახეობა, სანამ თანამედროვე სახეს მიიღებდა, ინგლისში, თითქმის, 5 საუკუნის მანძილზე, აკრძალული იყო!

შუა საუკუნეებში, ფეხბურთი ძალიან პოპულარული თამაში იყო ევროპაში. მატჩებში შეუზღუდავი რაოდენობის ადამიანი მონაწილეობდა, ხოლო წესი ძალიან ცოტა იყო. შედეგად, ფეხბურთელები ერთმანეთს ხშირად აყენებდნენ ზიანს და სხვებსაც აზარალებდნენ... ამის გამო, ლონდონის ვაჭრების არაერთმა საჩივარმა, საქმე იქამდე მიიყვანა, რომ 1314 წ. ინგლისის მეფემ ედუარდ II ფეხბურთის თამაში აკრძალა. კანონის დამრღვევებს კი, ციხე ემუქრებოდათ.

il-gioco-del-calcio-1638423661.gif

სამეფო კარზე ჩათვალეს, რომ საბრძოლო ოსტატობის (მაგ. მშვილდოსნობაში) დახვეწა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ფეხბურთის თამაში. ედუარდ II შემდეგ, ეროვნული თავდაცვის მოტივით, ფეხბურთი ედუარდ III და ედუარდ IV აკრძალა. ხოლო, 1608 წ. მანჩესტერში ფეხბურთის თამაში იმ მიზეზით აიკრძალა, რომ დიდი რაოდენობით ფანჯრის მინები იყო ჩამტვრეული.

football-in-the-middle-ages-1638423688.jpg

მაგრამ ინგლისელები, აკრძალვების მიუხედავად, ფეხბურთის სათამაშოდ, დროს და შესაძლებლობას მაინც პოულობდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

უძველესი ქართული სპორტული თამაშები, რომლებიც დღესაც იმართება

რისი უფლებები არ აქვთ სუმოისტებს?- მებრძოლების რუტინა, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ

myquiz