რატომ ჰქვია წლის ყველაზე დიდი ფასდაკლებების დღეს "შავი პარასკევი" - ისტორია, რომელსაც ფასდაკლებებთან საერთო არაფერი აქვს | Allnews.Ge

რატომ ჰქვია წლის ყველაზე დიდი ფასდაკლებების დღეს "შავი პარასკევი" - ისტორია, რომელსაც ფასდაკლებებთან საერთო არაფერი აქვს

"შავი პა­რას­კე­ვი" მსოფ­ლი­ოს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში წლის მთა­ვა­რი სა­ვაჭ­რო მოვ­ლე­ნაა. ეს დღე გრან­დი­ო­ზულ ფას­დაკ­ლე­ბებ­თან, ხელ­საყ­რელ შე­თა­ვა­ზე­ბებ­თან ასო­ცირ­დე­ბა. ეს არის დღე, რო­მელ­საც ბევ­რი მთე­ლი წელი ელო­დე­ბა, რათა სა­ოც­ნე­ბო კოს­მე­ტი­კა, სა­მო­სი, ავე­ჯი, ტექ­ნი­კა თუ სხვა ნივ­თე­ბი ხელ­საყ­რელ ფა­სად შე­ი­ძი­ნონ.

"შავი პა­რას­კე­ვი" ამე­რი­კუ­ლი მად­ლი­ე­რე­ბის დღის შემ­დგო­მი პა­რას­კე­ვია. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ის­ტო­რი­უ­ლად, "შავ პა­რას­კევს" სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს მის თა­ნა­მედ­რო­ვე გა­გე­ბას­თან და პირ­ვე­ლად ის სულ სხვა მოვ­ლე­ნის აღ­სა­ნიშ­ნად გა­მო­ი­ყე­ნეს.

black-friday-1637999667.jpg

"შავი პა­რას­კე­ვი" და ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სი

თავ­და­პირ­ვე­ლად ტერ­მი­ნი "შავი პა­რას­კე­ვი“ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო არა "შო­პინგთან", არა­მედ ფი­ნან­სურ კრი­ზის­თან. ორმა უოლ სტრი­ტელ­მა ფი­ნან­სის­ტმა, ჯიმ ფისკმა და ჯეი გოლდმა ამე­რი­კუ­ლი ოქ­როს დიდი რა­ო­დე­ნო­ბა იმ იმე­დით იყი­და, რომ ოქ­როს ფასი გა­იზ­რდე­ბო­და და მის გა­ყიდ­ვას უზარ­მა­ზა­რი მო­გე­ბით შეძ­ლებ­დნენ.

1869 წლის 24 სექ­ტემ­ბერს, პა­რას­კევს, ამე­რი­კის ოქ­როს ბა­ზა­რი ფის­კი­სა და გო­ულ­დის მოქ­მე­დე­ბის გამო გა­ნად­გურ­და, ხოლო უოლ სტრი­ტე­ლი ბა­რო­ნე­ბი გა­კოტ­რდნენ. სწო­რედ ამი­ტომ ამ დღეს "შავი პა­რას­კე­ვი" ეწო­და.

jimigoldi-53959-1637999730.jpg

შემ­დეგ იყო 1929 წლის უოლ სტრი­ტის კი­დევ ერთი კრა­ხი, რო­დე­საც ნიუ იორ­კის სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე აქ­ცი­ე­ბის ფასი ერთ დღე­ში 6.3 პრო­ცენ­ტით გა­უ­ფა­სურ­და, რა­საც მოჰ­ყვა მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში აქ­ცი­ე­ბის კი­დევ უფრო გა­უ­ფა­სუ­რე­ბა. ამ დღე­ებს ეწო­და "შავი პა­რას­კე­ვი", "შავი ორ­შა­ბა­თი" და "შავი სამ­შა­ბა­თი"

რა­ტომ აირ­ჩი­ეს სა­ფონ­დო ბირ­ჟის კრახ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ფრა­ზა დატ­ვირ­თუ­ლი სა­ვაჭ­რო დღი­სა და ფას­დაკ­ლე­ბე­ბის აღ­სა­წე­რად?

არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ ყო­ვე­ლი­ვე ამე­რი­კუ­ლი მა­ღა­ზი­ე­ბის მე­პატ­რო­ნე­ებს უკავ­შირ­დე­ბა. უფრო ზუს­ტად კი, რო­დე­საც აშშ-ის მა­ღა­ზი­ებ­ში ხე­ლით აღ­რი­ცხავ­დნენ სა­ბუ­ღალ­ტრო დე­ტა­ლებს, მო­გე­ბას შა­ვად წერ­დნენ, ხოლო წა­გე­ბას წით­ლად.

ბევ­რი მა­ღა­ზია, სა­დაც ხში­რად წა­გე­ბა მო­გე­ბას აჭარ­ბებ­და, თავს მად­ლი­ე­რე­ბის დღის შემ­დგომ პა­რას­კევს, ფას­დაკ­ლე­ბუ­ლი სა­ქონ­ლის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით გა­ყიდ­ვის შე­დე­გად გა­და­ირ­ჩენ­და ხოლ­მე.

განაგრძეთ კითხვა

myquiz