რომელია მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ჩაი? | Allnews.Ge

რომელია მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ჩაი?

კვლევებმა აჩვენა, რომ ჩაი შეიცავს ბევრ ვიტამინს, მინერალს და ანტიოქსიდანტს. კულტურამ, რომელიც ჩინეთში შემთხვევით აღმოაჩინეს, ცოტა ხანში მთელი მსოფლიო მოიარა და მილიონობით ადამიანს შეაყვარა თავი. მსოფლიოს ახსოვს ისტორიული მოვლენებიც, მაგალითად, როგორიცაა ბოსტონის ჩაის წვეულება, როდესაც ბრიტანეთის მთავრობამ ჩაის იმპორტზე გადასახადები გაზარდა, რასაც ამერიკის რევოლუცია მოჰყვა.

სხვადასხვა ჯიშის ჩაის განსხვავებული გემური თვისებები და შესაბამისად, ფასიც აქვს, წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ ჩაის:

7. Tienchi ყვავილების ჩაი - 450 გრამის ღირებულება 90,72 დოლარი

ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდის ჩაი არის Tienchi -ის ყვავილი. ცნობილია, რომ ჩაი ეხმარება უძილობისა და ალერგიის მქონე ადამიანებს. ჩინელები პროდუქტს, რომელიც წააგავს ბროკოლის კვირტებს სხვადასხვა სიმპტომების სამკურნალოდ იყენებენ. ჩაის მწარე და ტკბილი გემო ერთდროულად აქვს.

6. Gyokuro Tea – 450 გრამის ღირებულება 325 დოლარი

Gyokuro-ს ჩაის ტკბილი გემო აქვს. მცენარე ჩრდილში იზრდება და მოდის ორ სხვადასხვა არომატში: Minami და Gyokuro Supreme. შეფერილობა საშუალებას აძლევს ამინომჟავებს დაგროვდეს ფოთლებში, რაც მათ ტკბილს ხდის. ჩაის კოლექციონერებმა შეიძლება იცოდნენ ეს ჩაი, როგორც Jade Dew Tea. ის შეიცავს ბევრ ვიტამინს და მინერალს, ასევე კოფეინისა და ამინომჟავების ჯანსაღ დოზას.

5. Tieguanyin Tea – 450 გრამის ღირებულება 1 500 დოლარი

Tieguanyin არის მწვანესა და შავი ჩაის ნაზავი, რომელიც მე-19 საუკუნეში ჩინეთის პროვინცია ფუჯიანში შეიქმნა. News By Tea-ს თანახმად, ფოთლები შეიძლება გამოყენებულ იქნას შვიდჯერ, სანამ ისინი არ დაკარგავენ გემოს.

4. Yellow Gold Tea Buds – 450 გრამის ღირებულება 3 400 დოლარი

TWG ჩაი მხოლოდ სინგაპურში იყიდება და მსოფლიოში ერთ-ერთ უიშვიათესად ითვლება. მსურველს 50-გრამიანი ყუთის შეძენა დაახლოებით 529 დოლარად შეუძლია. მცენარე ჩინეთში მხოლოდ ერთ მთაზე მოდის და Ventured-ის თქმით, მოსავალს წელიწადში ერთხელ, ოქროს მაკრატლით იღებენ. გარდა ამისა, ჩაის ოქროსფრად შეფერილი საღებავი საკვებად ვარგისია და ითვლება, რომ აძლიერებს ადამიანის ჯანმრთელობას.

განაგრძეთ კითხვა