„შავი უცხოპლანეტელი“ - ფრანგი მამაკაცი შემზარავი გარეგნობით, რომელიც ოცნებობს უხოპლანეტელი გახდეს | Allnews.Ge

„შავი უცხოპლანეტელი“ - ფრანგი მამაკაცი შემზარავი გარეგნობით, რომელიც ოცნებობს უხოპლანეტელი გახდეს

საფრანგეთში 33 წლის მამაკაცი ენტონი ლოფფრედო, ძალინა უცნაური და შემზარავი მიზნით არის შეპყრობილი. ის წლებია ონცებობს, რომ "შავი უცხოპლანეტელი" გახდეს.

ბოლო ათი წელია ლოფფრედო სხვადასხვა მეთოდით ცდილობს თავისი სხეულის მოდიფიკაციას. მიუხედავად უამრავი ცვლილებისა, ის ფიქრობს, რომ ამ დროისთვის სასურველი შედეგის მხოლოდ 34%-ს მიაღწია.

world-most-modified-man-02-1637909082.jpg

კერძოდ, მან უკვე მოიჭრა ზედა ტუჩი, ცვხირის ნაწილი და ყურები, ასევე, ენა ორ ნაწილად გაიყო. ფრანგის მთელი სხეული ტატუებით არის დაფარული.

ზოგიერთი ოპერაცია მას უცხოეთში აქვს გაკეთებული, რადგან მათ ნაწილს, საფრანგეთში არალეგალურად მიიჩნევენ.

photogrid-plus-1612016469821-1637909111.jpg

samayam-telugu-1637909127.jpg

ცოტა ხნის წინ ენტონი ლოფფრედომ მარცხენა ხელზე ორი თითი მოიჭრა. ის ფიქრობს, რომ ამ ამპუტაციით, ის ხელის გულს ერთ დიდ კლანჭად აქცევს და უცხოპლანეტლეს კიდევ უფრო დაემსგავსება.

"მე შინაგანი სიმშვიდე მოვიპოვე. ღრმა ბავშვობიდან ძალიან მომწონდა ადამიანის სხეულის მუტაციები და ტრანსფორმაციები. 24 წლის ასაკში, როდესაც დაცვად ვმუშაობდი მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება არ მომწონდა და ყველაფერი მივატოვე“- იხსენებს ის.

comps-js-tatts-1637909177.jpg

ასე გამოიყურებოდა ენტონი ტრანსფორმაციამდე

ჯერჯერობით უცნობია, რამდენად შეძლებს მამაკაცი „ნამდვილ უცხოპლანეტელად“ გადაქცევას. სოციალურ ქსელებში მას საზოგადოების ნაწილი ხშირად აკრიტიკებს და ეუბნებიან, რომ ასეთი ტრანსფორმაციები სიცოცხლისთვის საშიშია. თუმცა, ენტონი აცხადებს, რომ გაჩერებას არ აპირებს.

myquiz