რომელია სამი ყველაზე სასარგებლო პროდუქტი დიაბეტით დაავადებულებისათვის | Allnews.Ge

რომელია სამი ყველაზე სასარგებლო პროდუქტი დიაბეტით დაავადებულებისათვის

დიაბეტით დაავადებულებისათვის ყველაზე სასარგებლო პროდუქტების სიის პირველი სამეული ასე გამოიყურება:ლობიო, წიწიბურა და კოჭა.

ლობიო და სხვა პარკოსნები ძალიან სასარგებლოა ტიპი 2 დიაბეტით დაავადებულებისათვის. დღეში 1 ულუფა პარკოსნები მნიშვნელოვნად ამცირებს ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს. აღსანიშნავია, რომ ეს თვისება დამახასიათებელია მწვანე პარკი ლობოსთვის და არა მარცვლოვანისთვის.

why-do-beans-cause-gas-1942947-primary-recirc-119319612460424d9d7b58941ea26d1c-1637757698.jpg

დიაბეტიანებისათვის სასარგებლო პროდუქტების ნუსხაშია ასევე წიწიბურა. ბურღულეულს შორის მას ყველაზე დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს. ამას გარდა ის მდიდარია რთული ნახშირწყლებით, რომელთა მიღებაც ამსუბუქებს დაავადების მიმდინარეობას.

dried-buckwheat-grains-on-a-wooden-spoon-1637757752.jpg

როგორც ცნობილია, დიაბეტი, რომლის განვითარების საფუძველსაც წარმოადგენს ქსოვილების ინსულინისადმი მგრძნობელობის დაქვეითება, ხშირად ვითარდება ასაკით განპირობებული ანთებების შედეგად. კოჭას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და ზრდის ქსოვილების მგრძნობელობას ინსულინისადმი. ამიტომაც, კოჭას საკვებად რეგულარული გამოყენება ასტაბილურებს ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მიმდინარეობას.

ginger-powder-benefits-1637757805.jpg

კოჭა - მცენარე, რომლის გარეშე არატრადიციული მედიცინა წარმოუდგენელია

myquiz