დღეს გიორგობაა - მნიშვნელოვანი ფაქტები წმინდანის ცხოვრებიდან, რაც ყველა მორწმუნემ უნდა იცოდეს | Allnews.Ge

დღეს გიორგობაა - მნიშვნელოვანი ფაქტები წმინდანის ცხოვრებიდან, რაც ყველა მორწმუნემ უნდა იცოდეს

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია დღეს წმინ­და გი­ორ­გის ბორ­ბალ­ზე წა­მე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავს. დღეს ასე­ვე ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის დღე­სას­წა­უ­ლია. ის 2004 წლის 23 ნო­ემ­ბერს აკურ­თხეს. წმინ­და საკ­ვირ­ველ­მოქ­მე­დი და ძლე­ვა­შე­მო­სი­ლი გი­ორ­გი ქარ­თვე­ლი ერის მფარ­ვე­ლად მი­იჩ­ნე­ვა და სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვართ.

წმი­და, დი­დე­ბუ­ლი, დიდ­მო­წა­მე, ძლე­ვა­შე­მო­სი­ლი და საკ­ვირ­ველთმოქ­მე­დი გი­ორ­გი (+303) მე-3 სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში და­ი­ბა­და კა­ბა­დო­კი­ა­ში, მდი­დარ ქრის­ტი­ა­ნულ ოჯახ­ში. მა­მა­მი­სი მო­წა­მე­ობ­რი­ვად აღეს­რუ­ლა. დაქვრი­ვე­ბუ­ლი დედა კა­ბა­დო­კი­ი­დან თა­ვის სამ­შობ­ლო­ში წა­ვი­და და იქ გა­ნაგ­რძო შვი­ლის ქრის­ტი­ა­ნუ­ლად აღ­ზრდა.

ჭა­ბუ­კი გი­ორ­გი რო­მის ლაშ­ქარ­ში განმწეს­და მხედ­რად. ახო­ვან­მა, მა­მაც­მა და უში­შარ­მა მე­ო­მარ­მა მალე იმ­პე­რა­ტორ დი­ოკ­ლე­ტი­ა­ნეს (284-305) ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო. მან თა­ვის პი­რად მცვე­ლად და­ნიშ­ნა წმი­და გი­ორ­გი და მხე­დარ­თმთავ­რის მა­ღა­ლი წო­დე­ბაც უბო­ძა.

კერ­პთაყ­ვა­ნის­მცე­მელ­მა იმ­პე­რა­ტორ­მა თა­ვი­სი გან­მგებ­ლო­ბის ბოლო წლებ­ში სას­ტი­კი ბრძო­ლა გა­მო­უ­ცხა­და ქრის­ტი­ა­ნო­ბას. სე­ნა­ტის საბ­ჭო­ზე ნი­კო­მი­დი­ა­ში მან სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა მი­ა­ნი­ჭა პრო­ვინ­ცი­ის მმარ­თველთ ქრის­ტეს მიმ­დე­ვარ­თა და­სას­ჯე­ლად და თა­ვის მხრივ მხარ­და­ჭე­რაც აღუთ­ქვა.

წმი­და გი­ორ­გიმ ეს რომ შე­ი­ტყო, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა თა­ვი­სი მო­ნე­ბი, ქო­ნე­ბა გლა­ხაკთ და­უ­რი­გა, სე­ნატ­ში გა­მო­ცხად­და, სა­ჯა­როდ აღი­ა­რა ქრის­ტი­ა­ნო­ბა და ყვე­ლა იქ მყოფ­საც მო­უ­წო­და, მი­ე­ღოთ ეს ჭეშ­მა­რი­ტი სარ­წმუ­ნო­ე­ბა: "მე მონა ვარ ქრის­ტე­სი, ღმრთი­სა ჩე­მი­სა და მსა­სო­ე­ბე­ლი მისი. სა­კუ­თა­რი ნე­ბით წარვმდგარ­ვარ თქვენს წი­ნა­შე, რათა ვე­წა­მო ჭეშ­მა­რი­ტე­ბი­სათ­ვის". - "რა არის ჭეშ­მა­რი­ტე­ბა?" - ჰკი­თხა ერთ-ერ­თმა წარ­ჩი­ნე­ბულ­მა. "თა­ვად ქრის­ტეა ჭეშ­მა­რი­ტე­ბა, დევ­ნი­ლი თქვენ მიერ", - იყო პა­სუ­ხი.

თა­ვი­სი საყ­ვა­რე­ლი მხე­დარ­თმთავ­რის ამ კად­ნი­ე­რი სი­ტყვით თავ­ზარ­და­ცე­მულ­მა დი­ოკ­ლე­ტი­ა­ნემ სცა­და და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნა იგი, გან­დგო­მო­და ქრის­ტეს და მსხვერ­პლი შე­ე­წი­რა კერ­პე­ბი­სათ­ვის. წმი­და აღმსა­რე­ბელ­მა მტკი­ცედ მი­უ­გო: "ვე­რა­ვი­თა­რი ამ­სოფ­ლი­უ­რი დი­დე­ბა ვერ შე­ა­ნე­ლებს ჩემს სურ­ვილს ვემ­სა­ხუ­რო ჭეშ­მა­რიტ ღმერ­თს". გან­რის­ხე­ბუ­ლი მბრძა­ნებ­ლის გან­კარ­გუ­ლე­ბით მე­ომ­რე­ბი შე­ე­ცად­ნენ შუ­ბის კვრით გა­ეყ­ვა­ნათ იგი დარ­ბა­ზი­დან, მაგ­რამ წმი­და­ნის სხე­ულ­ზე შე­ხე­ბი­სას რკი­ნა რბილ­დე­ბო­და და იდ­რი­კე­ბო­და. სა­პყრო­ბი­ლე­ში მას ფე­ხებ­ზე ხუნ­დე­ბი, მკერ­დზე კი დიდი ლოდი და­ა­დეს და დი­ლამ­დე ასე ამ­ყო­ფეს.

მე­ო­რე დღეს ნა­წა­მე­ბი წმი­და გი­ორ­გი ისევ იმ­პე­რა­ტორს წა­რუდ­გი­ნეს: "უმალ შენ მო­უძ­ლურ­დე­ბი ჩემი ტან­ჯვით, ვიდ­რე მე, შენს მიერ გვე­მუ­ლი", - ასე პა­სუ­ხობ­და იგი დი­ოკ­ლე­ტი­ა­ნეს ყო­ველ შე­კი­თხვას. გან­რის­ხე­ბულ­მა იმ­პე­რა­ტორ­მა ბრძა­ნა, ყვე­ლა­ზე მძი­მე სა­ტან­ჯვე­ლით ეწა­მე­ბი­ნათ იგი. დიდ­მო­წა­მე მბრუ­ნავ ბორ­ბალ­ზე და­აკ­რეს, რომ­ლის ქვე­შაც წვერ­ბას­რი რკი­ნის მახ­ვი­ლე­ბი­ა­ნი ძე­ლე­ბი და­ე­დოთ. სხე­ულ­და­სე­რილ­მა წმი­დან­მა ჯერ ხმა­მაღ­ლა ჰხა­და უფალს: შემ­დეგ კი და­დუ­მე­ბა არ­ჩია. დი­ოკ­ლე­ტი­ა­ნემ იფიქ­რა, უკვე აღეს­რუ­ლაო, უბ­რძა­ნა ჩა­მო­ეხ­სნათ სხე­უ­ლი ბორ­ბლი­დან. თვი­თონ კი აპო­ლო­ნის ბო­მონს მი­ა­შუ­რა სა­მად­ლო­ბე­ლი მსხვერ­პლის შე­სა­წი­რად.

მო­უ­ლოდ­ნე­ლად სრუ­ლი­ად ჩა­მობ­ნელ­და, ჭექა-ქუ­ხილ­მა შე­ა­ზან­ზა­რა ქვე­ყა­ნა, ცოტა ხნის შემ­დეგ მაღ­ლი­დან მო­ის­მა ხმა: "ნუ გე­ში­ნინ, გი­ორ­გი, მე შენ­თა­ნა ვარ!" ბორ­ბალ­თან უჩ­ვე­უ­ლი ნათ­ლით­მო­სი­ლი ჭა­ბუ­კი გა­მოჩ­ნდა, ხელი შე­ა­ხო მო­წა­მეს, უთხრა: "გი­ხა­რო­დენ!" და გა­უ­ჩი­ნარ­და, წმი­და გი­ორ­გი სრუ­ლი­ად უვ­ნე­ბე­ლი წა­მოდ­გა ბორ­ბლი­დან და თაყ­ვა­ნი სცა ჭეშ­მა­რიტ ღმერ­თს.

ამის მხილ­ველ­მა გან­ცვიფ­რე­ბულ­მა მე­ომ­რებ­მა წმი­და გი­ორ­გი მა­შინ­ვე სა­კერ­პო­ში წა­იყ­ვა­ნეს, იმ­პე­რა­ტორ­თან. დი­ოკ­ლე­ტი­ა­ნემ თვა­ლებს არ და­უ­ჯე­რა, როცა საღ-სა­ლა­მა­თი მო­წა­მე იხი­ლა, ვერც მი­სან­მა ათა­ნა­სემ და­მა­ლა გა­ო­ცე­ბა. მომ­ხდა­რი სას­წა­უ­ლით გამ­ხნე­ვე­ბულ­მა სა­იმ­პე­რა­ტო­რო კა­რის ორმა წარ­ჩი­ნე­ბულ­მა მო­ხე­ლემ - ანა­ტო­ლიმ და პრო­ტო­ლე­ონ­მა, რომ­ლე­ბიც მა­ნამ­დე მა­ლავ­დნენ ქრის­ტი­ა­ნო­ბას, სა­ჯა­როდ აღი­ა­რეს სარ­წმუ­ნო­ე­ბა და იმ­წამ­სვე დი­ოკ­ლე­ტი­ა­ნე­სა­გან თა­ვის მოკ­ვე­თაც მი­ე­სა­ჯათ. თვით დი­ოკ­ლე­ტი­ა­ნეს მე­უღ­ლე ალექ­სან­დრაც ხმა­მაღ­ლა გა­ნა­დი­დებ­და ქრის­ტეს და მზად იყო გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნა მის თვალ­წინ წა­მე­ბულ დი­დე­ბულ­თა ხვედ­რი, მცვე­ლებს სას­წრა­ფოდ, ძა­ლით რომ არ წა­ეყ­ვა­ნათ სა­სახ­ლე­ში.

ამის შემ­დეგ იმ­პე­რა­ტო­რი კი­დევ უფრო სას­ტი­კი გახ­და. მისი გან­კარ­გუ­ლე­ბით წმი­და გი­ორ­გი ღრმა ორ­მო­ში ჩა­აგ­დეს და თავ­ზე გა­მო­უწ­ვა­ვი გა­ხუ­რე­ბუ­ლი კირი და­ა­ყა­რეს, ხოლო როცა სამი დღის შემ­დეგ კირი ამო­ყა­რეს და წმი­და­ნი სრუ­ლი­ად უვ­ნე­ბე­ლი იხი­ლეს, იმ­პე­რა­ტო­რი­სა­ვე ბრძა­ნე­ბით მას წვერ­წა­მა­ხუ­ლი ლურ­სმნებ­გაჩ­რი­ლი რკი­ნის გა­ვარ­ვა­რე­ბუ­ლი ჩექ­მე­ბი ჩა­აც­ვეს და ცე­მით წა­იყ­ვა­ნეს საპრყო­ბი­ლემ­დე.

მე­ო­რე დღეს, როცა დი­ოკ­ლე­ტი­ა­ნემ კვლავ ისურ­ვა წმი­და გი­ორ­გის ნახ­ვა, წა­მე­ბულ­მა და­უ­ზი­ა­ნე­ბე­ლი ფეხი უჩ­ვე­ნა და ღი­მი­ლით უთხრა, ჩექ­მა ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნაო. ამის გამო ისე ცე­მეს ხა­რის გამ­ხმა­რი ძარ­ღვე­ბით, რომ წმი­და­ნის სის­ხლი და ხორ­ცი მი­წას შე­ე­რია, მაგ­რამ მისი სიმ­ტკი­ცე მა­ინც ვერ გას­ტე­ხეს. იმ­პე­რა­ტორ­მა და­სახ­მა­რებ­ლად წარ­მართ მოგ­ვს ათა­ნა­სეს უხმო. ათა­ნა­სემ შე­ზა­ვე­ბუ­ლი სი­თხით სავ­სე ორი თასი მის­ცა მო­წა­მეს, პირ­ველს მორ­ჩი­ლი უნდა გა­ე­ხა­და იგი, მე­ო­რეს კი უნდა მო­ეკ­ლა. მო­წა­მემ მშვი­დად შეს­ვა ორი­ვე და კვლავ ადი­და ღმერ­თი.

მის­ნის რჩე­ვით დი­ოკ­ლე­ტი­ა­ნემ წმი­და გი­ორ­გის უბ­რძა­ნა, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სარ­წმუ­ნო­ე­ბის ჭეშ­მა­რი­ტე­ბის და­სამ­ტკი­ცებ­ლად მიც­ვა­ლე­ბუ­ლი აღედ­გი­ნა მკვდრე­თით. წმი­და­ნი საფ­ლავ­თან მი­იყ­ვა­ნეს. მან უფალს შეჰ­ღა­ღა­და: "უფა­ლო იესო! წი­ნა­შე შენ­სა წარ­მომ­დგართ უჩ­ვე­ნე, რომ ერთი ღმერ­თი ხარ მთე­ლი ქვეყ­ნი­სა, რათა გიც­ნან შენ, ყოვ­ლა­დძ­ლი­ე­რი მე­უ­ფე ჩვე­ნი".

მიწა იძრა, საფ­ლა­ვი გა­იხ­სნა და მიც­ვა­ლე­ბუ­ლი მკვდრე­თით აღ­დგა. ამ სას­წა­უ­ლის მოწ­მე­ებ­მა ერ­თხმად ადი­დეს ღმერ­თი, თვით იმ წამ­სვე აღი­ა­რა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სარ­წმუ­ნო­ე­ბა, წმი­და გი­ორ­გის და­უ­ჩო­ქა და სთხო­ვა, ცოდ­ვე­ბი მი­ე­ტე­ვე­ბი­ნა მის­თვის. გამძვინ­ვა­რე­ბულ­მა დი­ოკ­ლე­ტი­ა­ნემ სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯა ათა­ნა­სეც და მკვდრე­თით აღ­მდგა­რი კა­ციც, წმი­და გი­ორ­გი კი კვლავ საპრყო­ბი­ლე­ში ჩა­აგ­დო, რათა მე­ო­რე დღეს­ვე სიკ­ვდი­ლით და­ე­სა­ჯა იგი, თუკი სა­ბო­ლო­ოდ არ უარ­ყოფ­და ქრის­ტეს.

იმ ღა­მეს წმი­და გი­ორ­გის თა­ვად მა­ცხო­ვა­რი ეჩ­ვე­ნა. უფალ­მა გვირ­გვი­ნით შე­უმ­კო თავი მო­წა­მეს და უთხრა: "ნუ გე­ში­ნინ, მხნე იყავ, გან­ძლი­ერ­დი. მალე მი­ხი­ლავ და მი­ი­ღებ შენ­თვის გან­კუთ­ვნილ ად­გილს".

დი­ლით დი­ოკ­ლე­ტი­ა­ნემ კი­დევ ერთხელ შეს­თა­ვა­ზა წმი­და მო­წა­მეს, თაყ­ვა­ნი ეცა კერ­პე­ბის­თვის. წმი­და გი­ორ­გი და­თან­ხმდა მბრძა­ნე­ბელს აპო­ლო­ნის ბო­მონ­ში გა­ყო­ლა­ზე, ხოლო როცა გა­ხა­რე­ბულ­მა იმ­პე­რა­ტორ­მა პა­ტი­ვით შე­იყ­ვა­ნა იგი სამ­სხვერ­პლო­ში, წმი­და­ნი მი­უ­ახ­ლოვ­და კერპს, ჯვა­რი გა­და­სა­ხა, ყვე­ლა კერ­პი თა­ვი­სით და­იმ­სხვრა.

ხალ­ხი აბო­ბოქრდა. ქუ­რუ­მე­ბი წმი­და­ნის მოკ­ვდი­ნე­ბას მო­ი­თხოვ­დნენ. ხმა­ურ­ზე წმი­და დე­დო­ფა­ლი ალექ­სან­დრა მო­ვი­და. როცა ნახა, რომ წმი­და გი­ორ­გი სა­სიკ­ვდი­ლოდ მიჰ­ყავ­დათ, თვი­თო­ნაც აღი­ა­რა ქრის­ტი­ა­ნო­ბა და დი­ოკ­ლე­ტი­ა­ნე­სა­გან სიკ­ვდილ­მის­ჯი­ლი, სი­ხა­რუ­ლით გაჰ­ყვა გვერ­დით საყ­ვა­რელ წმი­დანს.

დას­ჯის წინ წმი­და გი­ორ­გიმ მთე­ლი გუ­ლით შეს­თხო­ვა უფალს, შე­ენ­დო მტარ­ვალ­თათ­ვის, რო­მელ­თაც არა უწყოდ­ნენ, რას იქ­მოდ­ნენ და სთხო­ვა, ჭეშ­მა­რი­ტი რწმე­ნის შეც­ნო­ბამ­დე მი­ეყ­ვა­ნა ისი­ნი, შემ­დეგ კი მორ­ჩი­ლე­ბით მო­უდ­რი­კა ქედი ჯა­ლა­თის მახ­ვილს. იგი აღეს­რუ­ლა 303 წლის 23 აპ­რილს. ან­დერ­ძი­სა­მებრ, წმი­და გი­ორ­გის სხე­უ­ლი დაკ­რძა­ლეს პა­ლეს­ტი­ნის ქა­ლაქ რამ­ლა­ში, კონ­სტან­ტი­ნე დი­დის მე­ფო­ბის დროს კი გა­და­ას­ვე­ნეს წმი­და­ნის სა­ხელ­ზე აშე­ნე­ბულ დიდ ტა­ძარ­ში, ქა­ლაქ ლი­და­ში.

წმი­და გი­ორ­გი ეწა­მა 30 წლის ასაკ­ში და ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ა­ში შე­ვი­და, რო­გორც ძლე­ვა­შე­მო­სი­ლი და უძ­ლე­ვე­ლი ზე­ცი­უ­რი მხე­და­რი.

ეკ­ლე­სია წმი­და გი­ორ­გის ხსე­ნე­ბას დღე­სას­წა­უ­ლობს ორ­ჯერ: 23 აპ­რილს (6 მა­ისს) - წმი­და­ნის აღ­სრუ­ლე­ბის დღეს და 10 (23) ნო­ემ­ბერს - მისი ბორ­ბალ­ზე წა­მე­ბის დღეს. (ამ უკა­ნას­კნელ დღე­სას­წა­ულს ქარ­თუ­ლი ეწო­დე­ბა, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­და­ვი­და სხვა ად­გი­ლობ­რივ ეკ­ლე­სი­ებ­ში. ამის შე­სა­ხებ იხ. 10 (23) ნო­ემ­ბრის სა­კი­თხავ­ში).

"წმი­დან­თა ცხოვ­რე­ბა", ტომი II, თბი­ლი­სი, 2001 წ.

წყა­რო: orthodoxy.ge

myquiz