რატომ აქვთ ავსტრიას და ავსტრალიას მსგავსი სახელები? | Allnews.Ge

რატომ აქვთ ავსტრიას და ავსტრალიას მსგავსი სახელები?

ალბათ, ოდესმე ყველა დაფიქრებულა იმაზე, თუ რატომ აქვს ასეთ განსხვავებულ ქვეყნებს, მხოლოდ 2 ასო–ბგერით განსხვავებული სახელები. ამასთან, ქვეყნების ერთმანეთში არევა, უბრალოდ შეუძლებელია: ერთი მთელს მსოფლიოში მოცარტით არის სახელგანთქმული. ხოლო, მეორე – კენგურუთი და კოალათი. მაგრამ, აშკარაა რომ, ამ ქვეყნებს რაღაც უნდა აერთიანებდეს...

დავიწყოთ ავსტრიით:

გერმანულად ქვეყნის სახელი Österreich–ია — «აღმოსავლეთის სახელმწიფო» ან «აღმოსავლეთის ქვეყანა» (Osten – აღმოსავლეთი და Reich – ქვეყანა, იმპერია).

ავსტრიას ეს სახელი, მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ბავარიის საჰერცოგოში (გერმანია) მისცეს.

2021111516112373439-1637577347.jpg

რაც შეეხება ავსტრალიას:

ჯერ კიდევ დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქამდე, «ძველ სამყაროში» თვლიდნენ, რომ ეკვატორის მეორე მხარეს, სამხრეთის მიწები უნდა ყოფილიყო და ამ ქვეყანას ევროპელებმა, ისე რომ ჯერ ნანახიც კი არ ჰქონდათ, – Terra Australis Incognita (ლათ.) უწოდეს.

2021111516115573439-1637577398.jpg

თავდაპირველად, ამ სახელს ეკვატორის სამხრეთით მდებარე ხმელეთის ნაწილს ეძახდნენ და ეს მანამდე გრძელდებოდა, ვიდრე ახალი სამხრეთ უელსის გუბერნატორმა ლაკლან მაკქუარმა (Lachlan Macquarie) რეკომენდაცია არ გასცა, რომ ახალი მატერიკისთვის, ავსტრალია ეწოდებინათ

15 მიზეზი, რომელთა გამოც ავსტრალიაში ცხოვრება აღარასოდეს მოგინდებათ (ფოტოები)

მოკლედ, კითხვაზე, თუ რა აერთიანებს ავსტრიას და ავსტრალიას, შეგვიძლია ასეთი პასუხი გავცეთ:

ორივე ქვეყანას სახელი გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით დაერქვა. ამასთან, განსხვავებული ჰორიზონტის მხარეების მიხედვით: Osten (გერ.) –აღმოსავლეთი და australis (ლათ.) – «სამხრეთული».

ასე, რომ, ავსტრიის და ავსტრალიის სახელები ერთნაირად კი ჟღერს, მაგრამ ეს მხოლოდ დამთხვევა.

main-qimg-b46a7eb262b7e796fde9e67f442b6e95-c-1637577585.jpg

Intermedia.ge

ტესტი: რამდენად კარგად გახსოვს გეოგრაფია

myquiz