რატომ მოექცა რაჭის ულამაზესი სოფელი შქმერი ყურადღების ცენტრში და რა ემუქრება მას | Allnews.Ge

რატომ მოექცა რაჭის ულამაზესი სოფელი შქმერი ყურადღების ცენტრში და რა ემუქრება მას

რაჭისკენ მიმავალი სამანქანო გზა საგრძნობლად შემოკლდა მას მერე, რაც საჩხერე-ონის დამაკავშირებელი მაგისტრალი გაიხსნა. ახალი გზის წყალობით, რაჭის ულამაზესი სოფელი შქმერი, რომელიც ერთ-ერთ მიუვალ სოფლად ითვლებოდა, დღეს უამრავ სტუმარს მასპინძლობს.

სწორედ ამ მაღალმთიან სოფელზე გადის გზა, რომელსაც ონამდე მივყავართ.

რა ვიცით შქმერის შესახებ?

სოფელი შქმერი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1720 მეტრზე, ონიდან კი 21 კილომეტრში მდებარეობს. სოფელში, ჯერ კიდევ 2014 წლის აღწერის მონაცემებით, 23 ადამიანი ცხოვრობდა, დღეს მათი რიცხვი საგრძნობლად შემცირებულია. შქმერი ცნობილია მკაცრი, დიდთოვლიანი ზამთრითა და განსაკუთრებულად გრილი ზაფხულითა და ცივი წყაროებით, რაც მას იდელურ საკურორტო ზონად აქცევს.

251899967-218456293692143-2393435768146621951-n-1637575203.jpg

საჩხერე-ონის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობას ადგილობრივები იმედით ელოდნენ, რადგან შქმერი ზამთრის სეზონზე პერიოდულად გარესამყაროს წყდება, მძიმე საცხოვრებელი პირობების გამო კი სოფელს რამდენიმე ოჯახი შემორჩა. სამწუხაროდ, გზის მშენებლობამ შქმერელებს დიდი პრობლემაც გაუჩინა - საქმე მანგანუმის საბადოს ეხება, რომელიც სოფელში მდებარეობს. წიაღის ეროვნულმა სააგენტომ 1 531 070 კვადრატულ მეტრზე მანგანუმის მოსაპოვებლად ორი ახალი ლიცენზია გასცა, რაც, ადგილობრივების შეფასებით, სოფლის განადგურების ტოლფასია.

252489481-961888987873356-4326910115385470538-n-1637575242.jpg

საფრთხე რომ რეალურია, ამის შესახებ გარემოსდამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საუბრობენ.

განაგრძეთ კითხვა