თბილისიდან რაჭაში დაბრუნებული ტყუპი დის მიერ აგებული და მოწყობილი კოტეჯები, რომლებიც ბევრს აღაფრთოვანებს | Allnews.Ge

თბილისიდან რაჭაში დაბრუნებული ტყუპი დის მიერ აგებული და მოწყობილი კოტეჯები, რომლებიც ბევრს აღაფრთოვანებს

„რაჭისადმი ჩვენი სიყვარული იმდენად დიდი იყო და იმდენად განვიცდიდით, რომ ყოველდღიურად ახალგაზრდებისგან იცლებოდა, გვინდოდა აუცილებლად დავბრუნებულიყავით ჩვენს მშობლიურ მხარეში“, - ამ სიტყვებით დაიწყო საუბარი თამარ დავითულიანმა, რომელმაც ტყუპისცალთან, მირანდუხტ დავითულიანთან ერთად, მშობლიურ სოფელში ოთხი ულამაზესი კოტეჯი დადგა და თბილისიდან სახცოვრებლად კვლავ რაჭაში დაბრუნდა. დებს ძალიან უყვართ მოგზაურობა, ფეხბურთი, ამასთან, ძალისხმევას არ იშურებენ, რომ საკუთარი წვლილი შეიტანონ რაჭის ტურისტულად განვითარებაში. კოტეჯების ინტერიერი და დიზაინი მათ ეკუთვნით. პერიოდულად ცვლიან სხვადასხვა დეტალს, რათა ინტერიერმა თავისი ხიბლი არ დაკარგოს და ერთფეროვანი არ გახდეს.

თამარი: - არქიტექტურა და დიზაინის ფაკულტეტი დავამთავრე. სამწუხაროდ, ჩემი პროფესიით არ მიმუშავია, თუმცა ეს ძალიან დამეხმარა იმაში, რომ შემექმნა ისეთი გარემო, რომელიც ბევრ ადამიანს აღაფრთოვანებდა და ბედნიერებას მიანიჭებდა. მყავს შვილი კესანე. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში გავთხოვდი და ქართული ტრადიციების თანახმად, იქ უნდა ვცხოვრობდე, ჩემს ოჯახთან ერთად ვცხოვრობ რაჭაში. წლების მერე დავბრუნდი რაჭაში და რაჭის ტურისტულად განვითარებისთვის ვშრომობ.

258116149-185962963734301-8425852570577819882-n-1637481647.jpg

მირანდუხტი:- პროფესიით სოციოლოგი ვარ, თუმცა არც მე გავყოლილვარ ჩემს პროფესიას, რადგან საოჯახო საქმიანობაში ჩავები და ჩემს დასთან ერთად გადავწყვიტე, რაჭაში განგვევითარებინა ტურისტული საქმიანობა.

- ხშირად საუბრობენ, რომ ტყუპები უხილავი ძალებით არიან ერთმანეთთან დაკავშირებული. თქვენს შემთხვევაშიც ასეა?

თამარი:- ალბათ ჩვენს შემთხვევაშიც ასეა, რადგან ხასიათითაც ძალიან ვგავართ ერთმანეთს და ვიზუალურადაც. ყოფილა შემთხვევა, მე ვყოფილვარ საქართველოში, მირანდუხტი - გერმანიაში და ერთდროულად დაგვირეკავს ერთმანეთთან, გაგვიმხელია ერთი და იგივე იდეები, საუბრის სურვილი გაგვჩენია ერთი და იმავე თემაზე და ა.შ. ერთდროულად გვიგრძნია ერთნაირი განცდები, ხან - სიხარულის, ხან - შიშის, ხან - მოწყენის.

257777900-216530880621851-4958526967242056178-n-1637481674.jpg

- როგორ გაჩნდა იდეა ტურისტულ საქმიანიბაში ჩართულიყავით?

- როცა უნივერსიტეტი დავამთავრეთ, ვფიქრობდით, რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა ისეთი, რომ აბსოლუტურად დამოუკიდებელი ვყოფილიყავით ჩვენს სურვილებში, გადაწყვეტილებებში, ამასთან, ჩვენი საქმე ყოფილიყო საინტერესო და მრავალფეროვანი. გვინდოდა დაგვეწყო ისეთი საქმე, რაც რაჭასაც წაადგებოდა. შესაბამისად უნდა შეგვექმნა ისეთი რამ, რაც ამ ყველაფერის შესაძლებლობას მოგვცემდა.

252041778-423438819167731-5244617234658675653-n-1637481794.jpg

სოფელ სადმელში გვქონდა ადგილი, რომელსაც ჰქონდა პერსპექტივა და სწორედ იქ გადავწყვიტეთ კოტეჯების დადგმა. ყველაფერი ჩვენი ხელით გავაკეთეთ, მოვაწყვეთ ინტერიერი, ექსტერიერი. ერთი ცარიელი მიწა ადამინების საყვარელ გარემოდ ვაქციეთ. დავიწყეთ ერთი კოტეჯით.

განაგრძეთ კითხვა

myquiz