"ფეხები არ მაქვს, მაგრამ დავფრინავ" - რას მიაღწია უფეხო გოგონამ, რომელიც მშობლებმა დაბადებისთანავე მიატოვეს | Allnews.Ge

"ფეხები არ მაქვს, მაგრამ დავფრინავ" - რას მიაღწია უფეხო გოგონამ, რომელიც მშობლებმა დაბადებისთანავე მიატოვეს

ჯეინ ბრიკერ-ბაუერი ფეხების გარეშე დაიბადა. აღმზრდელმა მშობლებმა ასწავლეს, რომ "არასდროს თქვა "არ შემიძლია". და ის თამაშობდა კალათბურთს, ფრენბურთს, შემდეგ საჰაერო აკრობატიც გახდა. სპორტსმენმა, რომელიც ოლიმპიადაზე გულშემატკივრობდა, მისი ბედი განსაზღვრა. წარმოიდგინეთ მისი გაოცებული სახე, როცა გაიგო, რომ ჯეინი მისი ნამდვილი და იყო.

ფეხების გარეშე დაბადებულ ჯეინზე ბიოლოგიურმა მშობლებმა უარი განაცხადეს. მაგრამ გამოჩნდა ოჯახი, რომელმაც გოგონა იშვილა. ჯეინი სულ რამდენიმე თვის იყო, როცა ილინოისელმა შერონ და ჯერალდ ბრიკერებმა შეიფარეს და მისთვის არასდროს არაფერი დაუშურებიათ."მსურს, სხვა ადამიანებსაც დავეხმარო, დავარწმუნო, რომ მათ ყველაფერი შეუძლიათ" - ამბობს ჯეინი.

akrobat1-1636448801.jpg

ექიმებსა და მშობლებს არ ეგონათ, რომ მათი გოგონა ოდესმე დამოუკიდებლად ჯდომას შეძლებდა, მაგრამ შერონმა და მისმა მამობილმა ჯერალდმა დაუღალავი ძიების შემდეგ მოძებნეს ექიმი, რომელმაც იმედი მისცათ და მათმა გოგონამ ჯდომა შეძლო.წამოზრდილი ჯეინი შეზღუდული არ იყო, სხვადასხვა სპორტულ თამაშში ერთვებოდა. ისეთივე გოგონა იყო, როგორც სხვები.

"ის მაინტერესებდა, რაც სხვა ბავშვებს. მშობლები გაგებით ეკიდებოდნენ ჩემს ინტერესებს და ვერასდროს ვხვდებოდი, რომ სხვანაირი ვიყავი. დიახ, ვიცოდი, რომ ფეხები არ მქონდა, მაგრამ ეს არ მიშლიდა ხელს გამეკეთებინა ის, რაც მსურდა.ჯეინი თამაშობდა კალათბურთს, ფრენბურთს." - იხსენებს ჯეინი.

8 წლის იყო, როცა 1996 წლის ოლიმპიურ თამაშებს უყურა და ტანვარჯიშით მოიხიბლა. მისი საყვარელი სპორტსმენი რუმინული წარმოშობის ამერიკელი დომინიკა მოჩანუ გახდა. გულშემატკივრობდა გოგონას, რომელიც შეჯიბრების დროს ავადობდა.

akrobat2-1636448864.jpg

"აღფრთოვანებული ვიყავი მისით. მეგონა, ერთმანეთს ვგავდით კიდეც. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან ბავშვობაში არავის ვგავდი. მანამდე სხვა რუმინელებს არ ვიცნობდი. უბრალოდ, მასში ბევრ საერთოს ვხედავდი და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო." - ამბობს ჯეინი. დომინიკას მაგალითით შეგულიანებულმა ვარჯიში დაიწყო და წარმატებას მიაღწია. შტატის ჩემპიონი გახდა ძალისმიერ ტანვარჯიშში, მერე კი საჰაერო აკრობატიკაში გადაწყვიტა ძალების მოსინჯვა.დღეს ჯეინი გამოცდილი და პოპულარული სპორტსმენია.

გოგონა ცნობილია თავისი გრაციოზულობით, უშიშრად ეკიდება აბრეშუმის თოკს 9-მეტრიან სიმაღლეზე. შეუძლია იმაზე მეტი გააკეთოს ფეხების გარეშე, რასაც სხვები ფეხებით აკეთებენ.ჯეინის ბედნიერებას საზღვარი ქრ ჰქონდა, როცა გაიგო, რომ მისი ნამდვილი გვარი მოჩანუ იყო. დომინიკასთან მსგავსებაც არ მოჩვენებია. დიახ, ისინი ღვიძლი დები აღმოჩნდნენ.

akrobat3-1636448894.jpg

როცა ერთმანეთს შეხვდნენ, ჯეინმა დედა და და იპოვა. დაუახლოვდა თავის ოჯახს, თავის სისხლსა და ხორცს.- ჩემი და საუკეთესოა, აღფრთოვანებული ვარ მისით. როცა ჰაერში ილეთებს აკეთებს, თვალს ვერ ვწყვეტ - ამბობს დომინიკა.კარიერის მანძილზე ჯეინი არაერთხელ გამხდარა ადამიანებისთვის სტიმულის მიმცემი. ერთხელ ბრიტნი სპირსსაც კი ახლდა გასტროლებზე. მასთან ერთად სცენაზე გამოდიოდა ლას-ვეგასში, ნიუ-იორკსა და დუბაიში. ახლა ჯეინი სახალხო ორატორია და გამოდის იმ დევიზით, რომელიც გამზრდელმა მშობლებმა ჩაუნერგეს "არაოდეს თქვა "არ შემიძლია".

akrobat4-1636449081.jpg

"ადამიანები მიყურებენ და მეკითხებიან, როგორ გავხდი აკრობატი, როგორ შემეძლო კალათბურთის ან ფრენბურთის თამაში. პასუხი მარტივია: როცა მშობლები ბავშვობიდან გეუბნებიან, რომ მშვენიერი ხარ, ისეთი, როგორიც დაიბადე და შეგიძლია გააკეთო ყველაფერი, რაც გსურს, ყველაფერს დაძლევთ.თითოეულ ჩვენგანს შეუძლია ახლობლის მხარდაჭერა და მათთვის შეუძლებელი აღარაფერი იქნება." - ამბობს ჯეინი.ერთ-ერთი ტურნეს დროს ჯეინმა ავსტრიელი დომინიკ ბაუერი გაიცნო და ცოტა ხანში წყვილი დაქორწინდა. მომავალში მეუღლეები ლოს-ანჯელესში ცხოვრებას და შვილების გაჩენას აპირებენ.

Mshoblebi.ge