საგანგაშო სტატისტიკა! - რამდენი ადამიანი იცხოვრებს საქართველოში 2100 წელს? | Allnews.Ge

საგანგაშო სტატისტიკა! - რამდენი ადამიანი იცხოვრებს საქართველოში 2100 წელს?

Populationpyramid.net ვებგვერდია, სადაც შეგიძლიათ ნახოთ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყნის მოსახლეობის სავარაუდო ცვლილება 2100 წლამდე. საიტზე განთავსებული მონაცემები გაეროს ეკონომიკისა და სოციალური საკითხების დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ემთხვევა, სადაც მსოფლიოში მოსახლეობის განაწილებაზეა საუბარი.

ვებგვერდის პროგნოზი შობადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლებს, ემიგრაციასა და იმიგრაციის პროცესებს ეყრდნობა.

ვებგვერდის მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის ცვლილების დინამიკა საკმაოდ ნეგატიურად გამოიყურება და მოსახლეობის კლების ტენდენცია აშკარაა.

უფრო კონკრეტულად Populationpyramid-ის მიხედვით:

  • ამჟამად საქართველოს მოსახლეობია 3.7 მილიონია
  • 2050 წელს საქართველოში 3.5 მილიონი ადამიანი იცხოვრებს.
  • 2060 წელს- 3.3 მილიონი ადამიანი.
  • 2070 წელს- 3.1 მილიონი.
  • 2080 წელს საქართველოს მოსახლეობა 2.9 მილიონი იქნება.
  • 2090 წელს - 2.7 მილიონი.
  • 2100 წელს კი მოსახლეობა 2.5 მილიონამდე შემცირდება.

geo-1636185465.png

მიიღებს თუ არა რეალურ სახეს Populationpyramid-ის პროგნოზები, დრო გვიჩვენებს.

myquiz