რა საშიშროების შემცველია ვეგანური დიეტა | Allnews.Ge

რა საშიშროების შემცველია ვეგანური დიეტა

ვეგანებს, მხოლოდ მცენარეულ საკვებზე გადასვლისას, ნაწლავებში უჩნდებათ ბაქტერია-საპროფიტები, რომლებიც საკვებთან ერთად მოხვედრილ უჯრედისს გადაამუშავებენ და ორგანიზმს ცხოველური ცილების ანალოგს აწვდიან. ის ვინც ხორც მიირთმევს დამოკიდებულია საკვებთან ერთად მიღებულ ცილებზე, ხოლო ვეგანები ემყარებიან ნაწლავის მიკროფლორის მდგომარეობას. დროთა განმავლობაში ის ჯანსაღდება.

დასაწყისში შეიძლება იყოს მუცლის შებერილობა, ყურყური, რადგანაც ნაწლავისა და კუჭუკანა ჯირკვალის გადაწყობა ხდება მცენარეულ საკვებზე და ფერმენტები საკმარისი არ არის. ეს გარდაქმნა შეიძლება გაგრძელდეს ერთი ან ორი წელი.

ვეგანებში გაცილებით იშვიათად აღინიშნება ნაწლავის კიბო, რადგანაც მცენარეული საკვები შეიცავს უჯრედისს, რაც ნაწლავის სიმსივნის პროფილაქტიკას წარმოადგენს.

თუმცა მცენარეული საკვების მიმდევრობა გარანტია არ არის სხვა სახის კიბოსგან დასაცავად. მაგალითად ვეგანებს ხშირად უვითარდება კუჭის კიბო გასტრიტის ფონზე. მკაცრი ვეგანობა სახიფათოა ბავშვებისთვის, რადგანაც ცხოველური ცილები მნიშვნელოვანი საშენი მასალაა კუნთოვანი ქსოვილისათვის და ტვინში ნეირონული კავშირების წარმოქმნისათვის. ანუ ის სასიცოცხლოდ აუცილებელია ბავშვის ზრდისა და სრულფასოვანი განვითარებისათვის.

საკვები ნივთიერების დეფიციტის აღმოფხვრა შესაძლებელია სწორედ აგებული რაციონით. ცილების რაოდენობა შეიძლება მიიღებული იქნას სოკოს საშუალებით.