"უკანასკნელი შანსი კაცობრიობის გადასარჩენად" - რაზე შეთანხმდნენ გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციის მონაწილეები | Allnews.Ge

"უკანასკნელი შანსი კაცობრიობის გადასარჩენად" - რაზე შეთანხმდნენ გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციის მონაწილეები

კლიმატის ცვლილება და გლობალური დათბობა კაცობრიობის უმთავრესი პრობლემებია, რომლებიც ადამიანების გაუაზრებელი ქმედებებით არის გამოწვეული. გახშირებული კლიმატური კატასტროფები, გლობალური ტემპერატურის ზრდა, ზღვის დონის მატება, დასახლებული პუნქტების დატბორვა, სხვადასხვა სახის დაავადებების გახშირება, გაუდაბნოება და სასმელი წყლის რესურსების შემცირება- ეს იმ პრობლემების მხოლოდ ნაწილია, რომლებიც კაცობრიობას ემუქრება თუ გარემოს დაბინძურება და კლიმატის ცვლილება ამ ტემპით გაგრძელდება.

1320-effects-image-1636085951.jpg

ექსპერტების ვარაუდით ამ ყველაფრის შესაჩერებლად კაცობრიობას მხოლოდ რამდენიმე წელი აქვს დარჩენილი და გლობალური პრობლემების გადასაჭრელად მთელი მსოფლიო უნდა გაერთიანდეს.

სწორედ ამ მიზნით, გაერო მსოფლიოს კლიმატის ცვლილების კონფერენციის, იგივე COP26-ის გამართვის ინიციატივით გამოვიდა. კონფერენცია 2020 წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო. მასშტაბური ღონისძიება, გაერთიანებულ სამეფოში, ქალაქ გლაზგოში 31 ოქტომბერს დაიწყო და 12 ნოემბერს დასრულდება.

31395-cop26flag-128507-1636085993.jpg

კლიმატის ცვლილების კონფერენციას 25 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. მათ შორის იყვნენ: აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და სხვა ლიდერები. აღსანიშნავია, რომ მასში მონაწილეობა არ მიუღიათ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს, რასაც ჯო ბაიდენის კრიტიკა მოჰყვა. მისი თქმით, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია.

cop26-world-leaders-opening-remarks-1636086068.jpg__1600x900_q85_crop_subsampling-2.jpg

კონფერენციის ფარგლებში მსოფლიო ლიდერებმა რამდენიმე მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწიეს:

სამიტზე 100-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი 2030 წლისთვის ტყეების გაჩეხვის შეჩერებაზე შეთანხმდა. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ პლანეტის მასშტაბით მწვანე საფარის მასობრივი განადგურების წინააღმდეგ საერთო ჯამში ისინი 19.2 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფენ.

სამიტის ფარგლებში ერთ-ერთი მთავარი თემა სათბური აირების გამოყოფის შემცირება იყო. ცნობილი გახდა, რომ აშშ და ევროკავშირი ნახშირბად-ნეიტრალურობას 2050 წლისთვის მიაღწევენ , ჩინეთში კი სათბური აირების გამოყოფა ნულოვან დონეს 2060 წელს მიიღწევა. ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდა მოდიმ აღნიშნა, რომ ინდოეთს ასეთ მოკლე დროში ნულოვან ნიშნულამდე მიღწევა გაუჭირდება და ქვეყანა ნახშირბად-ნეიტრალური 2070 წელს გახდება.

wvmczmo522vvf5xlseavaw-1636086162.jpg

ამას გარდა, მსოფლიოს 90-მდე ქვეყანა შეთანხმდა, რომ 2030 წლისთვის 2020 წელთან შედარებით, მეთანის ემისიას 30%-ით შეამცირებენ. „მეთანის გლობალური ვალდებულების“ პაქტს ჩინეთი, რუსეთი და ინდოეთი არ შეუერთდნენ.

სამიტის ფარგლებში 190-ზე მეტმა ქვეყანამ და ორგანიზაციამ სამიტზე პირობა დადო, რომ ქვანახშირის გამოყენებას შეწყვეტს. იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც წიაღისეული საწვავის გამოყენებისგან უარის თქმის ვალდებულებას იღებენ, ქვანახშირის ძირითადი მომხმარებლები : პოლონეთი, ვიეტნამი და ჩილეც არიან, მაგრამ ქვანახშირზე დამოკიდებულმა მსოფლიოს ზოგიერთმა უდიდესმა ქვეყანამ, მათ შორის ავსტრალიამ, ინდოეთმა, ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა, შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს.

1x-1-1636086193.jpg

ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, რომ ქვანახშირის გამოყენებით ელექტროენერგიის წარმოება ეტაპობრივად შეწყდება. დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში - ცვლილება 2030-იან წლებში განხორციელდება, ღარიბ ქვეყნებში კი - 2040-იან წლებში.

გლაზგოს კლიმატურ სამიტს ესწრებოდა Amazon-ის დამაარსებელი და მილიარდერი ჯეფ ბეზოსიც. სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა, რომ დედამიწის ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად საკუთარი ფონდიდან 2 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციას კრიტიკის გარეშე არ ჩაუვლია. გა­რე­მოს დამ­ცველ­თა შე­ფა­სე­ბით, ეს იყო "კონ­ფე­რენ­ცია კონ­ფე­რენ­ცი­ის­თვის" და მო­ვის­მი­ნეთ მხო­ლოდ სი­ტყვე­ბი, ხოლო რე­ა­ლუ­რი ქმე­დე­ბე­ბით, მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რე­ბი გვაჩ­ვე­ნე­ბენ, რომ არა­თუ ზრუ­ნა­ვენ კლი­მა­ტის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე, არა­მედ კი­დევ უფრო მეტ საფრ­თხეს უქ­მნი­ან დე­და­მი­წას.

მათი თქმით, შოტ­ლან­დი­ის აე­რო­პორ­ტებ­მა კლი­მა­ტის სა­მი­ტის­თვის 400-ზე მეტი კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვი მი­ი­ღეს, რომლებითაც კონფერენციის მონაწილეებმა იმგზავრეს.

0-js249541396-1636086268.jpg

რო­გორც BBC წერს, ლი­დე­რე­ბის კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვებს თან ახ­ლდათ ტვირ­თის გა­დამ­ტა­ნი თვითმფრი­ნა­ვე­ბი, რომ­ლებ­შიც იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი მცი­რე ზო­მის ვერ­ტმფრე­ნი და სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ავ­ტო­კო­ლო­ნე­ბის­თვის. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, მა­გა­ლი­თად, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენტს, ჯო ბა­ი­დენს თან ჰყავ­და ჯავ­შან­მან­ქა­ნა, რო­მელ­საც "მხეცს“ უწო­დე­ბენ და რომ­ლის გა­რე­შეც პრე­ზი­დენ­ტი სხვა ქვეყ­ნებ­ში არ და­დის.

ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლავ­მა, მსა­ხი­ობ­მა ლე­ო­ნარ­დო დი­კა­პი­რომ, რო­მე­ლიც კლი­მა­ტის სა­მიტ­ზე და­სას­წრე­ბად შოტ­ლან­დი­ა­ში კო­მერ­ცი­უ­ლი თვითმფრი­ნა­ვით ჩა­ვი­და. დი­კაპ­რიო წლე­ბია, რაც გა­რე­მოს დაც­ვის­თვის იბ­რძვის და ცდი­ლობს, გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვა ყო­ველ­დღი­უ­რო­ბად აქ­ცი­ოს.

leonardo-dicaprio-goes-to-cop26-1636086311.jpg

myquiz