მძიმე ბავშვობა, მეუღლის, შვილისა და მეგობრის დაღუპვა - ჰოლივუდის ყველაზე ტრაგიკული და კეთილი მსახიობის, კიანუ რივზის, ცხოვრება | Allnews.Ge

მძიმე ბავშვობა, მეუღლის, შვილისა და მეგობრის დაღუპვა - ჰოლივუდის ყველაზე ტრაგიკული და კეთილი მსახიობის, კიანუ რივზის, ცხოვრება

ჰოლივუდის ვარსკვლავთა ცხოვრება, მათი ქცევები და ყოველი ნაბიჯი მუდმივად განხილვის საგანია. პაპარაცები მუდმივად თვალყურს ადევნებენ სად ცხოვრობენ ისინი, რას მიირთმევენ, სად ისვენებენ, რა ქონებას ფლობენ და ა.შ. თუმცა არიან ვარსკვლავები, რომლებიც ქუჩაში დაცვის გარეშე გადაადგილდებიან, საზოგადოებრივ ტრანსპორტს იყენებენ და კეთილ საქმეს ყოველგვარი გასაჯაროების გარეშე აკეთებენ.

ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ცნობილი ადამიანია კიანუ რივზი, რომელიც სხვა ვარსკვლავებს არ ჰყავს. მას საკმაოდ რთული გზა აქვს გავლილი, თუმცა ყველაფრის მიუხედავად ჰოლივუდის ყველაზე კეთილ მსახიობად მიიჩნევა.

keanu-reeves-subway-trending-today-dkoding-1635945542.jpg

მისი უბრალო და საიდუმლოებით მოცული ცხოვრება ყველაში ინტერესს იწვევს. ის შეიძლება ვნახოთ მეტროში გაზეთის კითხვისას, ან უბრალოდ, ერთ რომელიმე პარკში თავისთვის, მარტო იჯდეს და ტკბებოდეს ბუნების ცქერით.

გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს ფილმ „მატრიცას“ მთავარი გმირის შესახებ.

ბავშვობა

კიანუს დედამ, ინგლისელმა პატრიცია ტეილორმა, ქმარი (წარმომავლობით ნახევრად ჩინელი და ნახევრად ჰავაიელი) ერთ-ერთ კლუბში გაიცნო, სადაც სტრიპტიზის მოცეკვავედ მუშაობდა, ამბობენ, რომ მომავალი მსახიობის დედა იმჟამად უკვე თანამშრომლობდა ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან.

კიანუს მშობლებმა დაქორწინების შემდეგ, მსოფლიოს გარშემო გადაწყვიტეს მოგზაურობა, კიანუ რივზი 1964 წელს, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში დაიბადა. მსახიობის ცხოვრებაში სირთულეები ადრეული ასაკიდან დაიწყო. 3 წლის იყო, როცა მამამ მიატოვა, რომელიც მოგვიანებით ნარკოტიკების მოხმარება-გაყიდვის გამო დააკავეს.

keanu-reeves-young-1635945586.jpg

დედასთან და პატარა დასთან ერთად, კიანუ ჯერ ავსტრალიაში გადავიდა საცხოვრებლად, შემდეგ შტატებში დაბრუნდა, შემდეგ კი კანადაში, დედის მშობლებთან ერთად, ცხოვრობდა.

კიანუმ სიყმაწვლის წლების უდიდესი ნაწილი კანადაში გაატარა, მის აღზრდაზე ძირითადად ზრუნავდნენ დედის მშობლები და ძიძები. მიუხედავად ყველა პრობლემისა, ოჯახში მთავარი საკითხი ბავშვების განათლება იყო. ის სკოლიდან სკოლაში დაჰყავდათ, თუმცა სწავლაში ხელს ძალიან უშლიდა დისლექსია და საბოლოოდ ისე მოხდა, რომ მან საშუალო სკოლა ვერც დაასრულა. მომავალი მსახიობის ოცნება იყო ჰოკეის მოთამაშე გამხდარიყო, თუმცა ტრავმამ ხელი შეუშალა.

5d040c34daa4820fe7042a63-1635945624.jpg

ქალბატონმა პატრიციამ კიდევ ოთხჯერ მოასწრო გათხოვება. თავად კიანუს თქმით, ყველა მისი მამობილი "კარგი კაცი" იყო, და თითოეულმა საკუთარი წვლილი შეიტანა მის აღზრდაში. თუმცა, ის ყველაზე ახლო მეგობრად ყოველთვის პატარა დას -კიმს ასახელებს.

პირველი წარმატება

მომავალ მსახიობს მუსიკა ყოველთვის განსაკუთრებულად უყვარდა, თუმცა, ბას-გიტარაზე დაკვრა მხოლოდ 23 წლის ასაკში დაიწყო, ამ დარგში "ექსპერიმენტებს" ავტოფარეხში ატარებდა. 1991 წელს კინოშიც გადაიღეს და საგასტროლო ტურნეშიც წავიდა. უკვე მოზრდილი სკოლის თეატრშიც ხშირად თამაშობდა, 15 წლისამ მონაწილება მიიღო სპექტაკლში "რომეო და ჯულიეტა" - "მახსოვს, ყველა ცდილობდა რომეოს როლი მიეღო, მე კი ვითხოვე მერკუციოს როლი მოეცათ, მახსოვს, სცენაზე სათამაშო ხმლით როგორ გამოვედი, ტიბალტთან შებრძოლება ჩემი პირველი „ექშენ“ სცენა იყო".

5d080581daa482643c7270b4-1635945695.jpg

ტრაგედიები მსახიობის ცხოვრებაში

ვარსკვლავს დალხენილი ცხოვრება არც ზრდასრულ ასაკში ეღირსა, მისი შეყვარებული ჯენიფერ საიმი ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა, მანამდე კი წყვილმა ბავშვი დაკარგა:

"ლონდონში ვიყავი გადაღებაზე, როდესაც ჯენიფერმა ატირებულმა დამირეკა, თავიდან ვერაფერი გავიგე, თურმე ნაადრევი მშობიარობა დაეწყო... მას ჩვენი გოგონა - ავა უნდა გაეჩინა, სახელიც კი შერჩეული გვქონდა, მაგრამ ის დავკარგეთ...

ad-composite-keanu-reeves-1635945776.jpg

კიანუ რივზი და ჯენიფერ საიმი

16 თვეში კი ჯენიფერიც გარდაიცვალა, ბავშვის დაკარგვის გამო დეპრესიაში იყო, ავარიამ იმსხვერპლა. საშინლად ვიყავი, მეგონა, ჯენიფერის სიკვდილის შემდეგ ცხოვრების გაგრძელებას ვეღარ შევძლებდი".

17faeb7f0afde9b9605fd4fa2a0e21e8-1635945838.jpg

ტრაგედიის შემდეგ რივზს არავისთან ჰქონია სერიოზული ურთიერთობა.

"როდესაც საყვარელი ადამიანი მიდის, სრულიად მარტო რჩები. ისე მტკივა, რომ ის ჩემთან არ არის. მენატრება დრო, როდესაც ჯენიფერი - ჩემი, მე კი მისი ცხოვრების ნაწილი ვიყავი. წარმოვიდგენ ხოლმე, რომ არ დაღუპულიყო და ჩვენი გოგონაც დაბადებულიყო, ახლა როგორ ვიცხოვრებდით... ვდარდობ იმაზე, რაც არასდროს მქონია და უკვე აღარც მექნება - მათთან ერთად ცხოვრებაზე, ამას ვერ გამოასწორებ...

ძალიან ძნელია ძვირფასი ადამიანის დაკარგვასთან შეგუება, ამ ტკივილით ცხოვრება, მაგრამ არასდროს გავქცეულვარ რეალობისგან, ეს რა საჭიროა? - ის ადრე თუ გვიან მაინც გვშთანთქავს. ჩემმა სამუშაომ გადამარჩინა. გადამარჩინა სხვა ადამიანებისადმი თანაგრძნობამ, მათი პრობლემების გაზიარებამ. დრო რა თქმა უნდა კურნავს, მაგრამ ახლობლების დაკარგვით მიღებული ჭრილობა სამუდამოდ რჩება, ჩემ შემთხვევაში ნამდვილად ასეა. ვიმედოვნებ, რომ კიდევ შემიყვარდება და ოჯახსაც შევქმნი. ვნახოთ, ცხოვრება ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს".

მის ცხოვრებაში ტრაგედიები ამით არ დასრულებულა - მალევე მისი უახლოესი მეგობარი, რივერ ფენიქსი ნარკოტიკის ზედმეტი დოზით 23 წლის ასაკში გარდაიცვალა.

image-1635945912.jpg

კიანუ რივზი და რივერ ფენიქსი

2003 წელს კი კიანუს დის ავადმყოფობამ - ლეიკემიამ პროგრესირება დაიწყო, რამაც აიძულა კიანუ, რომელიც საკუთარ თავშესაფარად სასტუმროს ნომრებს არჩევდა ხოლმე, სახლი ეყიდა და მძიმე ავადმყოფი და თავისთან გადაეყვანა.

მან ცნობილი ფილმის "მატრიცის" ჰონორარის უდიდესი ნაწილი ლეიკემიასთან ბრძოლის ფონდს გადასცა, ყველაფერს აკეთებდა, რათა კიმიც არ დაეკარგა.

nintchdbpict000537186987-e1572955884259-1635945950.jpg

"როდესაც ჩემს პატარა დაიკოს ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს, მისი სიცოცხლე ბძოლად გადაიქცა. მე მას ისე ვეხმარებოდი, როგორც შემეძლო. ვკითხულობდი მკურნალობის ახლებურ მეთოდებზე, დავდიოდი მასთან ერთად საუკეთესო კლინიკებში და უბრალოდ მორალურად ვამხნევებდი - მეჭირა მისი პატარა ხელი და ვცდილობდი გამეხალისებინა. აი, ამიტომაც არ მინდოდა მქონოდა რაიმე სხვა საზრუნავი, რათა მთელი ჩემი თავისუფალი დრო მისთვის დამეთმო, მასთან ერთად ვყოფილიყავი შინ თუ საავადმყოფოში.

კიმმა შეძლო და დაამარცხა საშინელი ავადმყოფობა. ახლა, როდესაც მეკითხებიან, რამდენი გამოვიმუშავე და რაში დავხარჯე ფილმ "მატრიცას" ტრილოგიაში აღებული ჰონორარი, - ვპასუხობ - ფული - ეს კარგი რამაა, ის გაძლევს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, მაგრამ მე ყველაფერს გავიღებდი ახლობლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობისთვის.

უბრალო და კეთილი ადამიანი

როგორც ამბობენ, გადაღების დროს, მსახიობს ძალიან უყვარდა, ყველასთვის, ვინც იმ დღეს გადასაღებ მოედანზე მუშაობდა, ლანჩის ყიდვა და ყოველთვის თითოეული მათგანის ახლო გაცნობას ცდილობს.

0f02c3d93f239b9f39b55d8b49e5bf68-1635946041.jpg

როგორც რივზი ამბობს, ფული მისთვის მთავარი არ არის... «მატრიცას» ვარსკვლავი თვლის, რომ მას ეს სიკეთე, უკვე საკმარისზე მეტი აქვს და რომ ის «უახლოესი 2 საუკუნის მანძილზე ეყოფა».

კიმის სიცოცხლისთვის ბრძოლის შემდეგ, იმის შემდეგ, რაც გადავიტანეთ, გამიჩნდა სურვილი სხვებსაც დავხმარებოდი. შევქმენი ფონდი, რომელიც კიბოთი დაავადებულებს ეხმარება... ვრიცხავ თანხებს სავადმყოფოებსა და კვლევითი ცენტრებში. სიხარულით გავცემ ჩემი შემოსავლის დიდი ნაწილს, ოღონდ კი ოდნავ მაინც შევუმსუბუქო ვინმეს ცხოვრება. ჩემი აზრით, ადამიანისთვის ყველაზე ფასეული ჯანმრთელობაა - გაუფრთხილდით მას!" - ამბობს კიანუ ერთ-ერთ ინტერვიუში.

"თითოეულ ჩვენგანს სიკვდილი ელის, ასე, რომ შეწყვიტეთ დეტალებზე ჩაკირკიტება. მიირთვით გემრიელი საკვები, ისეირნეთ მზის გულზე, თქვით სიმართლე, რომელსაც გულით ატარებთ, როგორც საუნჯეს. იყავით სულელი. იყავით კეთილი. იყავით უცნაური. დრო ხომ ასეთი ცოტაა!"

49e28511128b2a1a5c4adb643a84ce20-1635946085.jpg

"მე არ შემიძლია ისეთი სამყაროს ნაწილი გავხდე, სადაც მამაკაცები ცოლებს ისე აცმევენ, როგორც მსუბუქი ყოფაქცევის მქონე ქალებს. სადაც არ არსებობს ღირსებისა და პატივისცემის ცნება, სადაც ქალებს არ სურთ ბავშვების ყოლა, მამაკაცებს კი - საერთოდ ოჯახი. სადაც ცინგლიანი ბავშვები წარმატებულები არიან, თუკი მამის მანქანას ჩაიგდებენ ხელში და ვისაც ოდნავი ძალაუფლება მაინც აქვს, ცდილობს დაამტკიცოს, რომ შენ არარაობა ხარ. სადაც ხალხი თვალთმაქცურად, ხელში ალკოჰოლის ჭიქით აცხადებს, რომ მას რელიგია სწამს, მაშინ როცა ოდნავი კავშირიც არ აქვს საკუთარ რელიგიასთან.

ქონება

კიანუ რივზის ქონება 360 მლნ. დოლარად არის შეფასებული, თუმცა მსახიობი ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობს. ის ჰოლივუდის ერთადერთი ვარსკვლავია, ვისაც მდიდრული ვილა არა აქვს. «ჩვეულებრივ ბინაში ვცხოვრობ და ყველაფერი, რაც მინდა, ყოველთვის ხელთა მაქვს. მე ვერ ვხედავ დიდი სახლის ყიდვის საჭიროებას, რომელიც ნახევრად ცარიელი იქნება» ― ამბობს ის.

17-3-e1582062368824-1635946197.jpg

myquiz