ყველაზე ხანგრძლივი შიმშილობის ამბები ისტორიიდან - ვინ რატომ შიმშილობდა და რა შედეგით დასრულდა უკიდურესი ფორმის პროტესტი | Allnews.Ge

ყველაზე ხანგრძლივი შიმშილობის ამბები ისტორიიდან - ვინ რატომ შიმშილობდა და რა შედეგით დასრულდა უკიდურესი ფორმის პროტესტი

პრო­ტეს­ტის უკი­დუ­რეს ფორ­მას, შიმ­ში­ლო­ბას ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით მი­მარ­თა­ვენ - ის­ტო­რი­ას ახ­სოვს სო­ცი­ა­ლუ­რი მო­თხოვ­ნე­ბის გამო და­წყე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შიმ­ში­ლო­ბა, ასე­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის, პა­ტიმ­რო­ბი­სა, თუ სხვა მი­ზე­ზით გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი პრო­ტეს­ტი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს თემა ახლა ისე­თი აქ­ტუ­ა­ლუ­რია, რო­გორც არას­დროს, რად­გა­ნაც ქვეყ­ნის მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი, პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი უკვე 33-ე დღეა შიმ­ში­ლობს. ის პირ­ველ ოქ­ტომ­ბერს და­ა­კა­ვეს და რუს­თა­ვის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მე-12 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. სა­ა­კაშ­ვილ­მა პა­ტიმ­რო­ბის პირ­ვე­ლი დღი­დან­ვე შიმ­ში­ლო­ბა გა­მო­ა­ცხა­და.

ამ ფონ­ზე გა­დავ­ხე­დოთ მსოფ­ლი­ოს ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვი შიმშლო­ბის ამ­ბებს, პრო­ტესტს, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნებ­მა სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით მი­მარ­თეს.

ცე­ზარ ჩა­ვე­ზი - 36 დღე

cezarchavezi-38822-1635846015.jpg

ცე­ზარ ჩა­ვე­ზი 1927 წელს მუ­შა­თა კლა­სის ღა­რიბ, მექ­სი­კურ ოჯახ­ში და­ი­ბა­და. ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე გა­აც­ნო­ბი­ე­რა, რომ არა­ფე­რი ება­და და უფრო მე­ტიც, რამ­დე­ნიც უნდა ეშ­რო­მა, შე­საძ­ლო იყო, რომ იმ სო­ცი­ა­ლუ­რი ფე­ნის ადა­მი­ანს, რო­მელ­საც წარ­მო­ად­გენ­და, ვე­რაფ­რის­თვის მი­ეღ­წია. ახალ­გაზ­რდო­ბის წლე­ბის დიდი ნა­წი­ლი კა­ლი­ფორ­ნი­ა­სა და არი­ზო­ნა­ში ფერ­მე­რულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში გა­ა­ტა­რა.

ახალ­გაზ­რდა ჩა­ვე­ზი შეძრწუ­ნე­ბუ­ლი იყო აშშ-ში მისი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე მუ­შე­ბის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით, მო­ნუ­რი შრო­მით, რო­მე­ლიც მიგ­რან­ტებს უწევ­დათ.

1962 წელს ჩა­ვეზ­მა გა­და­წყვი­ტა შე­ეც­ვა­ლა რა­ი­მე იმის­თვის, რომ მშრო­მელ­თა მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი­ყო. მან და­ა­არ­სა მშრო­მელ­თა ეროვ­ნუ­ლი ასო­ცი­ა­ცია და და­ი­წყო მი­ტინ­გე­ბის, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის გა­მარ­თვა. მა­ლე­ვე მისი იდე­ე­ბი ათა­სო­ბით ადა­მი­ან­მა გა­ი­ზი­ა­რა და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს შე­უ­ერ­თდა.

cezarchavez-38892-1635846042.jpg

თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ, ამ ტი­პის აქ­ცი­ებს შე­დე­გი არ მოჰ­ყო­ლია. ამი­ტო­მაც, ცე­ზარ ჩა­ვე­ზა­მა გა­და­წყვი­ტა პრო­ტეს­ტის სხვა მე­თო­დის­თვის მი­ე­მარ­თა. მან შიმ­ში­ლო­ბა გა­მო­ა­ცხა­და.

36 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იშიმ­ში­ლა. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში 13 კგ და­იკ­ლო. ჩა­ვე­ზი 1993 წელს გარ­და­იც­ვა­ლა და მშრო­მელ­თა უფ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბის კუ­თხით მას უდი­დე­სი წვლი­ლი აქვს შე­ტა­ნი­ლი.

სო­ლანჟ ფერ­ნექ­სი - 40 დღე

solanji-40306-1635846072.jpg

სო­ლან­ჟი 1934 წელს საფ­რან­გეთ­ში და­ი­ბა­და და ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი პო­ლი­ტი­კო­სი გახ­და ქვე­ყა­ნა­ში. სო­ლანჟ ფერ­ნექ­სის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო ადა­მი­ა­ნებს უფრო მეტი სცოდ­ნო­დათ იმ მავ­ნე გავ­ლე­ნის შე­სა­ხებ, რა­საც ატო­მუ­რი ენერ­გია გა­რე­მო­ზე ახ­დენს და თა­ვი­სი აქ­ტი­ვიზ­მით ადა­მი­ა­ნის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას ცდი­ლობ­და.

ცდი­ლობ­და, ყვე­ლა­ფე­რი გა­ე­კე­თე­ბი­ნა იმის­თვის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სცოდ­ნო­და იმ პო­ტენ­ცი­უ­რი გა­ნად­გუ­რე­ბის შე­სა­ხებ, რაც შე­ი­ძე­ბა ატო­მუ­რი რექ­ტო­რე­ბის მწყობ­რი­დან გა­მოს­ვლას მოჰ­ყვეს.

პრო­ტეს­ტის სხვა ფორ­მე­ბით რომ ვე­რა­ფერს გახ­და, სო­ლანჟ­მა შიმ­ში­ლო­ბა და­ი­წყო. მას სურ­და, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უარი ეთ­ქვა ბირ­თვულ რე­აქ­ტორ­ზე და რაც შე­ი­ძე­ბა მეტ ადა­მი­ანს და­ე­ჭი­რა მხა­რი მისი პრო­ტეს­ტის­თვის.

solanji1-40359-1635846106.jpg

ის 40 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შიმ­ში­ლობ­და,. სამ­წუ­ხა­როდ, მისი მცდე­ლო­ბა წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი იყო, თუმ­ცა ის­ტო­რი­ა­ში შე­ვი­და, რო­გორვ მა­მა­ცი აქ­ტი­ვის­ტი, რო­მელ­მაც ძა­ლის­ხმე­ვა არ და­ი­შუ­რა, რომ მსოფ­ლი­ოს უკე­თე­სი გა­რე­მო ჰქო­ნო­და.

განაგრძეთ კითხვა

myquiz