"წუხელ წყალგაღმა დედაჩემმა ცოცხალი დამიტირა" - როგორ გადაარჩინეს საქართველო შავი ჭირის ეპიდემიას ხევსურეთში | Allnews.Ge

"წუხელ წყალგაღმა დედაჩემმა ცოცხალი დამიტირა" - როგორ გადაარჩინეს საქართველო შავი ჭირის ეპიდემიას ხევსურეთში

ანატორი პირიქითა ხევსურეთში, შატილიდან დაახლოებით 3 კილომეტრში მდებარეობს. სოფელი, რომელიც ძირითადად სისაურები ცხოვრობდნენ, მე-18 საუკუნეში თითქმის მთლიანად ამოწყდა.

სოფელის მაცხოვრებლებმა საქართველო შავი ჭირის ეპიდემიისაგან გადაარჩინეს. როდესაც მთელი სოფელი დაავადდა, სოფლიდან გასვლა თვითონვე აკრძალეს, რომ სხვაგან არ გავრცელებულიყო ეპიდემია.

2018011013020881656-1-1635832397.jpg

სოფელი ანატორი

სოფლის კოშკზე ორი თოფიანი კაცი დააყენეს, რომ თუ ვინმე გაპარვას დააპირებდა, მაშინვე ესროლათ. სოფლიდან მოშორებით აკლდამები ააგეს და ვინც დაავადებას იგრძნობდა, თავისი ფეხით მიდიოდა, წვებოდა აკლდამაში და სიკვდილს ელოდებოდა. ხევსურებს თოფის სროლის შიში არ ჰქონდათ,მით უმეტეს დაავადებისაგან მომაკვდავებს.

akldama-1635832497.jpg

ხევსურებმა თვითონ მოიფიქრეს ქვეყნის გადარჩენა და კოშკიდან ერთი თოფიც არ გავარდნილა. ერთსაც არ უცდია გაპარვა. ორი ათასზე მეტი ადამიანიდან სულ 7 გადარჩა ცოცხალი. აკლდამაში კი მკერდზე მიკრული შვილით ქალი იპოვეს, რომლის წარწერაც კედელზე დარჩა – “გაღმა სოფელში ასკილი ჰყვავის. ერთი ხევსურის ჩანაწერიდან:

გთავაზობთ საინტერესო ცნობებს ტრაგებიის შესახებ, რომელიც Facebook ჯგუფში "ისტორია" ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

“ანატორი – აკლდამებში ამოწყვეტილი სოფელი, მდებარეობს პირიქითა ხევსურეთში… ალბათ უმეტესობას არ სმენია მის შესახებ, ხოლო იმათ, ვისაც მცირედი ინფორმაცია მაინც მოეპოვება მის შესახებ, არ შეიუძლია ამ დიდებული ხალხის პატივისცემის, ცრემლისა და სევდის გარეშე გახსენება.

akldama3-1635832516.jpg

მე-19 საუკუნეში ხევსურეთს, კერძოდ ანატორის მოსახლეობას თავს საშინელი განსაცდელი დაატყდა შავი ჭირის სახით. მეცხრამეტე საუკუნეში თითქმის ნახევარი მსოფლიო ოხრავდა შავი ჭირისგან. გასაკვირია, ხევსურეთში საიდან, როგორ გაჩნდა ეს სენი, მთებში… სენი მხოლოდ ანატორის მოსახლეობას მოედო. ანატორელების ჩანაწერები რომლებიც აკლდამებში აღმოაჩინეს:

*შავ-თეთრი სოფელი მაქვს.

*მეც სიკვდილი ვარფანდურითა და არყით ხელში.

*სარკმლიდან მოჩანს შემოდგომის ჭრელი ხეები,მდინარის აქეთ ყველაფერი შავ-თეთრია.

*გარეთ დავტოვე ცხენი.სახლი.ჩემი ბავშვობა.

*გაღმასოფელში ასკილი ყვავის.

2018011013205581656-1-1635832556.jpg

*სხედან ბავშვები ვიწრო სარკმელთანდა შემობერილ ნიავსთვალებით ეფერებიან.*სარკმლის გარეთ ჰაერია,შიგნით – სიჩუმე.

*სიცოცხლის მძევლად ჩემი ცოლი დავტოვე სახლში.

*ჩემი შვილებიც აქ არიან.მე აღარ ვსუნთქავ,რომ ჰაერის მარაგი დარჩეს.

*მკვდარი რწმენა ვარ.

*ამ წვრილ სარკმელში ღმერთიც ვეღარ შემოეტევა.

*მე და სიკვდილი ერთ საწოლში ვწევართ და ძილი არ გვეკარება.

*დედა ტიროდა:“ნეტავ, სიკვდილს მისცა შვილიო…”

*ჩემ სოფელში მზე ორჯერ ჩადის.

2018011013212681656-1635832569.jpg

*შემოფრენილმა გულწითელამ თითქოს სიცოცხლე შემოიტანა,ისე ავღელდით.

*მე – ორჯერ მკვდარი.

*სხედან სიკვდილშეყრილი ქალები,ქსოვენ და ჩუმად ბუტბუტებენ.

*ცისფერთვალება ბიჭს წამოსცდა – “ღმერთო”.ჩავაცვით.

*წყალგაღმა მოჩანს საფლავების თეთღი ლოდები და მათი ჩრდილი აკლდამაშიც გვწვდება და გვფარავს.

*მკვდრებიც სუნთქავენ.

*უსაფლავოდ ვარ დარჩენილი.

*დედის ტკივილით გაჟღენთილი ღამეებია.

unnamed-1635832581.jpg

*ჩვენთან ცოლები სახალხოდ ქმრებს ვერ იტირებენ,ეძებენ ადგილს ბნელს, მივარდნილს.

*მაინც მომაგნო,ჩემი ძაღლი სარკმელთან ყმუის.

*მესიზმრა, თითქოს ამოვიდა მზე და გავედით.

*რა სიჩუმეა,სიჩუმესაც კი ვეღარ ვისმენ.

*ქალაქისოდენი ღამეა.

*ჩემს სახლს ასტკივდა კედლები და ღია ფანჯრები.

*ვცდილობ ფეხი არ დავაბიჯო მკვდარსა და ცოცხალს.

*მკვდრებიც დგებიან და წვებიან,როგორც ჩრდილები.

*ჩემი სწორფერი მდინარის პირას დგას და არ სუნთქავს.

*ყვავილები არ საუბრობენ.

*აქ გაღმერთებაც შეიძლება, ოღონდ მოვკვდები.*

“იხმაურეთ” – ასე ვარიგებთ ბავშვებს, ბეღურებივით შემოსახლებულებს,სიკვდილშეყრილებს.

*ჩემი მარტოდყოფნის ღმერთი.

e7c0584255fa6f2981e510285a9e9e4f-xl-1635832594.jpg

*ვწევარ და სიკვდილს ველოდები,როგორც გაღვიძებას.

*შენ გამაჩინე, დედაჩემო, –შენი ტკივილი.

*სიზმარში ვხედავ გაღმადარჩენილებს,მოდიან და სახეზე მკოცნიან, მეფერებიან.

*აღარ იტიროთ-ვამბობ, მაგრამ არავინ ტირის.

*ჩემ გვერდით ჭირშეყრილი ქალი აკვანს არწევს – იქ კი გოგოა წინა ზაფხულს დაბადებული.

*სიკვდილის მძევლები ვართ.

*სიკვდილში ვდგავარ-სიცოცხლეში?! ვეღარ გავიგე.

*ჩემი სიმშვიდე –უძირო ტბაში კლდესავით ჩაყუდებული.

*წუხელ წყალგაღმა დედაჩემმა ცოცხალი დამიტირა.

*დღეს მგონი ვკვდები.ვეღარ ვსუნთქავ,ვეღარც ვიცინი.

გიორგი არაბული

myquiz