როგორ გამოიყურება პენტჰაუსი თბილისში, რომელიც 4,5 მლნ ლარი ღირს | Allnews.Ge

როგორ გამოიყურება პენტჰაუსი თბილისში, რომელიც 4,5 მლნ ლარი ღირს

თბილისში, საბურთალოს რაიონში იყიდება 4 სართულიანი პენტჰაუსი, რომლის ღირებულებაც 4,582 მლნ ლარი ანუ 1,450 მლნ აშშ დოლარია.

როგორც ss.ge-ზე განთავსებულ განცხადებაშია აღნიშნული, ახლადგარემონტებული ბინა მოიცავს 18 ოთახს, საკუთარი შიდა ლიფტით.

3-1635586641-1635595865.jpg

„აქვს ორი მანქანის სადგომი; 12 საძინებელი ოთახი აბაზანით; 4 სამზარეულო, გარდერობი, საუნა აუზით და ჯაკუზით, კინოთეატრი, ოფისი, მარანი, სავარჯიშო დარბაზი სპეციალური აღჭურვილობით, 2 ბუხარი, 100 კვ.მ. გამწვანებული ვერანდა, რასაც ამშვენებს ღია ჯაკუზი და ხელოვნური ჩანჩქერი.

11-1635586860-1635595928.jpg

ასევე ფართი მოიცავს - ცალკე მყოფ კომერციული ფართს, რომელსაც აქვს 2 დამოუკიდებელი შესასვლელი.

იხილეთ უფრო მეტი ფოტო