როგორ გამოიყურება სახლი თბილისში, რომელიც 6 მილიონ ლარამდე ღირს | Allnews.Ge

როგორ გამოიყურება სახლი თბილისში, რომელიც 6 მილიონ ლარამდე ღირს

თბილისში, კერძოდ, ვაკეში იყიდება სახლი, რომლის ღირებულება 5 971 000 ლარს (1 900 000 აშშ დოლარი) შეადგენს.

როგორც ss.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახლის ფართობი 1053 კვ.მ-ია, ხოლო ეზოსი -300 კვ.მ ამასთან, კერძო სახლს აქვს 26 ოთახი, აქედან 18 საძინებელია.

10-09076d26-35df-4f77-822e-a3fc317525d0-1635328523-1635336825.jpg

განცხადების თანახმად, სახლი მსოფლიოს გამორჩეული "ერმიტაჟის" დიზაინერების მიერ არის დამუშავებული.

8-7703a243-8f09-4557-8cb1-79c797fec122-1635328535-1635336863.jpg

"სასწრაფოდ იყიდება სახლი ვაკეში, ატენის ქუჩაზე. სახლი დამუშავებულია მსოფლიოს გამორჩეული "ერმიტაჟის" დიზაინერების მიერ. სახლი შედგება (ნებისმიერი მფლობელის მოთხოვნილების დაკმაყოფილების გათვალისწინებით): პედიკურის და მანიკურის ოთახები, 18 საძინებელი, 5 მისაღები, 2 სასტუმრო ოთახი, კაბინეტები, შეხვედრის ოთახები, 8 სველი წერტილი, საუნა, მასაჟის ოთახი, სპორტდარბაზი, დიდი ჰოლი, ავტოფარეხი, საბილიარდო დარბაზი, აუზი, კამერებით აღჭურვილი დაცვის ოთახი.

6-40b25638-39c2-4a08-9337-10c4b0946e57-1635328576-1635336889.jpg

სახლის სრული ფართობი მოიცავს 1053 კვ.მ. 4 სრული სართული, ჭერის სიმაღლე 4 მეტრი, სახლში მოქმედებს ყველა კომუნიკაცია, გათბობის ცენტრალური სისტემა, თბო-იზოლირებული შენობა-ნაგებობა, გათვალისწინებულია ყველა დიზაინერული გათვლა, ვინტაჟური გარემოს შესაქმნელად. სახლი გაწყობილია ძვირფასი, იტალიური და ესპანური ბრენდის ავეჯით და ტექნიკით",-აღნიშნულია განცხადებაში.

იხილეთ უფრო მეტი ფოტო