"დედა სულ მენატრებოდა" - ლიკა ქავჟარაძის ვაჟი დედის უცნობ ფოტოებს აქვეყნებს | Allnews.Ge

"დედა სულ მენატრებოდა" - ლიკა ქავჟარაძის ვაჟი დედის უცნობ ფოტოებს აქვეყნებს

ქარ­თუ­ლი კი­ნოს ლე­გენ­და, ულა­მა­ზე­სი ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე 26 ოქ­ტომ­ბერს 62 წლის გახ­დე­ბო­და. მსა­ხი­ო­ბი 2017 წლის 11 ოქ­ტომ­ბერს 57 წლის ასაკ­ში, სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

ლიკა ყვე­ლას­თვის უსაყ­ვარ­ლე­სი მსა­ხი­ო­ბი იყო და მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ და­ი­ტი­რა... მი­უ­ხე­და­ვად სი­ლა­მა­ზი­სა და პო­პუ­ლა­რო­ბი­სა, მისი ცხოვ­რე­ბა არ ყო­ფი­ლა მარ­ტი­ვი. ამ თე­მა­ზე თა­ვა­დაც ღიად სა­უბ­რობ­და ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში... კი­ნო­ში გან­სა­ხი­ე­რე­ბულ ოც­და­ა­თამ­დე რო­ლის მი­უ­ხე­და­ვად, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აღი­ა­რე­ბა მას თენ­გიზ აბუ­ლა­ძის "ნატ­ვრის ხეში“ შეს­რუ­ლე­ბულ­მა მა­რი­ტას როლ­მა მო­უ­ტა­ნა. ლიკა ყვე­ბო­და: "მა­რი­ტამ მარ­თლაც რომ წა­რუშ­ლე­ლი კვა­ლი და­ტო­ვა არა მარ­ტო ჩემს კა­რი­ე­რა­ში, არა­მედ, ზო­გა­დად, ცხოვ­რე­ბა­ში. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ საკ­მა­ოდ ბევრ ფილმში ვი­თა­მა­შე, "ნატ­ვრის ხე“ მა­ინც სხვა იყო. დღემ­დე სწო­რედ ამ ფილ­მით მიხ­სე­ნე­ბენ. მა­რი­ტას როლი ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე გამ­ყვე­ბა“.

29060707-10215739086771140-4953315870589750497-o-39791-1635321790.jpg

წლი­ნა­ხევ­რის იყო, რო­დე­საც ლი­კას მშობ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ. გო­გო­ნას დედა და ბე­ბია მკაც­რად ზრდიდ­ნენ, ამის გამო, მშო­ბელ­თან რთუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, რო­გორც თა­ვად ლიკა ჰყვე­ბო­და, დედა მუ­დამ აკონ­ტრო­ლებ­და. დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ხატ­ვა აქ­ტი­უ­რად და­ი­წყო და ცდი­ლობ­და ამა­ზე გა­და­ე­ტა­ნა ყუ­რა­დღე­ბა.

ორ­ჯერ და­ო­ჯახ­და. ერთხელ პო­პუ­ლა­რო­ბის პიკ­ზე, სან­დრო თაქთა­ქიშ­ვილ­ზე, რო­მელ­თა­ნაც ერ­თა­დერ­თი შვი­ლი - ლე­ვა­ნი შე­ე­ძი­ნა. 1993-1994 წლებ­ში ოჯა­ხი აშშ-ში გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც სან­დრო მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ მსა­ხი­ობ­მა იქ ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დით დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლო და უკან დაბ­რუნ­და. მე­ო­რედ ლი­კამ იქორ­წი­ნა ლე­ვან შა­ნი­ძე­ზე, რო­მელ­თა­ნაც მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა და­შო­რე­ბის შემ­დე­გაც შე­ი­ნარ­ჩუ­ნა.

120777186-gettyimages-842087612-38605-1635321836.jpg

"დღეს ლი­კას და­ბა­დე­ბის დღეა! მად­ლო­ბა უფალს რომ ეს მშვე­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი მოგ­ვივ­ლი­ნა სამ­ყა­როს! ამ­ბო­ბენ, სი­ლა­მა­ზე პი­რო­ბი­თი­აო, არა! ეს ლი­კას არ ეხე­ბა, უპი­რო­ბოდ ლა­მა­ზი და ყვე­ლას­თვის ად­ვი­ლად აღ­საქ­მე­ლი სი­ლა­მა­ზით და­ა­ჯილ­დო­ვა! მე ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ლი­კას ვუყ­ვარ­დი და მის­მა შე­მოს­ვლამ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში დიდი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­მო­ი­ტა­ნა! მან მე შემ­ცვა­ლა და გარ­წმუ­ნებთ, უკე­თე­სო­ბის­კენ!

მად­ლო­ბა უფალს, რომ ამ დღეს მოგ­ვივ­ლი­ნა ლიკა! უფა­ლი მას, იქ სა­დაც ლი­კას სუ­ლია არ­ფერს მო­აკ­ლებს! იხა­როს ლი­კას სულ­მა იმ ქვეყ­ნად და ყვე­ლა ლი­კას მოყ­ვა­რე-მო­კე­თემ ორ­თავ სოფ­ლად, სი­ხა­რულ­ში და სი­კე­თე­ში ამ­ყო­ფოს უფალ­მა!“ - წერს შა­ნი­ძე.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის დე­დის უც­ნობ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს ლი­კას შვი­ლი ლე­ვან თაქთა­ქიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც წლე­ბია ამე­რი­კა­ში ცოლ­თან და შვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობს.

242911443-3764963703607038-6924993025414802826-n-38623-1635321876.jpg

წლე­ბის წინ, ჯერ კი­დევ ლი­კას სი­ცო­ცხლე­ში ჟურ­ნალ­მა “ცხე­ლი შო­კო­ლა­დი” გა­მო­აქ­ვეყ­ნა ჩა­ნა­წე­რე­ბი ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე­ზე, რო­მელ­შიც ლი­კას­თან ერ­თად, მისი ახ­ლობ­ლე­ბი და მე­გობ­რე­ბი სა­უბ­რო­ბენ. ლე­ვა­ნი დე­და­ზე ჰყვე­ბო­და:

"ძნე­ლია დე­და­ზე ლა­პა­რა­კი, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ დე­დაა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გგო­ნია. ლიკა ყო­ველ­თვის ცდი­ლობს ნაკ­ლე­ბად ჩა­ე­რი­ოს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, შე­იძ­ლე­ბა იმი­ტომ, რომ თვი­თონ ცოტა სხვა­ნა­ი­რად გა­ი­ზარ­და. არ გზღუ­დავს იმი­ტომ, რომ თვი­თო­ნაც უყ­ვარს თა­ვი­სუფ­ლე­ბა. მაგ­რამ ადრე უფრო იცო­და, თუ გა­ი­გებ­და, რომ ვი­ღა­ცა მომ­წონს, მერე იწყე­ბო­და ჩა­ცი­ე­ბა – და ვინ არის? სა­ი­დან? რა­ტომ? რო­გორ? უბ­რა­ლოდ, რო­გორც კი ხე­დავ­და, რომ ეს არ მსი­ა­მოვ­ნებ­და, მა­ღი­ზი­ა­ნებ­და, თავს მა­ნე­ბებ­და.