როგორი იქნება 2022 წელი ჩინური კალენდრის მიხედვით: წელიწადის მახასიათებლები და მფარველი ცხოველი | Allnews.Ge

როგორი იქნება 2022 წელი ჩინური კალენდრის მიხედვით: წელიწადის მახასიათებლები და მფარველი ცხოველი

ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით, ყოველ წელს თავისი მფარველი ჰყავს. 2022 წელს წყლის შავი ვეფხვის წელი მოდის. ის კეთილშობილი და სამართლიანია, მაგრამ ამავე დროს ფიცხი ნიშანიცაა. წყლის სტიქია ამ წელს შემოქმედებითი საქმიანობისთვის ხელსაყრელ პირობას ქმნის.ასტროლოგები ამბობენ, რომ 2022 წელი მშვიდი და გაწონასწორებული არ იქნება. ბევრი ადამიანი შეცდომას დაუშვებს, თუმცა ამ შეცდომების შედეგები და მასშტაბები ინდივიდუალური იქნება თითოეულის შემთხვევაში. ვეფხვი განზრახ შექმნის სტრესულ სიტუაციებს, რომ ისწავლოთ, როგორ გახდეთ ძლიერები.

ჩინური კალენდრის მიხედვით, ვეფხვის წელი არა 1 იანვარს, არამედ 1 თებერვალს შემოვა და 2023 წლის 21 იანვრამდე გაგრძელდება. ორი მთავარი სიმბოლო იქნება: ხე, რომელიც დაგეხმარებათ სტაბილურად ყოფნაში და წყალი, რომელიც შემოქმედებითი განვითარების შესაძლებლობას მოგცემთ. ვეფხვი ადამიანებში მიზანდასახულობასა და ოპტიმიზმს გააღვიძებს და აიძულებს, იბრძოლონ საკუთარი მიზნებისა თუ ოცნებებისთვის.

ეს წელი მშვიდი და გაონასწორებული ხარისგან განსხვავებული იქნება. რევოლუციონერი ვეფხვი ძალიან ბევრ ცვლილებასა და თავგადასავალს მოიტანს. თავად წელი კი ინოვაციური და აქტიური იქნება. ხელისუფლებაში მოვლენ ადამიანები, რომლებიც მთლიანად შეცვლიან დადგენილ წესებსა და ახალ დადგენილებებს შეიმუშავებენ. შეიძლება ითქვას, რომ ვეფხვი მფარველობს არა მათ, ვისაც სიყვარული შეუძლიათ, არამედ მათ, ვინც მზადაა, ცხოვრებაში სასურველ სიმაღლეებს მიაღწიოს.ვეფხვი ერთგულ ნიშნად ითვლება, ამიტომ მსოფლიოსგან განსხვავებით, ოჯახში სიმშვიდე დაისადგურებს. სიმყუდროვე, ურთიერთგაგება, სიყვარული, სიმშვიდე - ესაა ის, რასაც 2022 წლიდან უნდა ელოდოთ.

zodiako-1635247495.jpg

როგორი იქნება 2022 წელი აღმოსავლური ჰოროსკოპის ნიშნებისთვის?

ვირთხა

ვირთხის წელში დაბადებული ადამიანებისათვის ვეფხვი კეთილგანწყობილი იქნება და მაქსიმალურად ყველაფერში დაეხმარება, რადგანაც მათი მიზანდასახულობა და თავდადება ვეფხვს აღაფრთოვანებს. ამიტომაც, ის დაგეხმარებათ იდეებისა და მიზნების შესრულებაში, თუ ერთ ადგილზე არ ისხდებით და თქვენც მოინდომებთ.

ხარი

ვეფხვი ხარის მოთმინებას გამოცდის, რაც ამ წელში დაბადებულ ადამიანებს კიდევ უფრო გააძლიერებს. ამიტომაც, თავი უნდა დაანებოთ უსაქმურობასა და უინიციატივობას, გამოხვიდეთ კომფორტის ზომიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერაფერს მიაღწევთ.

ვეფხვი

აქ სათქმელიც არაფერია - 2022 წელს თქვენთვის ნებისმიერი ვარსკვლავი გაიბრწყინებს. თამამად შეგიძლიათ გადადგათ ნაბიჯები მიზნების მისაღწევად, რადგანაც ამ წელს ბედი გაგიღიმებთ.

კურდღელი

მიუხედავად იმისა, რომ კურდღლის წელში დაბადებულ ადამიანებს არ უყვართ რადიკალური ცვლილებები და ცხოვრების მშვიდი ტემპით უფრო კმაყოფილნი არიან, ეს წელი ბევრ კარგ ამბავს მოგიტანთ. დიდი შეთავაზებები, მოულოდნელი სასიამოვნო სიურპრიზები და სურვილების ასრულება გელით.

დრაკონი

არაერთგვროვანი წელი იქნება თქვენთვის. დიდი ალბათობით, ადრე თუ გვიან მოგიწევთ საკუთარი თავის გაკონტროლება და არასასიამოვნო ურთიერთობების დასრულება. გამოააშკარავებთ მოღალატეებს და გაიგებთ, ვინ ვინაა.

გველი

არც თუ ისე ხელსაყრელი წელი იქნება თქვენთვის - მოგიწევთ სულ დააბალანსოთ ნაბიჯები სრულ წარუმატებლობასა და აბსოლუტურ წარმატებას შორის. ერთადერთი, პოზიტიურ ცვლილებებს გპირდებათ ვეფხვის წელი მათ, ვინც შემოქმედებით საქმიანობას ეწევა. შეძლებთ, იპოვნოთ შთაგონება და შექმნათ შედევრები.

ცხენი

ვეფხვი ამ წელს შემოქმედებითი და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას მოგცემთ. მაგრამ, მხოლოდ მათ, ვისაც საკუთარი ამბიციების გაცხადების არ შეეშინდებათ. თუ ეცდებით, რომ სამყაროს ცენტრში აღმოჩნდეთ, თქვენთვის ყველა კარი გაიღება.

თხა (ცხვარი)

ცხვრის წელში დაბადებულ ადამიანებს მრავალი გამოცდა ელით. რადიკალური ცვლილებები ცხოვრებაში, უსიამოვნო მოვლენები, იმედგაცრუებები და დანაკარგები. ჩათვალეთ, რომ ყველა ეს უბედურება თქვენსავე გასაძლიერებლად გეგზავნებათ. შეეცადეთ, ფუჭი საქმეებისთვის დრო არ დაკარგოთ.

მაიმუნი

2022 წელი მომავლის დასაგეგმად გამოიყენეთ. მყარი საფუძველი შექმენით სამსახურში, პირად ცხოვრებაში, მატერიალური მიმართულებით. არ ჩაერთოთ ავანტიურებში. ეს თქვენ ემოციურ არასტაბილურობას მოგიტანთ.

მამალი

ვეფხვთან კონკურენციას ნუ შეეცდებით - აუცილებლად წააგებთ. ჩვეული სერიოზულობით განაგრძეთ დაწყებული საქმეები და ახალ გამოწვევებს ნუ შეეჭიდებით.

ძაღლი

2022 წელი განსაკუთრებით ბედნიერი ძაღლის წელში დაბადებული ადამიანებისათვის იქნება. თქვენთვის ახალი ჰორიზონტები გაიხსნება, რომელიც სურვილების ასრულებაში დაგეხმარებათ. ეს განსაკუთრებით მათ ეხებათ, ვინც დაუღალავად შრომობს. დარწმუნებულები იყავით, რომ 2022 წელს წარმატება და აღიარება გელოდებათ.

ღორი

ზედმეტი აქტივობები რეკომენდებული არ არის. ჯობს, საკუთარ თავში სიბრძნე და წინდახედულობა განავითაროთ. გელით სასიამოვნო სიურპრიზები, მაგრამ ახალ თავგადასავლებში ჩართვა არ ღირს.

როგორ შევხვდეთ 2022 წელს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით - სპეციალისტების რეკომენდაცია

myquiz