საიდუმლო ქორწინება და გაქცევა ვენიდან ზუგდიდში - ვინ იყო მშვიდობის დარგში პირველი ნობელიანტი ქალი, რომელიც 9 წელი საქართველოში ცხოვრობდა?
ალბათ, ბევრმა არც კი იცის, რომ XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დამდეგს, მშვიდობის დარგში პირველი ნობელიანტი ქალი, რომელთან შეხვედრას, საუბარსა და ნაცნობობას სახელმწიფოთა მეთაურები დიდ პატივად მიიჩნევდნენ, საქართველოში, მეუღლესთან ერთად, ცხრა წელი ცხოვრობდა.
ბერტა ფონ ზუტნერი 1843 წელს დაიბადა პრაღაში (იმჟამად ავსტრია-უნგრეთი), ავსტრიელი გრაფის, გენერლ ფრანც - იოზეფ კინსკი შინიკ უნდ ტეტაუს ოჯახში. გრაფი გოგონას დაბადებიდან მალევე გარდაიცვალა და მისი აღზრდა იტვირთეს დედამ სოფია ვილჰელმინამ და მისმა მეურვემ, ორივე მათგანი საკმაოდ მიღებული ფიგურები იყვნენ ავსტრიის სამეფო კარზე. ისე მოხდა, რომ ბერტა კინსკი აღიზარდა ავსტრიის არისტოკრატიული საზოგადოების მილიტარისტულ ტრადიციებში. იმ ტრადიციებით, რომელსაც იგი ებრძოდა თავისი ცხოვრების მეორე ნაწილში.
როდესაც ბერტა წამოიზარდა, მისი ოჯახი გაკოტრდა და იგი იძულებული გახდა გახდა, ვენაში, ბარონ ფონ ზუტნერის ოჯახში გუვერნანტად ემუშავა. სწორედ აქ გაიცნო მომავალი მეუღლე - ბარონის ვაჟს მასზე შვიდი წლით უფროსი აღმზრდელი შეუყვარდა. არტურ ფონ ზუტნერის მშობლებმა ბერტა არასასურველ სარძლოდ მიიჩნიეს და ქალი იძულებული გახდა, საცხოვრებელი ადგილი შეეცვალა - პარიზში გაემგზავრა...
1876 წელს ერთ-ერთ გაზეთში გამოჩნდა ასეთი განცხადება: “პარიზში მცხოვრებ ასაკოვან ჯენტლმენს სურს დაიქირავოს სრულწლოვანი ქალბატონი, რომელიც იქნება მისი მდივანი და მარჯვენა ხელი”. ბერტა კინსკიმ გადაწყვიტა ამ ვაკანსიაზე ეცადა ბედი... განცხადების ავტორი გახლდა ალფრედ ნობელი. ქალმა მასთან დაიწყო მუშაობა, მაგრამ მალევე ბერტას სამშობლო მოენატრა და უკან ვენაში დაბრუნდა, თუმცა მასთან კონტაქტი არ გაუწყვეტია. მათ შორის მიმოწერა გაჩაღადა, მათ შორის მსოფლიოში მშვიდობის თემაზე. ბერტას რამოდენიმე საინტერესო პროექტი ჰქონდა მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებით და ალფრედმაც მისი ფინანსურად დახმარება გადაწყვიტა. როგორც ამბობენ, ბერტამ იქონია გავლენა ნობელის გადაწყვეტილებაზე, დაარსებულიყო პრემია მშვიდობის დარგში. როგორც ამბობენ, ბერტას უიმედოდ ალფრედ ნობელიც ეტროფდა.
ალფრედ ნობელი
ვენაში დაბრუნებულმა ბერტთამ არტურ ფონ ზუტნერთან მალულად იქორწინა. შემდეგ წყვილმა ვენა დატოვა და მომდევნო ცხრა წელი საქართველოში გაატარა, სადაც მათი მასპინძელი სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი დედოფალი ეკატერინე ჭავჭავაძე იყო.
როგორ დაუმეგობრდა ბერტა ეკატერინე ჭავჭავაძეს?
1866 წელს ეკატერინე ჭავჭავაძის ოჯახი გერმანიის კურორტ ჰამბურგში ისვენებდა. სწორედ ამ დროს შეხვდნენ ავსტრიელი ბერტა და ქართველი ეკატერინე ერთმანეთს. აღფრთოვანებული ბერტა თურმე სულ უკან დაჰყვებოდა ეკატერინეს და მის ამალას. ეს უკანსკნელი ძალიან ბევრს უყვებოდა ბერტას საქართველოზე, მის ისტორიაზე, ბუნებაზე. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გადაუწყვეტია ბერტას საქართველოში ჩამოსვლა. “ჩვენი მიზანი იყო იმ ქვეყანაში მოხვედრა, - წერს ბერტა თავის წიგნში, - საიდანაც იაზონმა ოქროს საწმისი გაიტაცა…"
ეკატერინე ჭავჭავაძე
ბერტას "ქართული ცხოვრება
"როგორ აღმოჩნდა მწერალი ქალი საქართველოში, ქრონოლოგიურად გიამბობთ:
როგორც უკვე აღვნიშნეთ, არტურ ფონ ზუტნერის მშობლები ბერტას არასასურველ სარძლოდ მიიჩნევდნენ, ამიტომაც მან ზუნტერების მემკვიდრეზე მალულად იქორწინა, ამის მერე წყვილი ვენაში ვეღარ გაჩერდებოდა, ამიტომ მიიღეს ეკატერინეს მიწვევა და საქართველოში ჩამოვიდნენ.