გზა ჭურჭლის მრეცხავობიდან მილიონრობამდე - როგორ გახდა სტამბოლელი ყასაბი პოპულარული?
ნუსრეთ გოქჩე, იგივე "სოლთ ბეი", პოპულარული თურქი შეფია. მას სტამბოლელ სექსუალურ ყასაბსაც უწოდებენ. "სოლთ ბეის" ცნობილი ვიდეო, სადაც ის იდაყვის დახმარებით სტეიკზე მარილს აყრის, 2017 წელს გავრცელდა ინტერნეტ სივრცეში და 2 დღეში 5 მილიონამდე ნახვა ჰქონდა.
"სოლთ ბეი" 1983 წელს, ერზრუმში დაიბადა, ფინანსური პრობლემების გამო, 11 წლის ასაკში სკოლა დატოვა და ყასბის თანაშემწე გახდა. ნუსრეთს ჭურჭლის რეცხვაც კი უწევდა, რათა ოჯახს დახმარებოდა. ოცნებისკენ სწრაფვა ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო და სტამბოლში საკუთარი რესტორანი გახსნა.
"ინსტაგრამზე" მას უკვე 38 მილიონი ერთგული მიმდევარი ჰყავს. ბევრი ფანის მიუხედავად, რეალურ ცხოვრებაში პარტნიორი არ ჰყავს და ამაზე არც კი ფიქრობს. ნუსრეთ გოქჩეს ქონება, ბოლო მონაცემებით, 60 მილიონ დოლარს შეადგენს.
"მე ქალების გაბედნიერება მინდა, მათი გაუბედურება კი არა. დილის 3:00 საათამდე ვმუშაობ და ამაზე ნამდვილად გაბრაზდება ჩემი მეორე ნახევარი“, - ამბობს ნუსრეთ გოქჩე.
თურქი შეფი ნელ-ნელა მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან ადგილებში ხსნის “Nusr-Et” სტეიკის სახლებს, მათ შორისაა ნიუ იორკი, დუბაი და სტამბოლი. ნუსრეთმა 1 თვის წინ რიგით მეცამეტე რესტორანი გახსნა, ამჯერად ლონდონში. დახელოვნებულმა კულინარმა Times- თან ინტერვიუში თქვა, რომ მან ყასბის პოროფესია პოპულარული გახადა:
"ბავშვებს სურთ, რომ იყვნენ "სოლთ ბეი". მათთვის მე კუმირი ვარ, შთაგონების წყარო. ძველად სირცხვილი იყო ყოფილიყავი ყასაბი, ახლა კი ყველას მოვანდომე, ამ პროფესიას დაეუფლოს."
"სოლთ ბეი" სპორტსმენების საყვარელი შეფ-მზარეულია და გარდა იმისა, რომ მის მიერ მომზადებულ სტეიკს მიირთმევენ, ამასთან, ხორცზე მარილის მოყრის უჩვეულო ხელოვნებასაც იმეორებენ. აღნიშნულის ამსახველ ვიდეოებსა და ფოტოებს კი სოციალურ ქსელებში ავრცელებენ. ნუსრეთ გოქჩე ელიტარული წრის წარმომადგენლების მზარეულად მიიჩნევა.
სოლთ ბეი დევიდ ბეკჰემთან ერთად
როდესაც მადრიდის რეალმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ნუსრეთმა ფეხბურთელებს გასახდელში მიაკითხა და გამარჯვება მიულოცა.
დევიდ ბექჰემი, ნაომი კემბელი, ჯეისონ სტეტჰემი, სნუპ დოგი, ლიონელ მესი და მრავალი სხვა ცნობილი სახე სტუმრობს "სოლთ ბეის" რესტორნებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. განაგრძეთ კითხვა