ისტორია ქალზე, რომელმაც ყველაზე ცნობილი ქართველი მოდელები აღმოაჩინა | Allnews.Ge

ისტორია ქალზე, რომელმაც ყველაზე ცნობილი ქართველი მოდელები აღმოაჩინა

პან­დე­მი­ამ ბევ­რი სფე­როს მუ­შა­ო­ბა შე­ა­ფერ­ხა, მათ შო­რი­საა, სა­მო­დე­ლო ბიზ­ნე­სიც, რო­მელ­მაც ჯერ კი­დევ დიდი წვა­ლე­ბით, მძი­მე 90-იან წლებ­ში სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა და ქარ­თუ­ლი მო­დის სფე­რო­ში სე­რი­ო­ზუ­ლი გა­ნა­ცხა­დი გა­კეთ­და. დღეს ქარ­თულ მო­და­ზე ნატა სა­მა­და­ლაშ­ვი­ლის გახ­სე­ნე­ბის გა­რე­შე ვერ ისა­უბ­რებ. ის პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ქა­ლია, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო ჯერ კი­დევ 1994 წელს შექ­მნა, როცა ქვე­ყა­ნა სა­მო­ქა­ლა­ქო ომის, აფხა­ზე­თი­სა თუ სა­მა­ჩაბ­ლოს ტრა­გი­კულ ია­რებს იშუ­შებ­და.

მა­შინ ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნი იყო ქარ­თუ­ლი პო­დი­უმ­ზე ფიქ­რი. მან ეს შეძ­ლო, სა­ა­გენ­ტო "ნა­ტა­ლი" შექ­მნა, რო­მელ­მაც ქარ­თუ­ლი მო­დის გან­ვი­თა­რე­ბა­ში უზარ­მა­ზა­რი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა. იქ გა­ი­ზარ­და ყვე­ლა ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მო­დე­ლი და ყვე­ლას პე­და­გო­გი ქალ­ბა­ტო­ნი ნატა იყო. ეს გა­მორ­ჩე­უ­ლი გე­მო­ვე­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი 2018 წელს, სამ­წუ­ხა­როდ, ხან­გრძლი­ვი ავად­მყო­ფო­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. ცნო­ბის­თვის, მისი აღ­ზრდი­ლია ჩვენ­ში არა­ერ­თი ულა­მა­ზე­სი გო­გო­ნა, დღეს უკვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­დე­ლი. სწო­რედ მან აღ­მო­ა­ჩი­ნა - თაკო ჩხე­ი­ძე, თიკა ფა­ცა­ცია, კრის­ტი ყიფ­ში­ძე, სალ­მე ღვი­ნი­აშ­ვი­ლი, თა­მუ­ნა გაბ­რი­ე­ლაშ­ვი­ლი, ლიკა ქორ­ქია და ძლი­ან ბევ­რი...

246397501-405599271016317-569042942703031106-n-63931-1634745629.jpg

ასე რომ, ქარ­თულ პო­დი­უმ­ზე უამ­რავ­მა ცნო­ბილ­მა სა­ხემ, სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რა, წლე­ბის წინ, სწო­რედ მისი ხელ­შე­წყო­ბით და­ი­წყო. რო­გორც ვთქვით, სა­ა­გენ­ტოს შექ­მნის იდეა, უმ­ძი­მეს წლებ­ში გა­უჩ­ნდა, რაც მე­გობ­რებ­თან ერ­თად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. იმ რთულ პე­რი­ოდ­ში უნ­დო­და, გო­გო­ნე­ბის­თვის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცა, რო­გორც მო­დე­ლებს თავი და­ემ­კვიდ­რე­ბი­ნათ. ასე რომ, მა­შინ ყვე­ლამ ერ­თად შეძ­ლო სტე­რე­ო­ტი­პის ("ქარ­თვე­ლი გოგო პო­დი­უ­ზე "ტე­ხავს") დამ­სხვრე­ვა, რაც იმ დრო­ის­თვის მო­დე­ლის პრო­ფე­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბობ­და.

ქალ­ბა­ტო­ნი ნატა გო­გო­ნებს სა­კუ­თა­რი მე­თო­დით ეხ­მა­რე­ბო­და, ეს­წავ­ლათ არა მარ­ტო სი­ა­რუ­ლი, არა­მედ ყვე­ლა­ფე­რი, რაც სრულ­ყო­ფი­ლი ქა­ლის­თვი­საა სა­ჭი­რო. მისი დე­ვი­ზი იყო - "მო­დე­ლებ­მა არა მარ­ტო სა­კუ­თა­რი სი­ლა­მა­ზე უნდა აჩ­ვე­ნონ, არა­მედ ინ­ტე­ლექ­ტიც!", თუმ­ცა ბევ­რი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მას მა­სობ­რი­ვად სა­ხე­ზე არც იც­ნობ­დნენ, თუმ­ცა მისი სა­ა­გენ­ტოს ლა­მა­ზი და ნარ­ჩე­ვი გო­გო­ე­ბი სა­ოც­რად პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი იყ­ვნენ. მათ გა­რე­შე არც ერთი დი­ზა­ი­ნე­რის ჩვე­ნე­ბა არ იმარ­თე­ბო­და. დიდი პრეს­ტი­ჟი იყო, თუ "ნა­ტა­ლის" გო­გო­ნე­ბი მათ ახალ კო­ლექ­ცი­ას წარ­მო­ად­გენ­დნენ.

246526976-274726947856397-399842390888780747-n-63944-1634745651.png

"ამ საქ­მემ­დე ალ­ბათ ღმერ­თმა მი­მიყ­ვა­ნა. შემ­დეგ სა­მო­დე­ლო სფე­რო­ში მუ­შა­ო­ბა ნარ­კო­ტი­კად გა­და­იქ­ცა... შე­მოქ­მე­დი ნა­ტუ­რა ვარ და მიყ­ვარს შექ­მნა. ამი­ტომ ადრე რო­გორც სცე­ნა­ზე ვქმნი­დი, ახალ­გაზ­რდებ­თა­ნაც ისე­ვე ვმუ­შა­ობ", - აღ­ნიშ­ნავ­და ნატა სა­მა­და­ლაშ­ვი­ლი. სცე­ნა­ზე ვქმნი­დიო, როცა ამ­ბობ­და, ამა­ში იმას გუ­ლის­ხმობ­და, რომ ამ სფე­რო­ში ხე­ლო­ვე­ნე­ბი­დან და დიდი გა­მოც­დი­ლე­ბით მო­ვი­და.

კა­რი­ე­რის და­სა­წყი­სი და ქარ­თუ­ლი მო­დის სა­თა­ვე­ე­ბი გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 70-იან წლებ­ში თბი­ლის­ში მხო­ლოდ ერთი "მო­დე­ლე­ბის სახ­ლი" არ­სე­ბობ­და, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი მო­დის, კულ­ტუ­რი­სა და სა­მო­სის ცენ­ტრი გახ­ლდათ. ახალ­გაზ­რდა ნატა იქ მა­ნე­კე­ნად მი­იწ­ვი­ეს. მა­შინ ამ პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში არც ისე ბევ­რნი იყ­ვნენ.

"მო­დე­ლე­ბის სახ­ლში" იმ­დრო­ინ­დე­ლი ელი­ტუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა მუ­შა­ობ­და და იკ­რი­ბე­ბო­და... მა­ნე­კე­ნებს უცხო­ეთ­ში სა­გას­ტრო­ლოდ წას­ვლაც გვი­წევ­და, რად­გან სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნებ­სა და ბაზ­რო­ბებ­ზე გვიწ­ვევ­დნენ. თბი­ლი­სის "მო­დე­ლე­ბის სახ­ლში“ რამ­დე­ნი­მე დი­ზა­ი­ნე­რი მუ­შა­ობ­და. იმ პე­რი­ოდ­ში ტან­საც­მე­ლი ფაბ­რი­კებ­ში იკე­რე­ბო­და, რო­მელ­საც მა­ნე­კე­ნე­ბი "მო­დე­ლე­ბის სახ­ლში“ მო­წყო­ბილ ჩვე­ნე­ბებ­ზე წარ­მო­ვად­გენ­დით,“ - გივ­ყვე­ბო­და წლე­ბის წინ იტერ­ვი­უ­ში ქალ­ბა­ტო­ნი ნატა, რო­მე­ლიც თავ­და­პირ­ვე­ლი პრო­ფე­სი­ით ბა­ლე­რი­ნა გახ­ლდათ. განაგრძეთ კითხვა

ლალი ფაცია