ყავა, რომელსაც მიირთმევთ, შეიძლება სულაც არ არის ყავა- საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ფალსიფიცირებული ყავა? | Allnews.Ge

ყავა, რომელსაც მიირთმევთ, შეიძლება სულაც არ არის ყავა- საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ფალსიფიცირებული ყავა?

ყავის სამშობლოდ ეთიოპიის სამხრეთ-დასავლეთი მხარე ითვლება. ადგილობრივმა მწყემსებმა შემთხვევით აღმოაჩინეს, რომ თხები, რომლებიც ყავის მარცვლებს ჭამდნენ უფრო მხნედ იყვნენ და სწორედ ამ დაკვირვების შედეგად გაჩნდა მისი დაგემოვნების იდეა.

goat-coffee-1634624327.jpg

მოგვიანებით ყავა ეთიოპიიდან წითელი ზღვის გავლით არაბეთში გავრცელდა.

ორი საუკუნის განმავლობაში იემენი იყო ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც ყავა გაჰქონდა მსოფლიო ბაზარზე. ყავა სწრაფად ვრცელდებოდა მთელ ისლამურ ქვეყნებში, თურქი დიპლომატების საშუალებით მან ევროპაში მე-17 საუკუნეში შეაღწია.

1652 წელს პირველი საჯარო ყავის სახლები გაიხსნა ლონდონში, 1672 წელს პარიზში, ხოლო მე-18 საუკუნეში დაიწყეს ყავის ხის მოყვანა ცენტრალურ ამერიკაში.

350px-countries-by-coffee-export-1634624463.png

ბრაზილიაში ყავა მოხვდა ცოტა მოგვიანებით, 200 წლის შემდეგ დაიწყეს და 1834 წლიდან ყავა გახდა ამ ქვეყნის სოფლის მეურნეობის ძირითადი კულტურა და შემოსავლის წყარო.

ყავა, რომელსაც მიირთმევთ, შეიძლება სულაც არ არის ყავა

მსოფლიოში დღე-ღამეში 2 მილიარდი ფინჯანი ყავა ისმევა. ამას 365-ზე თუ გავამრავლებთ, ანუ ერთ წელიწადზე იმაზე დიდ ციფრს მივიღებთ, ვიდრე მსოფლიოს ყავის მოსავალია წლის მანძილზე. პირდაპირ გეტყვით, რომ მსოფლიოში არ არის იმდენი ყავის მოსავალი, რამდენიც იყიდება.

ასე რომ ყავა, რომელსაც თქვენ მიირთმევთ, შეიძლება სულაც არ არის ყავა. სოიო, წაბლი, ქერი, რკო, ვარდკაჭაჭა - ეს იმ მცენარეების ჩამონათვალია, რომლისგანაც ფალსიფიცირებულ ყავას ამზადებენ. თავისთავად ამ მცენარეების მიღება ადამიანისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს, თუმცა იმ ქიმიური დანამატებისა და საღებავების ორგანიზმში მოხვედრა, რომელსაც მცენარეებს ყავის ნამდვილი არომატისა და ფერის მისაღებად ამატებენ არასასურველა.

fake-coffee2-1634624594.jpg

myquiz