"ჩემი ცხოვრება მე თვითონ დავანგრიე" - ფეხბურთელის დიდი წარმატება და მოხუცთა თავშესაფარში დასრულებული სიცოცხლე | Allnews.Ge

"ჩემი ცხოვრება მე თვითონ დავანგრიე" - ფეხბურთელის დიდი წარმატება და მოხუცთა თავშესაფარში დასრულებული სიცოცხლე

75 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა დრო­ის ერთ - ერთი სა­უ­კე­თე­სო ფორ­ვარ­დი, ლე­გენ­და­რუ­ლი გერ­მა­ნე­ლი თავ­დამ­სხმე­ლი გერდ მი­უ­ლე­რი, რომ­ლის ცხოვ­რე­ბაც სავ­სე იყო აღ­მავ­ლო­ბი­თა და და­ცე­მით...

"აი, ამ მძი­მე წო­ნო­სან ბი­ჭთან რაზე ვი­მუ­შა­ვო, რა გა­ვუ­კე­თო, სა­ერ­თოდ“, - ეს იყო თურ­მე "ბა­ი­ერ­ნის“ მწვრთნე­ლის, ზლატ­კო ჩა­ი­კოვ­სკის პირ­ვე­ლი სი­ტყვე­ბი, რო­დე­საც პა­ტა­რა გერდ მი­უ­ლე­რი კლუბ­ში პირ­ვე­ლად და­ი­ნა­ხა. 20 წლის ასაკ­ში გერ­დი სი­მაღ­ლე­ში 1.76 მეტ­რი იყო და 90კგ-მდე იწო­ნი­და. თა­ნა­გუნ­დე­ლებ­მა დიდი აზარ­ტით და­ი­წყეს მო­უქ­ნელ ბი­ჭუ­ნა­ზე სი­ცილ-ხარ­ხა­რი.

მი­უ­ლე­რი პირ­ვე­ლი სამი თვე "ბა­ი­ერ­ნის“ გა­ფარ­თო­ე­ბულ გა­ნა­ცხად­შიც კი ვერ ხვდე­ბო­და და თვე­ში 200 მარ­კას (და­ახ­ლო­ე­ბით 105 ევ­როს) იღებ­და. მტვირ­თა­ვა­დაც და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ ჯა­მუ­რი შე­მო­სა­ვა­ლიც კი ეცო­ტა­ვე­ბო­და და კლუ­ბი­დან წას­ვლა გა­და­წყვი­ტა. ეს რომ გა­ი­გო "ბა­ი­ერ­ნის“ მა­შინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ვილ­ჰელმ ნო­ი­დე­კერ­მა, მი­ვი­და ჩა­ი­კოვ­სკის­თან და უთხრა, რომ ამ სქელ­თე­ძო­ი­ან ბი­ჭუ­ნას თუ არ ათა­მა­შებ­და, ფეხ­ბურთს ცხოვ­რე­ბა­ში აღარ უყუ­რებ­და. პრე­ზი­დენ­ტის მუ­ქა­რით შე­ში­ნე­ბულ­მა მწვრთნელ­მა ბო­ლოს­და­ბო­ლოს გერდს შან­სი მის­ცა.

item-2-7066-57193-1634550092.jpg

მი­უ­ლერ­მა პირ­ვე­ლი­ვე მატჩში გოლი შე­აგ­დო, ორ კვი­რა­ში კი უკვე პო­კე­რი იზე­ი­მა. მე­ტიც, რე­გუ­ლა­რუ­ლი ვარ­ჯი­შე­ბით 10 კგ და­იკ­ლო და ბევ­რად მო­ბი­ლუ­რი გახ­და.

"პირ­ვე­ლი, რაც თვალ­ში მომ­ხვდა - მისი ვარ­ჯი­შე­ბის გი­ჟუ­რი ტემ­პი იყო. ვერც ერთი ჩვენ­გა­ნი მას ვერ ეწე­ო­და. პირ­ვე­ლად მა­შინ ვი­ფიქ­რე: "რა კარ­გია, რომ ეს ბიჭი ჩვენ­თან თა­მა­შობს“, - იხ­სე­ნებს ფრანც ბე­კ­კენ­ბა­უ­ე­რი.

იმ­ჟა­მინ­დე­ლი კლა­სი­კუ­რი შემ­ტე­ვე­ბის­გან, გერ­დი რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბო­და. ის იყო და­ბა­ლი, მოძ­რა­ვი და აქ­ტი­უ­რი. მისი ჩა­ნა­ფიქ­რის ამოც­ნო­ბა არა­ვის შე­ეძ­ლო, რად­გან თა­ვა­დაც არ იცო­და, რას მო­ი­მოქ­მე­დებ­და შემ­დეგ ეპი­ზოდ­ში. "თავ­დამ­სხმე­ლი თა­ვის ინ­ტუ­ი­ცი­ას უნდა ენ­დო­ბო­დეს. და­ფიქ­რდი - ანუ და­მარ­ცხდი", - იმე­ო­რებ­და მი­უ­ლე­რი.

0082c0c3ca3b7f98db135e059e618400-57222-1634550126.jpg

ბუნ­დეს­ლი­გის სა­დე­ბი­უ­ტო სე­ზონ­ში (1965/66) გერ­დი "ბა­ი­ერ­ნის“ სა­უ­კე­თე­სო ბომ­ბარ­დი­რი გახ­და. მომ­დევ­ნო 13 სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­შიც არა­ფე­რი იც­ვლე­ბო­და - კლუბ­ში ყვე­ლა­ზე მეტი ბურ­თი მას გაჰ­ქონ­და.

"თუ ხელ-ფეხს შე­უკ­რავთ, მა­შინ მისი გა­ჩე­რე­ბის შან­სი გექ­ნე­ბათ, მაგ­რამ სი­მარ­თლე გი­თხრათ, ასეთ შემ­თხვე­ვა­შიც კი არა­ნა­ი­რი გა­რან­ტია არაა, რომ რამ­დე­ნი­მე გოლი მა­ინც არ გა­გი­ტა­ნოთ“, - ამ­ბობ­და "ფრან­კფურ­ტის“ მცვე­ლი გერტ ტრინ­კლი­ა­ნი.

gerd-muller-germany-5479733-57236-1634550158.jpg

ღა­მის კლუ­ბე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი უკვე პა­ტა­რა ასაკ­ში ეტყო­ბო­და. ერთხელ მი­უ­ლე­რი და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ფეხ­ბურ­თე­ლი ღა­მის კლუბ­ში წა­ვიდ­ნენ. უკვე გვი­ა­ნი იყო, როცა მათ მო­უ­ლოდ­ნე­ლად გუნ­დის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი ლატ­ტე­კი თავ­ზე და­ად­გა. "25 000-მდე და­ვით­ვლი და როცა მოვ­რჩე­ბი, კა­ციშ­ვი­ლი აქ არ უნდა იყოთ, სხვა შემ­თხვე­ვა­ში პრობ­ლე­მე­ბი გექ­ნე­ბათ“, - გა­ნუ­ცხა­და მწვრთნელ­მა, რო­მელ­საც მკაც­რი იერი ჰქონ­და, მაგ­რამ ყო­ველ­თვის უბ­რა­ლო­ო­ბი­თა და მე­გობ­რუ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და.

1970 წელ L’Equipe მი­უ­ლერს ბუნ­დეს­ლი­გა­ში გა­ტა­ნი­ლი 38 გო­ლის გამო, "ოქ­როს ბურ­თით“ აჯილ­დო­ვებს. France Football-მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ის ევ­რო­პის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლად და­ა­სა­ხე­ლა.

1970/71 წლის სე­ზონ­ში "ბა­ი­ერნ­მა“ ჩემ­პი­ო­ნო­ბა "მე­ნ­ჰენ­გლად­ბახს“ ბოლო ტურ­ში და­უთ­მო.

გერ­დი ისე გამ­წა­რე­ბუ­ლა, უარი თქვა დას­ვე­ნე­ბა­სა და შვე­ბუ­ლე­ბა­ზე და ფიტ­ნეს­დარ­ბა­ზი­დან არ გა­მო­დი­ო­და. სე­ზო­ნის წინ, როცა მისი გუნ­დე­ლე­ბი დაბ­რუნ­დნენ, თვა­ლებს არ უჯე­რებ­დნენ - გა­სუ­ქე­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლი მი­უ­ლე­რი მათ 72 კი­ლოგ­რა­მი დახ­ვდათ.

განაგრძეთ კითხვა

myquiz