ბილ გეითსის ქალიშვილის ზღაპრული ქორწილი 300 სტუმრით - იხილეთ ფოტოები ულამაზესი ღონისძიებიდან | Allnews.Ge

ბილ გეითსის ქალიშვილის ზღაპრული ქორწილი 300 სტუმრით - იხილეთ ფოტოები ულამაზესი ღონისძიებიდან

"მა­იკ­რო­სოფ­ტის" დამ­ფუძ­ნებ­ლის, მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ადა­მი­ა­ნის, ბილ გე­ით­სის ქა­ლიშ­ვი­ლი, 25 წლის ჯე­ნი­ფერ გე­ით­სი და­ქორ­წინ­და.

რო­გორც "ნიუ იორკ პოს­ტი" წერს, ქორ­წი­ლის ცე­რე­მო­ნია 16 ოქ­ტომ­ბერს, გე­ით­სე­ბის 16 მი­ლი­ონ დო­ლა­რად შე­ფა­სე­ბულ ვესტჩეს­ტე­რის ფერ­მა­ში შედ­გა.

geitsi9-76704-1634546936.jpg

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს ქო­ნე­ბა ბილ­მა შვილს სტენ­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­დას­ცა.

geitsi-76318-1634546969.jpg

ბილ გე­ით­სი ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად

მე­დი­ის ცნო­ბით, ჯე­ნი­ფერ გე­ით­სა და მის რჩე­ულს, ნა­ი­ელ ნა­სარს წინა დღეს, მე­დი­ის­გან ფა­რუ­ლად, მუს­ლი­მუ­რი წე­სი­თაც გა­და­უხ­დი­ათ ქორ­წი­ლი.

geitsi4-76424-1634547014.jpg

პა­ტარ­ძალს ვერა ვან­გის მიერ სპე­ცი­ა­ლუ­რად მის­თვის შე­კე­რი­ლი თეთ­რი კაბა ეცვა, რომ­ლის ზედა ნა­წი­ლიც მაქ­მა­ნე­ბით იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მან ქორ­წილ­ში რამ­დე­ნი­მე კაბა მო­ირ­გო.

ცნო­ბის­თვის, ჯე­ნი­ფერ გე­ით­სი და ახლა უკვე მისი ქმა­რი, ნა­სა­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ცხე­ნოს­ნე­ბი არი­ან და გარ­კვე­ულ­წი­ლად სიმ­ბო­ლუ­რია, რომ მათი ქორ­წი­ლი სწო­რედ ფერ­მა­ში შედ­გა. შე­მოდ­გო­მის ფოთ­ლე­ბი­თა და ულა­მა­ზე­სი ყვა­ვი­ლე­ბით გა­წყო­ბი­ლი პე­ი­ზა­ჟი კი წვე­უ­ლე­ბას ზღაპ­რულ ელ­ფერს ჰმა­ტებ­და.

geitsi1-76365-1634547070.jpg

ქორ­წილს 300 სტუ­მა­რი ეს­წრე­ბო­და. გე­ით­სე­ბი მოწ­ვე­ულ სტუმ­რებს ფრან­გი შე­ფე­ბის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძე­ბით და ფუნ­თუ­შე­უ­ლო­ბით გა­უ­მას­პინ­ძლდნენ. სტუმ­რე­ბის გან­წყო­ბა­ზე კი Coldplay-მ იზ­რუ­ნა.

რო­გორც Fox Business იუ­წყე­ბა, ქორ­წი­ლის­თვის სულ მცი­რე, 2 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­ი­ხარ­ჯა.

myquiz