რას ნიშნავს სვეტიცხოვლობა და რატომ აღნიშნავს მას მართლმადიდებელი სამყარო | Allnews.Ge

რას ნიშნავს სვეტიცხოვლობა და რატომ აღნიშნავს მას მართლმადიდებელი სამყარო

სა­ქარ­თვე­ლო­ში სვე­ტი­ცხოვ­ლო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი აღი­ნიშ­ნე­ბა. სა­პატ­რი­არ­ქოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სვე­ტი­ცხოვ­ლო­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ზე­ი­მო წირ­ვა სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში გა­ი­მარ­თე­ბა და 10:00 სა­ათ­ზე და­ი­წყო.

უფა­სო ავ­ტო­ბუ­სე­ბი მცხე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან დი­ლის 8:00 სა­ა­თი­დან გა­ვი­და. წელს ტრან­სპორ­ტით გა­და­ად­გი­ლე­ბის­თვის საშ­ვე­ბი სა­ჭი­რო არ იქ­ნე­ბა.

"ყვე­ლას ვთხოვთ, იქო­ნი­ონ პირ­ბა­დე და და­იც­ვან დის­ტან­ცია”, - ნათ­ქვა­მია სა­პატ­რი­არ­ქოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სვე­ტი­ცხოვ­ლო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ, 14 ოქ­ტომ­ბერს და 13 ივ­ლისს აღი­ნიშ­ნე­ბა. 14 ოქ­ტომ­ბერს ეკ­ლე­სია ქრის­ტეს კვართს იხ­სე­ნი­ებს, 13 ივ­ლისს კი - ქრის­ტეს ყვე­ლა მო­ცი­ქულს.

უფ­ლის კვარ­თის ამ­ბა­ვიძვე­ლი აღ­თქმის მღვდელს ეფოდ­თან, წა­მო­სას­ხამ­სა და სხვა შე­მო­სა­მო­სელ­თან ერ­თად აუ­ცი­ლებ­ლად ნაქ­სო­ვი კვარ­თიც უნდა სცმო­და. იცო­და ეს ყოვ­ლად­წ­მი­და ღვთის­მშო­ბელ­მა და ამი­ტო­მაც ყრმა იე­სუს, მო­მა­ვალ "მღვდელ­მო­ძღვარს წეს­სა ზედა მელ­ქი­სე­დე­კი­სა­სა", კვარ­თი მო­უქ­სო­ვა. "ხოლო კვარ­თი იგი... იყო უკერ­ველ, ზეით გა­მოქ­სო­ილ ყოვ­ლად". გა­დი­ო­და ხანი, "წა­რე­მა­ტე­ბო­და სიბ­რძნი­თა და ჰა­სა­კი­თა და მად­ლი­თა" იესუ და სას­წა­უ­ლებ­რი­ვად იზ­რდე­ბო­და ღვთის­მშობ­ლის მოქ­სო­ვი­ლი კვარ­თიც, რო­მელ­სა­ცა "ნე­ტა­რე­ბით შე­ეც­ვა ნა­თელ­თა ყო­ველ­თა მფლო­ბე­ლი გვა­მი წმი­და ცე­ცხლი­სა მის ღვთა­ე­ბი­სა". თე­ო­დო­რე ზი­გა­ბე­ნის მი­ხედ­ვით, კვარ­თი სა­ხე­ლო­ე­ბი­ა­ნი ყო­ფი­ლა. მოკ­ლე­სა­ხე­ლო­ი­ა­ნი კვარ­თია გა­მო­სა­ხუ­ლი ბაგ­რა­ტი­ონ­თა გერბზეც. ხოლო XVII სა­უ­კუ­ნე­ში იე­რუ­სა­ლიმ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ერთი გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, უფ­ლის კვარ­თი ლაჟ­ვარ­დის­ფე­რი ყო­ფი­ლა, მან­ტი­ის მსგავ­სი, უსა­ხე­ლო, გა­ნი­ე­რი და გრძე­ლი (სა­უ­ბა­რი იო­ა­ნი­კე ბერ­ძე­ნი­სა ივ.გრა­მი­ტინ­თან), მაგ­რამ რის­გან იყო იგი მოქ­სო­ვი­ლი, ეს უც­ნო­ბია. ერთი კია - ამ ნე­ტარ­მა შე­სა­მო­სელ­მა, რო­გორც ღრუ­ბელ­მა შე­ი­წო­ვა ოფლი, სის­ხლი და ცრემ­ლი, რო­მე­ლიც კაც­თა მოდ­გმის ხსნის­თვის დაღ­ვა­რა მა­ცხო­ვარ­მა.

იე­რუ­სა­ლიმ­ში იე­სოს ჯვარ­ცმი­სას სა­ქარ­თვე­ლო­და­ნაც ჩა­ვიდ­ნენ ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბი - ელი­ოზ მცხე­თე­ლი და ლონ­გი­ნოზ კარ­სნე­ლი. ელი­ო­ზის დედა ელი მღვდელმთავ­რის ტო­მი­დან იყო. სწო­რედ მან გა­აფრ­თხი­ლა ვა­ჟე­ბი, რომ უფ­ლის სის­ხლის და­თხე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­ე­ღოთ. ამას­ვე ევედ­რე­ბო­და ელი­ოზს და სი­დო­ნია. მა­ცხოვ­რის ჯვარ­ცმი­სას ლურ­სმნე­ბის და­ჭე­დე­ბის ხმა თურ­მე მცხე­თა­ში მო­ეს­მა ელი­ო­ზის დე­დას. წა­მო­უ­ძა­ხე­ბია: "მშვი­დო­ბით, მე­ფო­ბაო ის­რა­ელ­თაო, რა­მე­თუ უგუ­ნუ­რე­ბით მოჰ­კალთ უფა­ლი და მა­ცხო­ვა­რი ყო­ველ­თა!" - და მწუ­ხა­რე­ბი­სა­გან იქვე და­უ­ლე­ვია სული.

ეტყო­ბა, მა­ცხოვ­რის ჯვარ­ცმი­სას ელი­ო­ზი ძალ­ზე აქ­ტი­უ­რობ­და. როცა უფ­ლის სა­მო­სე­ლი გა­ნიყ­ვეს და კვარ­თზე წილი იყა­რეს, იგი სწო­რედ მას შეხ­ვდა. უფ­ლის კვარ­თი ელი­ოზ­მა მცხე­თა­ში წა­მო­ი­ღო. სი­დო­ნია მას ტი­რი­ლით შე­გე­ბე­ბია მცხე­თის კა­რიბ­ჭეს­თან, ჩა­უკ­რავს მკერ­დში "ყო­ველ­თა სა­სურ­ვე­ლი კვარ­თი მხსნე­ლი­სა" და მი­უ­ძი­ნე­ბია "თა­ვი­სი დე­დის ძი­ლით". ეს ამ­ბა­ვი მთელ მცხე­თას მო­ე­დო. მიც­ვა­ლე­ბუ­ლი მეფე ადერკს უნა­ხავს და კვარ­თი მოს­წო­ნე­ბია. ბევ­რს ცდი­ლან, მიც­ვა­ლე­ბუ­ლის­თვის კვარ­თი გა­მო­ერ­თმი­ათ, მაგ­რამ ამა­ოდ და ბო­ლოს კვარ­თით­ვე და­უკ­რძა­ლი­ათ ლი­ბა­ნის ნაძ­ვებ­თან.

რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ ადერ­კის შვი­ლიშ­ვილს, მეფე არ­მა­ზელს მო­უნ­დო­მე­ბია სი­დო­ნი­ას საფ­ლა­ვის გა­თხრა და კვარ­თის პოვ­ნა, მაგ­რამ ამის გამო ღვთის­გან სას­ჯე­ლი მი­უ­ღია - უეც­რად დაბრმა­ვე­ბუ­ლა.

აი, ამ­გვა­რად მოხ­ვდა უფ­ლის კვარ­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში. სა­ხი­ერ უფალს წი­ნას­წარ­ვე გა­ნე­გო ჩვე­ნი ქვეყ­ნის "ერად სა­ზე­პუ­როდ შემ­ზა­დე­ბაი" და ვი­ნა­ი­დან ღვთის­მშობ­ლის წილ­ხვედრნიც ვი­ყა­ვით, ამი­სათ­ვის უფრო ღირს იქ­მნა იბე­რია "ამას სა­ში­ნელ­სა მადლსა". რო­გორც წმინ­და ნი­კო­ლოზ გუ­ლა­ბე­რის­ძე ბრძა­ნებს, "ამის­თვის­ცა უკვე წი­ნას­წარ­ვე წარ­მო­ავ­ლი­ნა მად­ლი ღვთა­ე­ბი­სა მი­სი­სა რათა პირ­ვე­ლად­ვე და­ი­წინ­დოს კვარ­თი­თა მით და მად­ლით ღვთა­ე­ბი­სა მი­სი­სა­თა".გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

myquiz