სერიალის სახელი „მეექვსე რაუნდი“ უნდა ყოფილიყო - საინტერესო ფაქტები "კალმარის თამაშის" შესახებ, რომელიც Netflix-ის ყველაზე წარმატებული სერიალი გახდა | Allnews.Ge

სერიალის სახელი „მეექვსე რაუნდი“ უნდა ყოფილიყო - საინტერესო ფაქტები "კალმარის თამაშის" შესახებ, რომელიც Netflix-ის ყველაზე წარმატებული სერიალი გახდა

უკვე რამდენიმე კვირაა, რაც Netflix-ის კორეულმა სერიალმა "კალმარის თამაში" მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანის ყურადღება დაიმსახურა. სერიალს გამოსვლიდან 28 დღეში 111 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა, რითაც Netflix-ის ყველაზე წარმატებული პროექტი გახდა.

კინოკრიტიკოსები აცხადებენ, რომ „კალმარის თამაში“ ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი და შემოსავლიანი სერიალი გახდება. პირველი სეზონის გამოსვლის შემდეგ უკვე დაანონსდა, რომ მომდევნო წელს სერიალი ტელეეკრანებზე ახალი სეზონით დაბრუნდება.

squidgame-unit-103-1076-1632761726-1634189513.0.jpg

ნეთფლიქსის ახალი სამხრეთ კორეული სერიალი სასიკვდილო თამაშებში ჩაბმულ ადამიანების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც საკუთარ და სხვების სიცოცხლეს დიდი ოდენობის საპრიზო თანხის სანაცვლოდ რისკავენ.

„კალმარის თამაშში“ მონაწილეობას სულ 456 პირი იღებს. სხვადასხვა ასაკის, პროფესიისა და წარსულის მქონე ადამიანებს ერთი რამ აერთიანებს- თითოეულ მათგანს უზარმაზარი ვალი აქვს, რომლის გადახდაც არ შეუძლია.

c7223488-d5d4-49ed-a0d2-a05d8d12e44b-1634189628.jpg

squid-game-1634189700.jpeg

ამის გამო ისინი საკუთარი სურვილით საკმაოდ უცნაურ და უჩვეულო თამაშში მონაწილეობას თანხმდებიან. თამაშებში გამარჯვებული პრიზის სახით 45.6 მილიარდ კორეულ იანს მიიღებს, წაგების შემთხვევაში კი მონაწილეებს სიკვდილი ემუქრებათ.

გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს სერიალის შესახებ:

  • „კალმარის თამაშის“ პირველი სეზონი 9 სერიისგან შედგება.
  • სერიალის რეჟისორი ჰვანდ დონგ ჰიუკი პროექტის სპონსორს 2008 წლიდან ეძებდა. თუმცა სპონსორები მიიჩნევდნენ, რომ სერიალი არ გაამართლებდა და რეჟისორს უარით 10 წლის განმავლობაში ისტუმრებდნენ. ბოლოს „კალმარის თამაშით“ Netflix დაინტერესდა.

1632948054-untitled-1-1634189792.jpg

  • როგორც ცნობილია, სერიალის რეჟისორს „კალმარის თამაშის“ შექმნის იდეა მაშინ გაუჩნდა, როდესაც სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდა. ამასთან სერიალს საფუძვლად ის თამაში დაედო, რომელსაც რეჟისორი ბავშვობაში მეგობრებთან ერთად თამაშობდა.
  • ჰვანდ დონგ ჰიუკს თავდაპირველად ფილმის გადაღება სურდა, თუმცა მოგვიანებით გადაწყვიტა სცენარი გადაეკეთებინა, პერსონაჟები დაემატებინა და „კალმარის თამაში“ სერიალად ექცია. თავიდან სერიალის სახელი „კალმარის თამაშის“ ნაცვლად „მეექვსე რაუნდი“ უნდა ყოფილიყო.

16330974723192-1634189891.jpg

  • სერიალის დასაწყისში მონაწილეები თამაშის ორგანიზატორებს ტელეფონის ნომერზე ურეკავენ, რათა საკუთარი გადაწყვეტილება ამცნონ. კადრებში ჩანს ტელეფონის ნომერიც, რომელიც Netflix-მა შემთხვევითობის პრინციპით აარჩია.

aqj3nnm-700b-1634190024.jpg

აღმოჩნდა, რომ ასეთი ნომერი სინამდვილეშიც არსებობს და მის მფლობელს დღეში 4 000-მდე ფანი ურეკავს. ნომრის მფლობელი ნეთფლიქსს უკვე დაუკავშირდა და კომპანია პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს. ერთ-ერთმა სამხრეთ კორეელმა პოლიტიკოსმა მას ნომრის სანაცვლოდ $85 000 შესთავაზა.

ბექა ბერიაშვილი

myquiz