მითები და რეალობა ყარსის ხელშეკრულებაზე - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე | Allnews.Ge

მითები და რეალობა ყარსის ხელშეკრულებაზე - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე

ყარსის ხელშეკრულება ხშირად საზოგადოების ფართოდ განხილვის საგანია, რომლის შესახებაც უამრავი მითი არსებობს. ხელშეკრულების შესახებ ცრუ ინფორმაციის გასაქარწყლებლად საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი საკუთარ პუბლიკაციას ავრცელებს. გთავაზობთ ძირითად მომენტებს დოკუმენტიდან.

"ყარსის ხელშეკრულება, რითაც დადგინდა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი, საქართველოში არცთუ იშვიათად გამხდარა განხილვისა დადისკუსიების თემა. ძალიან ხშირად საქმე გვაქვს მიზანმიმართულ სპეკულაციებთან, რისიმიზანიცაა ანტითურქული და ანტიდასავლური განწყობების გაღვივება ქართულსაზოგადოებაში და რის უკანაც, როგორც წესი, რუსეთი და რუსეთთან დაკავშირებული ჯგუფები დგანან ხოლმე.

untitled-1634135971.png

რა არის და რას მოიცავს ყარსის ხელშეკრულება?

1921 წლის მარტისთვის საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთის მიერ იყო ოკუპირებული, თუმცა ფორმალური თვალსაზრისით სამივე ქვეყანადამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოს წარმოადგენდა. ამიტომ საჭირო გახდა მათი მონაწილეობით მოლაპარაკებების გამართვა,რომელიც 1921 წლის 23 სექტემბერს დაიწყო თურქეთის ქ. ყარსში და 13 ოქტომბერს ხელშეკრულების ხელმოწერით დასრულდა, ერთი მხრივ, საქართველოს, სომხეთის,აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებსა და მეორე მხრივ, თურქეთს შორის.

ruka-1634135789.png

ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოს სსრ-ს ბათუმის ოლქიდან დარჩა ქ.ბათუმი და აჭარა, თურქეთმა კი მიიღო ართვინისა და არტაანის ოლქები. თურქეთმასომხეთის სსრ-ს დაუბრუნა ქ. გიუმრი და დაიტოვა ქ. ყარსი და მისი შემოგარენი.

ხელშეკრულების ძირითადი მიზანი იყო ახალი საზღვრების დადგენა. ყარსის ხელშეკრულება გაფორმდა რუსეთის საბჭოთა ფედერაციულისოციალისტური რესპუბლიკის მონაწილეობითა და პატრონაჟით და ძალაში შევიდარატიფიციკაციის შემდეგ, 1922 წლის 11 სექტემბერს. აღნიშნული ხელშეკრულება ძირითადად იმეორებდა 1921 წლის 16 მარტსმოსკოვში ხელმოწერილი ხელშეკრულების პირობებს, რომლითაც საბჭოთა რუსეთიდა თურქეთი შეთანხმდნენ კავკასიაში ტერიტორიების განაწილების თაობაზე. ყარსის ხელშეკრულება 20 მუხლისა და 3 დანართისგან შედგება. ამშეთანხმებით დადგინდა საზღვრები თურქეთსა და სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკებსშორის, რაც მკაფიოდ გაიწერა შეთანხმების შესაბამის მუხლებში.

ყარსის ხელშეკრულების მეექვსე მუხლი უშუალოდ ეხება საქართველოს, სადაცწერია: „თურქეთი თანხმდება საქართველოს დაუთმოს სუზერენიტეტი ქალაქბათუმზე და ბათუმის ნავსადგურზე და იმ ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს ამ5ხელშეკრულების მეოთხე მუხლში მითითებული საზღვრის ჩრდილოეთით დაშეადგენს ბათუმის ოლქის შემადგენელ ნაწილს, შემდეგი პირობით:

1. ამ ადგილის მოსახლეობა, რომელიც მითითებულია ამ მუხლში, ისარგებლებსფართო ადგილობრივი ავტონომიით, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული თემისკულტურულ და რელიგიურ უფლებებს და მოსახლეობას უფლება ექნება შემოიღოსმიწის კანონი საკუთარი შეხედულების მიხედვით;

2. თურქეთს გარანტირებული ექნება ბათუმის ნავსადგურში თავისუფალისატრანზიტო მოძრაობა სხვადასხვა ტვირთებზე, რომლებიც იგზავნება თურქეთში, ანპირიქით, ყოველგვარი შეფერხების, ბაჟისა და სხვადასხვა გადასახადების გადახდისგარეშე“.

მეშვიდე და მერვე მუხლებში, საუბარი ეხება სასაზღვრო ზონაში მცხოვრებიმოქალაქეებისთვის გამარტივებულ სასაზღვრო მიმოსვლას და საძოვრებზე საქონლისშეუფერხებელ გატარებას ორივე მხარეს.

1200px-treaty-of-kars-1634136091.svg.png

ყარსის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით არსებული მითები და რეალობა

ყარსის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე მითი,რომლებიც დროდადრო წინა პლანზე წამოიწევს ხოლმე და რასაც ძირითადადრუსეთთან დაკავშირებული პოლიტიკური და მედიაჯგუფები აჟღერებენ. ამ მხრივგანსაკუთრებით აქტიურობს „პატრიოტთა ალიანსი“,9 ასევე „ობიექტივი“, „ასავალდასავალი“ და „საქინფორმი“.

მითი No 1: ყარსის ხელშეკრულებას 2021 წელს ვადა გასდის, რის შემდეგაცსათუო ხდება აჭარის საქართველოსთვის კუთვნილების საკითხი.

ყველაზე გავრცელებულია მითი, რომ თითქოსდა ყარსის ხელშეკრულებასხელმოწერიდან 100 წლის შემდეგ (ანუ 2021 წელს) ვადა ეწურება, რის შემდეგაცვითომცდა სათუო ხდება აჭარის საქართველოსათვის კუთვნილების თემა.სინამდვილეში ზემოხსენებული ხელშეკრულება არავითარი ვადით არ არისშეზღუდული და, შესაბამისად, 2021 წელს მას ვადა ვერ გაუვა. ამრიგად, ვერც აჭარისკუთვნილების საკითხი ვერ დადგება.პირიქით, ყარსის ხელშეკრულებით, თურქეთმა საქართველოს სუვერენიტეტიაღიარა აჭარაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ცნო საქართველოს სრული იურისდიქციაბათუმსა და მის ოლქზე.

მითი No 2: ბათუმში ნატოს სამხედრო ბაზის განთავსების შემთხვევაში, 2021წლიდან რუსეთი აღარ იქნება ყარსის ხელშეკრულების პირობების დაცვის გარანტორიდა ბათუმი თურქეთის ხელში გადავა.

ეს მითი რამდენიმე დეზინფორმაციას შეიცავს:როგორც ზემოთ აღინიშნა, ყარსის შეთანხმება არავითარი ვადით არ არისშეზღუდული და 2021 წელს მისი ვადის გასვლასა და რუსეთის გარანტორობაზესაუბარი წმინდა წყლის სპეკულაციაა. 7რაც შეეხება განცხადებას ბათუმში ნატოს სამხედრო ბაზის განთავსებისთაობაზე, მსგავსი საკითხი საქართველო-ნატოს სამხედრო თანამშრომლობისფორმატში საერთოდ არც განხილულა.შესაბამისად, საუბრები ბათუმის თითქოსდა თურქეთის ხელში გადასვლასთანდაკავშირებით ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული.

მითი No 3: ყარსის ხელშეკრულება აჭარაში რეფერენდუმის გამართვის უფლებასითვალისწინებს.

ამ მითის თანახმად, უნდა გაიმართოს რეფერენდუმი აჭარისმიკუთვნილობასთან დაკავშირებით.რეალურად კი, ყარსის ხელშეკრულებაში რეფერენდუმის საკითხი ნახსენებიცარაა.13 შესაბამისად, იგი ვერ გაიმართება.

იხილეთ პუბლიკაცია სრულად

myquiz