"სა­კუ­თა­რი გა­რეგ­ნო­ბა სა­შინ­ლად არ მომ­წონ­და, ეს ჩემი ცხოვ­რე­ბის ბნე­ლი პე­რი­ო­დი იყო"- მეგან ფოქსი კომპლექსებსა და ფსიქოლოგიურ პრობლემებზე ალაპარაკდა | Allnews.Ge

"სა­კუ­თა­რი გა­რეგ­ნო­ბა სა­შინ­ლად არ მომ­წონ­და, ეს ჩემი ცხოვ­რე­ბის ბნე­ლი პე­რი­ო­დი იყო"- მეგან ფოქსი კომპლექსებსა და ფსიქოლოგიურ პრობლემებზე ალაპარაკდა

"ტრანსფორ­მე­რე­ბის“ ვარ­სკვლა­ვი, მე­გან ფოქ­სი GQ-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­მო­ტყდა, რომ უკ­მა­ყო­ფი­ლოა თა­ვი­სი სხე­უ­ლის ფორ­მე­ბით და მა­საც აქვს კომ­პლექ­სე­ბი. მსა­ხი­ო­ბის თქმით, რამ­დე­ნი­მე წლის წინ სა­კუ­თა­რი თა­ვის ნე­გა­ტი­უ­რად აღ­ქმა იმ­დე­ნად პრობ­ლე­მუ­რი იყო მის­თვის, რომ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა, შე­დე­გად კი საკ­ვებ­ზე აკ­ვი­ა­ტე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­ნუ­ვი­თარ­და.

ის ამ­ბობს, რომ "ჯე­ნი­ფე­რის სხე­უ­ლის“ გა­და­ღე­ბე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ (2009 წელს), ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­უ­ა­რეს­და.

"ჩვენ შე­იძ­ლე­ბა შევ­ხე­დოთ ვინ­მეს და ვი­ფიქ­როთ, რომ ის ძა­ლი­ან ლა­მა­ზია და ამის გამო მისი ცხოვ­რე­ბა უფრო მარ­ტი­ვია, მაგ­რამ ასე არ არის. ძა­ლი­ან დიდი ბრძო­ლა დამ­ჭირ­და სა­კუ­თარ თავ­თან, რომ ნე­გა­ტი­უ­რი ფიქ­რე­ბის­გან გავ­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი­ყა­ვი. გა­ვი­აზ­რე, რომ მსხვერ­პლი ვი­ყა­ვი და მე­ტად აღარ უნდა და­მე­ტან­ჯა სა­კუ­თა­რი თავი. ამ მძი­მე პე­რი­ო­დის გა­და­ლახ­ვის შემ­დეგ უფრო სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი გავ­ხდი, ვიდ­რე მა­ნამ­დე ვი­ყა­ვი, რა­მაც სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა მად­ლი­ე­რე­ბის გრძნო­ბით გან­ვმსჭვა­ლუ­ლი­ყა­ვი და თა­ვი­სუფ­ლად მეგ­რძნო თავი“.

megan-fox-hair079-1634128859.jpg

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც მე­გან ფოქ­სი ამ თე­მა­ზე სა­უბ­რობს, 2019 წელს Entertainment Tonight-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვა, რომ არ სურ­და ხალ­ხს და­ე­ნა­ხა.

"არ მინ­დო­და ხალ­ხს და­ვე­ნა­ხე, გა­და­მე­ღო ფოტო, წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე გა­მევ­ლო ან ინ­ტერ­ვიუ მი­მე­ცა, რად­გან მე­ში­ნო­და, რომ დამ­ცი­ნებ­დნენ, და­მიყ­ვი­რებ­დნენ, შე­მა­ფურ­თხებ­დნენ, ჩამ­ქო­ლავ­დნენ მხო­ლოდ იმის გამო, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გილ­ზე გა­მოვ­ჩნდი. სა­კუ­თა­რი გა­რეგ­ნო­ბა სა­შინ­ლად არ მომ­წონ­და, ეს ჩემი ცხოვ­რე­ბის ბნე­ლი პე­რი­ო­დი იყო", - ამ­ბობ­და მე­გან ფოქ­სი.

megan-fox-machine-gun-kelly-getty-images-1634128880.jpg

მსა­ხი­ობს კომ­პლექ­სებ­თან ბრძო­ლა­ში მისი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რიც დიდ დახ­მა­რე­ბას უწევს. ცნო­ბი­ლი მუ­სი­კო­სი, რი­ჩარდ კოლ­სონ ბე­ი­კე­რი (იგი­ვე მა­შინ გან კელი), რო­მე­ლიც მე­განს წე­ლი­წად­ზე მე­ტია ხვდე­ბა, არას­ტან­დარ­ტუ­ლი იმი­ჯით გა­მო­ირ­ჩე­ვა. "ის და­მეხ­მა­რა მი­მე­ღო ჩემი ექ­სცენ­ტრი­უ­ლი და უც­ნა­უ­რი თვი­სე­ბე­ბი და თავი ისე­თად მი­მე­ღო, რო­გო­რიც ვარ.

myquiz