"10 წლის მიტოვებული სახლი სესხით ვიყიდეთ... ყველას ეგონა, რომ ერთ კვირაში გამოვიქცეოდით" - ქალაქიდან სოფელში გადასახლებული მუსიკოსის ოჯახი | Allnews.Ge

"10 წლის მიტოვებული სახლი სესხით ვიყიდეთ... ყველას ეგონა, რომ ერთ კვირაში გამოვიქცეოდით" - ქალაქიდან სოფელში გადასახლებული მუსიკოსის ოჯახი

სულ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი ტო­ვებს ქა­ლაქს და სა­ცხოვ­რებ­ლად სოფ­ლად მი­დის, იქ­მნის სრუ­ლი­ად ახალ გა­რე­მოს და მი­წა­ზე შრო­მით ცდი­ლობს, თვი­თონ მო­ი­პო­ვოს სარ­ჩო. დღეს ერთი ასე­თი ოჯა­ხის ამ­ბავს მო­გიყ­ვე­ბით. ეკა­ტე­რი­ნე კო­ბა­ხი­ძე მუ­სი­კო­სია, მუ­სი­კის პე­და­გო­გად მშობ­ლი­ურ ქუ­თა­ის­ში ოთხ სხვა­დას­ხვა სამ­სა­ხურ­ში საქ­მი­ა­ნობ­და, მაგ­რამ იმე­დი გა­უც­რუვ­და, რად­გან იმ ენერ­გი­ის სა­ფა­სურს ვერ იღებ­და, რა­საც ყო­ველ­დღი­უ­რად ხარ­ჯავ­და, ამი­ტომ ოჯახ­თან ერ­თად და­ი­წყო ფიქ­რი, სა­ცხოვ­რებ­ლად სოფ­ლად გა­და­სუ­ლიყ­ვნენ.

ეკა­ტე­რი­ნე კო­ბა­ხი­ძე:

- გა­დავ­წყვი­ტე, თა­ვად მეზ­რუ­ნა სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლე­ბის, ოც­ნე­ბის ახ­დე­ნა­ზე და ჩემი ხე­ლით მე­კე­თე­ბი­ნა, რაც მინ­დო­და. ბან­კის სეს­ხით ბაღ­და­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ზემო დიმ­ში მიწა ვი­ყი­დეთ და აქ გად­მო­ვე­დით. ბუ­ნე­ბა ძა­ლი­ან კარ­გია, სა­ირ­მის მთებ­ში ვართ ჩაფ­ლუ­ლი, ირ­გვლივ სა­ო­ცა­რი ტყე, ხე­დე­ბი და გა­რე­მოა. მას შემ­დეგ, რაც აქა­უ­რო­ბას სა­ბო­ო­ლოდ მივ­ცემთ ისეთ სა­ხეს, რო­გო­რიც გვინ­და, მაქვს იდეა, გა­ვა­კე­თო ბავ­შვთა ბა­ნა­კი, თან პრო­ფე­სი­ით პე­და­გო­გი, ხე­ლო­ვა­ნი ვარ და ვფიქ­რობ, მათ­თვის რა­ღაც კარ­გის შექ­მნა შე­მიძ­ლია. ბავ­შვებს ჩემი ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტი­თაც გა­ვუ­მას­პინ­ძლდე­ბი. შევ­ძლებ, მი­წას­თან შრო­მა ვას­წავ­ლო და ავუხ­სნა, რა­ო­დენ კარ­გია ეს ყვე­ლა­ფე­რი. ბა­ნა­კი ჩემს ბავ­შვო­ბას­თან კარ­გად ასო­ცირ­დე­ბა, სა­სი­ა­მოვ­ნო მო­გო­ნე­ბე­ბი მაქვს. მოკ­ლედ, მინ­და, ბავ­შვე­ბის­თვის რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შევ­ქმნა. ჩვენ­თან ბავ­შვე­ბი გარ­და იმი­სა, რომ და­ის­ვე­ნე­ბენ, ხომ ვამ­ბობ, სა­მე­ურ­ნეო საქ­მი­ა­ნო­ბის ელე­მენ­ტებ­საც და­ე­უფ­ლე­ბი­ან, რად­გა­ნაც ქა­ლაქ­ში გაზ­რდილ ბავ­შვებს ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, იმის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვთ, რომ მი­წას­თან იშ­რო­მონ. მოკ­ლედ, მინ­და, რომ ასე­თი რამ, შევ­ძლო.

240272171-559063825440838-4561104922998155275-n-67592-1634115125.jpg

- შორს მი­მა­ვა­ლი გეგ­მე­ბი გქო­ნი­ათ...

- კი, მაგ­რამ ჯერ ვცდი­ლობ, ჩემს შვი­ლებს ჰქონ­დეთ ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტი და მხო­ლოდ ამის მერე შე­ვუდ­გე­ბი სხვა იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. ზემო დიმი დიდი სო­ფე­ლია, სა­დაც 5000 კვმ მი­წის ფარ­თო­ბი გვაქვს. 10 წლის მი­ტო­ვე­ბუ­ლი სახ­ლი იყო, ძა­ლი­ან ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ სა­კუ­თა­რი ხე­ლით გა­ვა­რე­მონ­ტეთ... ახლა ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლის ყვე­ლა ოთა­ხი გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლია.

- ქა­ლაქ­ში აღარ მუ­შა­ობთ?

- მე­უღ­ლე ქუ­თა­ის­ში, ბან­კში მუ­შა­ობს, ყო­ველ­დღე და­დის სამ­სა­ხურ­ში. იქამ­დე ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის სა­ვა­ლია. მე მხო­ლოდ ინ­ტერ­ნე­ტით მი­წევს მცი­რე სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. და­ნარ­ჩენ დროს სახ­ლსა და ეზო­ში სა­მე­ურ­ნეო საქ­მი­ა­ნო­ბას ვუთ­მობ. უფ­რო­სი შვი­ლი მე-13 წე­ლი­წად­შია და ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა. მთე­ლი დღე სჭირ­დე­ბა ეზო-კა­რის მოვ­ლას, მი­წას­თან სა­მუ­შა­ოც ბევ­რია. ზა­ფხულ­ში ბევ­რი ბოსტნე­უ­ლი მო­ვი­წი­ეთ, მთელ ოჯახს გვე­ყო და სა­ზამ­თრო­დაც ბევ­რი და­ვა­კონ­სერ­ვე.

240291821-396942595207691-1407611188668037771-n-67747-1634115172.jpg

- რა მო­იყ­ვა­ნეთ ბოს­ტან­ში?

- თა­ვი­დან გვი­თხრეს, ვე­რა­ფერს მო­იყ­ვანთ, მიწა მწი­რი­აო, მაგ­რამ ჩვენ მი­წის სიმ­წი­რე ვერ ვიგ­რძე­ნით. ყვე­ლა­ფე­რი მო­ვი­და: ლო­ბიო, სი­მინ­დი, კარ­ტო­ფი­ლი, პო­მი­დო­რი, ჭარ­ხა­ლი, სტა­ფი­ლო, ბულ­გა­რუ­ლი წი­წა­კა, მწვა­ნი­ლი. იმ­დე­ნი ბოსტნე­უ­ლი იყო, ყო­ველ მე­ო­რე დღეს ბოსტნი­დან კა­ლა­თე­ბით გა­მოვ­დი­ო­დი. ახ­ლა­ხან დას­რულ­და პო­მიდვ­რის მო­სა­ვა­ლი. ჩვე­ნი პა­ტა­რა გო­გო­ნა დი­ლა­ო­ბით ბოს­ტან­ში იპა­რე­ბო­და, იქვე კრეფ­და პო­მი­დორს, კიტრს და ჭამ­და, მაგ­რამ არ მე­ში­ნო­და, რად­გან უწამ­ლა­ვი პრო­დუქ­ტი გვქონ­და. მხო­ლოდ ვთოხ­ნი­დით, ბა­ლახს ვა­შო­რებ­დით და ხში­რად ვრწყავ­დით.

239639447-1281974855606877-4970677521170806198-n-67605-1634115202.jpg

- წყა­ლი გაქვთ?

- ჭა გვაქვს ეზო­ში. ისე, სო­ფელ­ში წყა­ლი ჭირს, თუ ეს პრობ­ლე­მა არ მოგ­ვარ­და, ალ­ბათ, მე­ო­რე ჭა­საც გა­ვა­კე­თებთ.

- ხე­ხი­ლი, ალ­ბათ, ეზო­ში დაგ­ხვდათ...

- კი, ხე­ხი­ლი იყო, თუმ­ცა ეზო ბა­ლა­ხი­თა და ეკ­ლე­ბით იყო სავ­სე. გავ­წმინ­დეთ, გა­ვა­სუფ­თა­ვეთ... ქა­ლაქ­ში ვცხოვ­რობ­დი და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბი­სა არა­ფე­რი ვი­ცო­დი, მაგ­რამ ინ­ტერ­ნეტ­ში ბევ­რი მა­სა­ლაა სა­ი­მი­სოდ, რომ ყვე­ლა­ფე­რი მეს­წავ­ლა. ასე­ვე არის არა­ერ­თი სა­მე­ურ­ნეო ჯგუ­ფი, სა­დაც ყვე­ლა­ფერს უან­გა­როდ გას­წავ­ლი­ან და ყვე­ლა კი­თხვა­ზე პა­სუხ­საც გცე­მენ.

განაგრძეთ კითხვა