"ხალხი რას გვეტყვის... ვის ვაძლევთ ტაო-კლარჯეთს?" - რა მოხდა 100 წლის წინ, 1921 წლის 13 ოქტომბერს, ყარსში? | Allnews.Ge

"ხალხი რას გვეტყვის... ვის ვაძლევთ ტაო-კლარჯეთს?" - რა მოხდა 100 წლის წინ, 1921 წლის 13 ოქტომბერს, ყარსში?

რამ­დე­ნი­მე დღის წინ სომ­ხუ­რი გა­მო­ცე­მა "ლრა­გი­რი“ («Լրագիր») ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ერე­ვან­ში ვი­ზიტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა სტა­ტი­ით: "ფა­ში­ნი­ა­ნი­სა და პუ­ტი­ნის შეხ­ვედ­რა ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ვი­ზი­ტის შემ­დეგ: ყარ­სის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის "რეს­ტარ­ტი­სათ­ვის“ ყვე­ლა­ფე­რი მზა­დაა“ (ავ­ტო­რი - ნა­ი­რა აი­რუ­მი­ა­ნი).

"ბოლო დროს სა­ქარ­თვე­ლო აგ­რძე­ლებს თა­ვის აქ­ტი­უ­რო­ბას აზერ­ბა­ი­ჯან­თან და სომ­ხეთ­თან: ბა­თუმ­ში მომ­ხდა­რი უბე­დუ­რე­ბი­სა და სა­ერ­თოდ, ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი რთუ­ლი სა­ში­ნაო პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის მი­უ­ხე­და­ვად, პრე­მი­ერ­მა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მა­ინც უკი­დუ­რე­სად სა­ჭი­როდ ჩათ­ვა­ლა ერე­ვან­ში ჩა­მო­სუ­ლი­ყო, რათა "თა­ვი­სი სა­ა­თი ფა­ში­ნი­ა­ნის სა­ათ­თან გა­ეს­წო­რე­ბი­ნა“ - დღის წეს­რიგ­შია სატ­რან­სპორ­ტო-ეკო­ნო­მი­კუ­რი დე­რეფ­ნე­ბის სა­კი­თხი - ერთი მხრივ, თურ­ქე­თი­დან ნახ­ჩივ­ნის გავ­ლით აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს­კენ და მე­ო­რე - ბა­ქო­დან თბი­ლი­სის გავ­ლით, ყარ­სი­სა­კენ.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ქარ­თვე­ლი პრე­მი­ე­რის შა­ბა­თის ვი­ზი­ტის შემ­დეგ გა­ცხად­და, რომ 12 აპ­რილს მოს­კოვ­ში ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი­სა და ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის მო­ლა­პა­რა­კე­ბა გა­ი­მარ­თე­ბო­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს უა­რის ფონ­ზე, რომ­ლის მი­ხედ­ვით, თბი­ლი­სი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ი­ღებს კავ­კა­სი­უ­რი პლატ­ფორ­მის "სამი პლუს სა­მის“ ("3+3“) რე­ა­ლი­ზე­ბა­ში, რად­გან მას­ში ოკუ­პან­ტი რუ­სე­თიც მო­ნა­წი­ლე­ობს. ამას­თან, თბი­ლისს აინ­ტე­რე­სებს, მარ­თლაც ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით გახ­სნის თუ არა ერე­ვა­ნი "ზან­გე­ზუ­რის დე­რე­ფანს“, რო­მე­ლიც თურ­ქეთს რუ­სე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით ტვირ­თე­ბის გა­და­სა­ზი­დად სჭირ­დე­ბა.

ერევ­ნის თან­ხმო­ბა რომ არ არ­სე­ბობ­დეს, განა ფა­ში­ნი­ა­ნი პუ­ტინს შეხ­ვდე­ბო­და? თა­ნაც მათი შეხ­ვედ­რა რო­გორ თა­რიღს და­ემ­თხვა - ყარ­სის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე ხელ­მო­წე­რის წინა დღეს.

უეჭ­ვე­ლია, რომ სომ­ხე­თის სამ­ხრე­თი ნა­წი­ლი, რუ­სე­თის ზე­წო­ლით, აზერ­ბა­ი­ჯანს "ტყვი­ის გა­უს­რო­ლე­ლად“ ჩა­ბარ­დე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი მზა­დაა გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი სა­ზღვრე­ბის შე­საც­ვლე­ლად და ყარ­სის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის "რეს­ტარ­ტი­სათ­ვის", - ვკი­თხუ­ლობთ სტა­ტი­ა­ში.

რა მოხ­და 100 წლის წინ, 1921 წლის 13 ოქ­ტომ­ბერს, ყარსში?

1921 წლის სექ­ტემ­ბრის და­სა­წყი­სი თბი­ლის­ში უჩ­ვე­უ­ლოდ ცხე­ლი გა­მოდ­გა. გა­ზე­თე­ბი წერ­დნენ, მთელ ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში დიდი სი­ცხე­ე­ბია - არა­მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ აზერ­ბა­ი­ჯან­ში და სომ­ხეთ­ში­ცო. რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, სა­სახ­ლე­ში, სა­დაც რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კრე­ბა მუ­შა­ობ­და, ახლა კო­მუ­ნის­ტუ­რი "კავ­ბი­უ­როს“ და სა­ქარ­თვე­ლოს რევ­კო­მის წევ­რე­ბი შეკ­რე­ბი­ლიყ­ვნენ და თათ­ბი­რობ­დნენ. შე­ნო­ბა­ში ქუ­ჩას­თან შე­და­რე­ბით გრი­ლო­და, მაგ­რამ თათ­ბირ­ზე მა­ინც "ცხე­ლი“ კა­მა­თი მი­დი­ო­და - იხი­ლე­ბო­და "ახალ თურ­ქეთ­თან“ ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხი.

სი­ტყვით სერ­გო ორ­ჯო­ნი­კი­ძე გა­მო­დი­ო­და.

sergo-orjnikidze-41826-1634114793.jpg

სერ­გო ორ­ჯო­ნი­კი­ძე და ფი­ლი­პე მა­ხა­რა­ძე

- ამ­ხა­ნა­გე­ბო, დღეს ჩვე­ნი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა და­ვიც­ვათ მოს­კოვ­ში 1921 წლის 16 მარტს ხელ­მო­წე­რი­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ზღვრე­ბის სა­კი­თხში, - ამ­ბობს სერ­გო და ალ­მა­ცე­რად უყუ­რებს ბუდუ მდი­ვანს, მი­ხე­ილ სვა­ნი­ძეს და სერ­გო ქავ­თა­რა­ძეს, რომ­ლე­ბიც მო­ღუ­შუ­ლე­ბი სხე­დან, - ყარსში შეხ­ვედ­რამ­დე, ვიდ­რე კონ­ფე­რენ­ცია და­ი­წყე­ბა, მტკი­ცედ უნდა დავთქვათ და შევ­თან­ხმდეთ, რომ რა­ი­მე ზედ­მე­ტი და გა­დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი სი­ტყვა ნათ­ქვა­მი არ იქ­ნე­ბა... ამ დღე­ებ­ში ასე­ვე შევ­ხვდე­ბით და ვი­თათ­ბი­რებთ ჩვენს სო­მეხ და აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ ამ­ხა­ნა­გებ­თა­ნაც...

45549-mdivani-budu-polikarpe-gurgenis-ze-giorgis-ze-2-41840-1634114826.jpg

ბუდუ მდივანი

სერ­გო ორ­ჯო­ნი­კი­ძეს სი­ტყვა არ ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი, რომ რევ­კო­მის თავ­მჯდო­მა­რე ბუდუ მდი­ვა­ნი მო­უ­ლოდ­ნე­ლად წა­მოდ­გა და მკვა­ხედ თქვა:

- ამ­ხა­ნა­გო სერ­გო, შენ­თვის ად­ვი­ლია თქმა, მაგ­რამ ჩვენ რა ვქნათ?

სერ­გოს სა­ხე­ზე დამ­ცი­ნავ­მა ღი­მილ­მა გა­და­ურ­ბი­ნა...

- დიახ, ჩვენ რა ვქნათ? - გა­ი­მე­ო­რა ბუ­დუმ, - ხალ­ხი რას გვე­ტყვის - მენ­შე­ვი­კებ­მა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გა­ა­ერ­თი­ა­ნეს, თქვენ კი ჩვენს მამა-პა­პა­თა ის­ტო­რი­ულ მიწა-წყალს ანი­ა­ვებ­თო? ცოტა მი­ვე­ცით მე­ზობ­ლებს? თა­ნაც ახლა ვის ვაძ­ლევთ ტაო-კლარ­ჯეთს - თურ­ქებს, რომ­ლე­ბიც მე­გობ­რე­ბად მიგ­ვაჩ­ნია? განა მათ ჩემ­ზე კარ­გად იც­ნობ? ან­გო­რა­ში, მუს­ტა­ფა ქე­მა­ლის მთავ­რო­ბას­თან, სამი თვე ვი­ყა­ვი საბ­ჭო­თა რუ­სე­თის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და შიგ­ნი­დან ვხე­დავ­დი ყვე­ლა­ფერს... ვიცი, ეგე­ნი რა ხვი­თო­ე­ბიც არი­ან.. მე ვფიქ­რობ, რომ მოს­კოვ­ში მო­ლა­პა­რა­კე­ბის დროს თურ­ქებს ბევ­რი რამ და­ვუთ­მეთ და იქ­ნებ ახლა მა­ინც ვცა­დოთ ცუდი საქ­მის ნა­წი­ლობ­რივ გა­მოს­წო­რე­ბა...

განაგრძეთ კითხვა

myquiz