მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული რეზიდენცია, სადაც მილიარდერი მუკეშ ამბანი ცხოვრობს | Allnews.Ge

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული რეზიდენცია, სადაც მილიარდერი მუკეშ ამბანი ცხოვრობს

ბიზნეს მაგნატი მუკეშ ამბანი ბუკინგემის სასახლის შემდეგ მსოფლიოში ერთ -ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ კერძო რეზიდენციას ფლობს.

სრულყოფილებითა და სიზუსტით აგებული Antilia მუმბაის ცენტრში მდებარე თვალშისაცემი კოშკია. იგი ისეთივე გრანდიოზულია, როგორც ჟღერს, მის სანახავად ხალხი ინდოეთში მთელი მსოფლიოდან ჩადის.

ანტილიაში მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი მილიარდერი, მსოფლიოში გავლენებით ცნობილი მუკეშ ამბანი და მისი ოჯახი ცხოვრობს. კოშკი 24 საათის განმავლობაში საგანგებო უსაფრთხოების ქვეშ იმყოფება.

ასიმეტრიული სილამაზე

agtye3q-1633703270-1633941682.jpg

ძნელია ანტილია ვერ შეამჩნიო. როგორც India Today აღნიშნავს, შენობის სახელი იდუმალი კუნძულიდან მომდინარეობს, რომელიც ატლანტის ოკეანეში მე-15 საუკუნეში აღმოაჩინეს.

dxhnjurewjw-1633703308-1633941792.jpg

სახლი ორი წლის განმავლობაში, ჩიკაგოში დაფუძნებული არქიტექტურული ფირმის Perkins + Will მიერ შენდებოდა. ხოლო მშენებლობას ავსტრალიური კომპანია Leighton Holdings მართავდა. უჩვეულო დიზაინის გათვლილია 60 სართულზე, თუმცა სართულებს ძალიან მაღალი ჭერი აქვს და ამის გამო, სულ 27 სართულია. ანტილია გთავაზობთ არაბეთის ზღვისა და მუმბაის ქალაქის ულამაზეს ხედებს.

განაგრძეთ კითხვა

myquiz