საინტერესო ფაქტები რელიგიაზე, რომლებიც შესაძლოა არ იცოდით
მსოფლიოში ყველაზე კათოლიკური ქვეყანა აღმოსავლეთი ტიმორია. იქ მოსახლეობის 98% კათოლიკეა და ამ მაჩვენებლით, მხოლოდ ვატიკანს ჩამორჩება, რომლის მოსახლეობა მთლიანად კათოლიკურია.
მიკრონეზიაში ყოველ ახალ წელს, სახელის შეცვლაა მიღებული. ადგილობრივები ამ ტრადიციას ბოროტი ძალების და სულების დასაბნევად მიჰყვებიან.
შუა საუკუნეებში ილუზიონისტებს კოცონზე წვავდნენ, რადგან მათ შავი მაგიის წარმომადგენლებად მიიჩნევდნენ. ილუზიონისტის ჯადოქრობაში ეჭვის შეტანა და კოცონზე დაწვა, იმ დროს, ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ვიდრე 1584 წ. რ. სკოტის წიგნი არ გამოვიდა, რომელშიც პოპულარული ფოკუსები იყო ახსნილი.
თეორიულად, რომის პაპი ნებისმიერი კთოლიკე–მამაკაცი შეიძლება გახდეს, მაშინაც კი, თუ ის სასულიერო პირი არ არის. თუმცა, 1378 წლიდან მოყოლებული, ამ თანამდებობას მხოლოდ კარდინალები იკავებენ.
ბავარიელი მონარქები, მარხვის დროს, მხოლოდ ლუდს სვამდნენ, რადგან ალკოჰოლი აკრძალული იყო. ხოლო ლუდი, ალკოჰოლად კი არა, — «თხევად პურად» ითვლებოდა.
რომის პაპი ფრანცისკე — ერთადერთი პაპია, რომელიც მხარდაჭერას უცხადებს სქესობრივი უმცირესობის წარმომადგენლებს. «თუ ადამიანი საკუთარ თავს ჰომოსექსუალს უწოდებს და ღმერთს ეძებს, მე ვინ ვარ, რომ ის განვსაჯო?» — წერს პაპი საკუთარი ტვიტერის გვერდზე.
XV – XVII საუკუნეების ევროპაში «კუდიანების ისტორია» მძვინვარებდა. მეცნიერების შეფასებით, ამ პერიოდში, კოცონზე ან სახრჩობელაზე, ჯადოქრობაში ეჭვმიტანილმა, 80 000–მდე ქალმა დაასრულა სიცოცხლე. ამასთან, როგორც გაირკვა, ყველაზე მეტი «კუდიანი» გერმანიაში, ხოლო, ყველაზე ნაკლები — ირლანდიაში იყო.