საქართველოს ყველაზე პოპულარული პირველი ლედის, სანდრა რულოვსის ცხოვრების გზა ჰოლანდიიდან საქართველომდე | Allnews.Ge

საქართველოს ყველაზე პოპულარული პირველი ლედის, სანდრა რულოვსის ცხოვრების გზა ჰოლანდიიდან საქართველომდე

"არ და­გი­მა­ლავთ, რომ პა­რას­კევს სა­ღა­მოს და­დე­ბუ­ლი ვი­დე­ოს ში­ნა­არ­სი ჩემ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, ფორ­მა კი სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლი", - ეს სი­ტყვე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პირ­ველ ლე­დის სან­დრა რუ­ლოვსს ეკუთ­ვნის. იდე­ა­ლის­ტი ქა­ლის სტა­ტუს­მა გუ­შინ კი­დევ ერთხელ გა­ა­ო­ცა სა­ქარ­თვე­ლო. ამ სი­ტყვე­ბით სან­დრა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­პა­ტიმ­რე­ბის დღეს, უკ­რა­ი­ნე­ლი დე­პუ­ტა­ტის ლიზა იას­კოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ოს გა­მო­ეხ­მა­უ­რა. ვი­დე­ო­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ­ბობ­და რომ ლი­ზას­თან ერ­თად ახა­ლი ცხოვ­რე­ბა და­ი­წყო.

ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი პირ­ვე­ლი ლედი

სან­დრა ელი­სა­ბედ რუ­ლოვ­სი 1968 დე­კემ­ბერს ჰო­ლან­დი­ის ქა­ლაქ ტერ­ნე­ზენ­ში და­ი­ბა­დე. კა­თო­ლი­კურ ოჯახ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ბავ­შვო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად სწავ­ლობ­და უცხო ენებს და ოც­ნე­ბობ­და რო­მე­ლი­მე აფ­რი­კულ ქვე­ყა­ნა­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მი­სი­ით გამ­გზავ­რე­ბუ­ლი­ყო.

sandra-rulofsoii-43895-1633596141.jpg

25 წლის ასაკ­ში სტრას­ბურ­გში უნი­ვერ­სი­ტე­ტის კა­ფე­ტე­რი­ა­ში ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­იც­ნო და ამ დღის შემ­დეგ მათი გზე­ბი სა­მუ­და­მოდ გა­და­იკ­ვე­თა.

ცხოვ­რე­ბა შტა­ტებ­ში გა­აგ­რძე­ლეს და სა­ქარ­თვე­ლო­ში უამ­რა­ვი გეგ­მით, უკვე და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლე­ბი დაბ­რუნ­დნენ. პირ­ვე­ლიც რაც ქარ­თვე­ლე­ბის რძალ­მა გა­ა­კე­თა, მე­უღ­ლის მშობ­ლი­უ­რი ენა ის­წავ­ლა.

თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად რო­გორც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე არ ჩა­მო­სუ­ლა.

პირ­ვე­ლად 1992 წელს იმოგ­ზა­უ­რა, მოს­კო­ვი­დან მა­ტა­რე­ბელს გა­მოჰ­ყვა და სო­ხუმ­ში ჩა­მო­ვი­და. იმ­ჟა­მად ფლა­მან­დი­ელ ძმებს თარ­ჯიმ­ნო­ბას უწევ­და, რომ­ლებ­მაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰო­ლან­დი­უ­რი ბოსტნე­უ­ლის თეს­ლი ჩა­მო­ი­ტა­ნეს და სო­ხუ­მი­დან პირ­და­პირ ქუ­თა­ის­ში ჩა­მო­ვიდ­ნენ. ათი დღე გა­ა­ტა­რეს ქუ­თა­ის­ში და ჰო­ლან­დი­ა­ში დაბ­რუნ­დნენ.

sandraaaaaaa12-44022-1633596203.jpg

პირ­ვე­ლი ლე­დის სტა­ტუ­სი 2004 წლის 4 იან­ვარს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ მი­ი­ღო. "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ით“ მო­სულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე ხალ­ხი დიდ იმე­დებს ამ­ყა­რებ­და და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ძა­ლი­ან თბი­ლად მი­ი­ღო ქარ­თულ ენა­ზე მო­სა­უბ­რე ჰო­ლან­დი­ე­ლი რძა­ლი, იმ­ჟა­მად წყვი­ლის პირ­ვე­ლი შვი­ლი - ედუ­არ­დი უკვე ჰყავ­და.

sandara-roulofs-44334-1633596219.jpg

წლე­ბის გას­ვლას­თან ერ­თად, იკ­ლებ­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ი­ტინ­გი, ვარ­დე­ბით მო­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხში­რად ეხ­ვე­ო­და სკან­დალ­ში. ქვე­ყა­ნა­ში იმარ­თე­ბო­და მი­ტინ­გე­ბი, რომ­ლე­ბიც თვე­ე­ბიც კი გრძელ­დე­ბო­და, მაგ­რამ სან­დრა რუ­ლოვ­სი ყო­ველ­თვის რჩე­ბო­და იმ პირ­ველ ქალ­ბა­ტო­ნად, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ნა­წილს უყ­ვარ­და, და­ნარ­ჩენს კი ნაკ­ლე­ბად აღი­ზი­ა­ნებ­და.

2004 წელი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის საპ­რე­ზი­დენ­ტო ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე

"არას­დროს მარ­ტო არ ხარ, ყვე­ლა ნა­ბი­ჯი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია უსაფრ­თხო­ე­ბას­თან. ცუდი პრე­სა, დის­კრე­დი­ტა­ცია. ხან თმა არ გაქვს და­ვარ­ცხნი­ლი, არ ხარ ფორ­მა­ში, ნამ­ტი­რა­ლე­ვი ხარ, მაგ­რამ მა­ინც უნდა გახ­ვი­დე ხალ­ხში, რად­გან შენ ხარ სიმ­ბო­ლო, რეპ­რე­ზენ­ტა­ბე­ლუ­რი ფუნ­ქცია გაქვს“, - იხ­სე­ნებ­და ის წლე­ბის შემ­დეგ ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­თან გუ­ლახ­დილ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

სან­დრა რუ­ლოვ­სი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში იშ­ვი­ა­თად ჩნდე­ბო­და, თუმ­ცა ყო­ველ­თვის ახ­ლდა მე­უღ­ლეს ოფი­ცი­ა­ლურ მი­ღე­ბებ­ზე, რის შემ­დე­გაც მე­დია მისი ჩაც­მის სტი­ლის გამო კრი­ტი­კას არ იშუ­რებ­და ხოლ­მე.

განაგრძეთ კითხვა

myquiz