როგორი იქნება პარკი ბახმაროში, რომლის მშენებლობაც 1.294 მილიონი ლარი ჯდება | Allnews.Ge

როგორი იქნება პარკი ბახმაროში, რომლის მშენებლობაც 1.294 მილიონი ლარი ჯდება

2022 წელს ბახმაროს ახალი თემატური პარკი უნდა ჰქონდეს. მისი მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდს 1 293 996 ლარი უჯდება, სამშენებლო სამუშაოებს კი შპს ქართლი ახორციელებს.

baxmaropoooo-1633595717.jpg

ცნობისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში დასასვენებელი, თემატური პარკის მოსაწყობათ ტენდერი 2020 წელს ორჯერ გამოაცხადა, პირველად ივლისში, მეორედ კი უკვე სექტემბერში. შესყიდვის სავარაუდო ღორებულება 1 373 777 ლარს შეადგენდა. ბოლო ტენდერში წინადადებება 2-მა კომპანიამ - ინშაათ საქართველო Inshaat Georgia-მ (1 300 334 ლარი) და „ქართლმა“ (1 294 000) წარადგინა. საბოლოოდ ტენდერში შპს ქართლმა გაიმარჯვა.

baxxx-1633593657-1633595732.png

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამშენებლო მოედანი მდებარეობს დაბა ბახმაროს ცენტრალურ ნაწილში, საერთო ფართია დაახლოებით 13 805,00 კვ.მ. პროექტი ითვალისწინებს აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე არსებული პარკის სრულ რეაბილიტაციასა და ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტების მოწყობას.

განაგრძეთ კითხვა