ესპანეთი ახალგაზრდებს თვეში 250 ევროს გადაუხდის- რა მიზნით ამოქმედდა ქვეყანაში ახალგაზრდებისთვის ყოველთვიური საბონუსე სისტემა? | Allnews.Ge

ესპანეთი ახალგაზრდებს თვეში 250 ევროს გადაუხდის- რა მიზნით ამოქმედდა ქვეყანაში ახალგაზრდებისთვის ყოველთვიური საბონუსე სისტემა?

ესპანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 18-დან 35 წლამდე ახალგაზრდები ყოველთვიურად ბონუსის სახით 250 ევროს მიიღებენ, რაც მათ მშობლების სახლის დატოვებასა და ბინის ქირის გადახდაში დაეხმარებათ.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის თქმით, ახალგაზრდები ბონუსს მშობლების სახლის დატოვებიდან 2 წლის განმავლობაში მიიღებენ, რაც მათ დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებაში დაეხმარებათ.

b82135fc4e1c06acdf38a2ef04c22bcc-architecture-student-barcelona-1633587966.jpg

BBC წერს, რომ კორონავირუსის პანდემიის დაწყების დროიდან ესპანეთში ბინების ფასები და მათი გაქირავების საფასური მნიშვნელოვნად გაიზარდა, შესაბამისად ახალგაზრდების დიდ ნაწილს მათი გადახდის შესაძლებლობა არ აქვთ.

პედრო სანჩესის თქმით, ახალგაზრდებს ბონუსებს რეგიონების ბიუჯეტიდან გადაუხდიან. ამასთან, 18-დან 35 წლამდე ახალგაზრდებმა უნდა წარადგინონ დოკუმენტი, რომლის თანახმადაც მათი ყოველწლიური ანაზღაურება 23 725 ევროზე ნაკლებია.

120877496-rental-1633587986.jpg

Eurostat-ის ინფორმაციით, ესპანელი ახალგაზრდების უმეტესობა მშობლების სახლს 30 წლამდე ტოვებს, რაც ევროპის საშუალო მაჩვენებელზე 4 წლით მეტია.

ბოლო წლების მანძილზე ეკონომიკურმა კრიზისმა იმ ახალგაზრდების რიცხვი, რომლებიც 18 წლის ასაკიდან მშობლების სახლს ტოვებენ და დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ 26%-დან 16%-მდე შემცირდა.

ესპანეთის დიდ ქალაქებში მცირე ზომის ბინების გაქირავების საფასური საშუალოდ 800 ევროდან იწყება, რომლის გადახდის პრობლემაც უამრავ ესპანელ ახალგაზრდას აქვს.

myquiz