რამდენად ხშირია ყოფილი პრეზიდენტების დაკავების ფაქტები მსოფლიოში? | Allnews.Ge

რამდენად ხშირია ყოფილი პრეზიდენტების დაკავების ფაქტები მსოფლიოში?

საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაკავებულია. მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების მე12 დაწესებულებაში იხდის სასჯელს რამდენიმე დანაშუალისთვის. მსოფლიოსთვის ყოფილი პრეზიდენტების დაკავება სიახლეს არ წარმოადგენს.

untitled-1633531292.jpg

ნიკოლა სარკოზი

01sarkozy-sub-superjumbo-1633531340.jpg

ციხე ემუქრება საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზისაც. საკროზი საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტს 2007-2011 წლებში იკავებდა. მიმდინარე წლის სექტემბერში პარიზის სასამართლომ ექსპრეზიდენტი 2012 წლის საარჩევნო კამპანიის უკანონოდ დაფინანსებაში დამნაშავედ ცნო და ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურის მტკიცებით, ნიკოლა სარკოზიმ არჩევნებისთვის კანონით დასაშვებ 22.5 მილიონ ევროზე თითქმის ორჯერ მეტი თანხა დახარჯა.

ჰოსნი მუბარაქი

7a0e0920-mubarak-000-nic6100438-scaled-1633531390.jpg

მოჰამედ ჰოსნი მუბარაქი ეგვიპტის მეოთხე პრეზიდენტი იყო და ქვეყანას 1981–2011 წლებში მართავდა. 2011 წლის 11 თებერვალს ჰოსნი მუბარაქი გადადგა და ძალაუფლება არმიას გადასცა. 2012 წლის 2 ივნისს კაიროს სასამართლოს გადაწყვეტილებით მშვიდობიანი დემონსტრანტების მკლველობისა და კორუფციის ბრალდებით, ჰოსნი მუბარაქს სამუდამო პატიმრობა შეეფარდა. 2012 წელს მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, თუმცა 2015 წელს ის ჯანმრთლობის მდგომარეობის გაუარესების გამო გაათავისუფლეს.

ჩენ შუ-ბიანი

460taiwan-1633531498.jpg

ჩენ შუ-ბიანი ტაივანის პრეზიდენტის პოსტს 2008 წლამდე 8 წლის განმავლობაში იკავებდა. კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის გამო სასამართლომ მას თავდაპირველად სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, რომელიც შემდგომ 19 წლამდე შეუმცირდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების გამო ის საპატიმროდან 2015 წელს გაათავისუფლეს.

სადამ ჰუსეინი

saddam-hussein-courtroom-capture-iraq-baghdad-1633531536.jpg

გახმაურებულია სადამ ჰუსეინის საქმეც ერაყის პრეზიდენტის პოსტს 1979–2003 წლებში იკავებდა. მისი მმართველობის პერიოდში ერაყში ადამიანის უფლებები ხშირად ირღვეობდა, დაფიქსირდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ასობით შემთხვევა. ჰუსეინის რეჟიმს დაახლოებით 250 000 ადამიანი ემსხვერპლა. 2003 წელს მას შემდეგ, რაც ერაყში აშშ-ის ჯარები შეიჭრნენ ჰუსეინი დააპატიმრეს. 2006 წელს სასამართლომ მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.

ალმაზბეკ ატამბაევი

108295464-74cf7d2a-d7db-487e-b706-05ab698f8db2-1633531584.jpg

2019 წელს დააკავეს ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ალმაზბეკ ატამბაევის სახლში სპეცრაზმი შევიდა. სპეცრაზმსა და ალმაზბეკ ატამბაევს შორის დაპირისპირებაც მოხდა და სამართალდამცველებს რეზინის ტყვიების გამოყენებაც კი დასჭირდა. 2018 წლის 27 ივნისს ყირგიზეთის ექსპრეზიდენტს იმუნიტეტი მოუხსნეს: ის კორუფციაში იყო ეჭვმიტანილი. ალმაზბეკ ატამბაევი ქვეყანას 2011-2017 წლებში მართავდა.

ჯივკო ბუდიმირი

16775831-303-1633531649.jpg

2013 წელს დააკავეს ბოსნია-ჰერცეგოვინას ფედერაციის პრეზიდენტი ჯივკო ბუდიმირი. ბუდმირის დაკავება ხელისუფლების 18 წარმომადგენელთან ერთად მოხდა. ბუდმირის ბრალდებაც კორუფცია იყო. ადგილობრივი პოლიციის განმარტებით, პრეზიდენტი იმ ბრალდებულთა შეწყალებისთვისაც დააპატიმრეს, რომელთა უმრავლესობას შესაფერისი რეკომენდაცია არ გააჩნდა.2012 წელს ბოსნიას პრეზიდენტმა 96 ადამიანი შეიწყალა. სამართალდამცავი ორგანოები ვარაუდობდნენ , რომ პრეზიდენტი საშიშ კრიმინალებს თავისუფლებაზე გარკვეული თანხის სანაცვლოდ უშვებდა.

myquiz