საშინელი და შემაძრწუნებელი გასართობი პარკები, სადაც ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანმა შეიძლება არც მოისურვოს შესვლა | Allnews.Ge

საშინელი და შემაძრწუნებელი გასართობი პარკები, სადაც ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანმა შეიძლება არც მოისურვოს შესვლა

კლასიკური, დისნეილენდის მსგავსი გასართობი პარკები, ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობია. თუმცა არსებობს უცნაური თემატური პარკებიც, რომელთაგან ზოგიერთი იმდენად უჩვეულოა, რომ ჯანმრთელი ფსიქიკის მქონე ადამიანი ალბათ არც კი მოისურვებს ასეთი ადგილის მონახულებას.

კროკოზავრების ყურე

2021100523475890773-1633523301.jpg

ეს უჩვეულო პარკი ავსტრალიაში, მთლიანად ნიანგებს აქვს დათმობილი, რომლებიც აქ ორ ასეულზე მეტია. კროკოზავრების ყურეში გაეცნობით ყველაფერს უძველეს რეპტილიებზე, ყველაზე გამბედავებს კი შეუძლიათ თავი გამოსცადონ პოპულარულ სიკვდილის გალიაში.

2021100523482690773-1633523311.jpg

ვინც გარისკავს, 15 საშინელ წუთს გაატარებს უზარმაზარი ნიანგების გვერდით.

ქონდრისკაცების იმპერია

იგი ჩინეთში, ქალაქ კუნმინთან მდებარეობს. პარკის მთავარ თემას ჯუჯები წარმოადგენენ. ზოგიერთი თვლის, რომ ეს კანონსაწინააღმდეგოა, მაშინ როცა სხვები თვლიან რომ ეს კარგი შესაძლებლობაა ჯუჯებისთვის, რომლებიც დასაქმებული არიან ამ სამსახურში. სხვადასხვა ადამიანების შეხედულებებისგან განსხვავებით ქონდრისკაცების იმპერია ჯერ კიდევ არსებობს და იქ დასაქმებულია 100 ადამიანი, რომლებიც მუშაობენ და ცხოვრობენ პატარა სოკოსმაგვარ სახლებში. ზოგიერთის აზრით, ეს არა თემატური პარკია, არამედ შოუ. აქ სტუმრებს ელოდებათ ცეკვები, სიმღერები, თამაშები ზღაპრებიდან და ჯუჯების მეფეც კი.

2021100523491890773-1633523494.jpg

ლავლენდი

დასახელების მიხედვით, ალბათ უკვე მიხვდით ამ თემატური პარკის დანიშნულებას. სინამდვილეში, ლავლენდი ეძღვნება არა იმდენად სიყვარულს, რამდენადაც სქესთა შორის ურთიერთდამოკიდებულების საკითხს.

2021100523513590773-1633523569.jpg

პარკი მდებარეობს სამხრეთ კორეის კუნძულ ჩეჯუზე და 140-ზემეტი სკულპტურაა გამოფენილი მხოლოდ მოზრდილთათვის.

2021100523521390773-1633523619.jpg

საბჭოთა ბუნკერი

ვილნიუსში (ლიეტუვა) გახსნილია აღნიშნული ატრაქციონი, სადაც ყველა მსურველს ეძლევა შესაძლებლობა გაიგოს, თუ რას ნიშნავდა საბჭოთა მოქალაქეობა. რთულია იმის თქმა, თუ რამდენად შეესაბამება ბუნკერის გარემო რეალობას, მაგრამ ეს თავგადასავალი მშიშრებისთვის არ არის.

2021100523552790773-1633523686.jpg

ორი საათის განმავლობაში სტუმარი თავის თავზე გამოსცდის იმ დროის ცხოვრების ყველა ელემენტს. აღსანიშნავია, რომ ატრაქციონი რეალურ საბჭოთა ბუნკერში მდებარეობს, რომელიც საბჭოთა არმიის თავდაცვის სისტემის ელემენტი იყო.

2021100523561190773-1633523704.jpg

მნახველებს მოართმევენ საბჭოთა საკვებს, მოარგებენ აირწინაღს და რა თქმა უნდა მიიღებენ ტრადიციულ ერთ ჭიქა არაყს, გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ. განაგრძეთ კითხვა

მსგავსი სტატიები:

ყველაზე შემზარავი კუნძული მსოფლიოში, სადაც ჩასვლას ვერავინ ბედავს

Atlantico- ყველაზე შემზარავი წყალქვეშა მუზეუმი მსოფლიოში

myquiz