მუჰამედ ალის ნახატების კოლექცია აუქციონზე 1 მლნ დოლარად გაიყიდა- ნახეთ ლეგენდარული მოკრივის აქამდე უცნობი ნახატები | Allnews.Ge

მუჰამედ ალის ნახატების კოლექცია აუქციონზე 1 მლნ დოლარად გაიყიდა- ნახეთ ლეგენდარული მოკრივის აქამდე უცნობი ნახატები

ლე­გენ­და­რუ­ლი მოკ­რი­ვის, მუ­ჰა­მედ ალის უიშ­ვი­ა­თე­სი ნა­ხა­ტე­ბის კო­ლექ­ცია აქ­ცი­ონ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 1-მი­ლი­ონ დო­ლა­რად გა­ი­ყი­და. ალის 26 ნა­მუ­შე­ვა­რი გა­მო­ფე­ნი­ლი იყო Bonhams-ის აუქ­ცი­ო­ნის სახ­ლში.

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ნა­ხა­ტი სა­ხე­ლად "Bee" 425 000 დო­ლა­რად გა­ი­ყი­და, რაც მის პირ­ვე­ლად გა­სა­ყიდ ფას­თან შე­და­რე­ბით 10-ჯერ მე­ტია.

ali6-48392-1633519820.jpg

ალი ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დი­დე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნი იყო, თუმ­ცა მისი ინ­ტე­რე­სე­ბი მხო­ლოდ კრივს არ უკავ­შირ­დე­ბო­და. მუ­ჰა­მედ ალი იყო აქ­ტი­ვის­ტი, პო­ე­ტი და და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი იყო მხატ­ვრო­ბის ნი­ჭი­თაც.

ali-48732-1633519868.jpg

მუ­ჰა­მედ ალის, რო­გორც მხატ­ვარს სა­ზო­გა­დოეbა ნაკ­ლე­ბად იც­ნობს. BBC-ი წერს, რომ ხატ­ვა მისი საყ­ვა­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა იყო, ხა­ტავ­და ხში­რად და აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ კუ­თხით დი­დია ალი­ზე მა­მის გავ­ლე­ნა, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მხატ­ვა­რი იყო.

ali1-48404-1633519888.jpg

"მუ­ჰა­მედ ალი ლე­გენ­და იყო, რო­მელ­მაც მთელ თა­ო­ბა­ზე მო­ახ­დი­ნა გავ­ლე­ნა. ხა­ტავ­და ყვე­ლა­ფერ­ზე, რაც მის გულ­თან ახ­ლოს იყო - ხა­ტავ­და კრივ­ზე ნა­მუ­შევ­რებს უძღვნი­და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს, რე­ლი­გი­ას, მსოფ­ლიო მშვი­დო­ბას", - ამ­ბობს აუქ­ცი­ო­ნის დი­რექ­ტო­რი, ჰე­ლენ ჰოლი.

განაგრძეთ კითხვა

myquiz