ვინ არის ქართველი გოგონა, რომელსაც „ქუვეითის ქართულ მარგალიტს“ უწოდებენ | Allnews.Ge

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელსაც „ქუვეითის ქართულ მარგალიტს“ უწოდებენ

ცვლი­ლე­ბე­ბი - ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. ყო­ვე­ლი დღე შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს რა­ღაც ახ­ლის და­სა­წყი­სი და ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბა მო­გე­ცეს მე­ო­რე შან­სი. იმის­თვის, რომ და­სა­ხულ მი­ზანს მი­აღ­წიო, ბევ­რი რამ უნდა შეც­ვა­ლო და ზოგ­ჯერ იმის­თვის, რომ ოც­ნე­ბა აიხ­დი­ნო, ქვეყ­ნი­დან უნდა წახ­ვი­დე და იბ­რძო­ლო.

„ქუ­ვე­ი­თის ვარ­სკვლა­ვი“ - ასე ეძა­ხი­ან ელგა კო­ტაშ­ვილს, რო­მე­ლიც 23 წლის ასაკ­ში, პირ­ვე­ლად მოხ­ვდა მის­თვის სრუ­ლი­ად უცხო ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც დღეს მას იც­ნო­ბენ რო­გორც ყვე­ლა­ზე აღი­ა­რე­ბულ სტი­ლისტს. სა­კუ­თა­რი თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბის­თვის, ელგა თავ­და­უ­ზო­გა­ვად შრო­მობ­და და ახლა, მას უკვე სა­კუ­თა­რი სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნი აქვს, რო­მელ­საც ხში­რად სტუმ­რო­ბენ სა­მე­ფო საგ­ვა­რე­უ­ლო ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ქუ­ვე­ი­თუ­რი ბო­მონ­დის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი, ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, ექი­მე­ბი თუ დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი.

ელგა, რო­გორ აღ­მოჩ­ნდით ქუ­ვე­ით­ში და რა გზა გა­ი­ა­რეთ, სა­ნამ და­სა­ხულ მი­ზანს მი­აღ­წევ­დით?

- ქუ­ვე­ით­ში 23 წლის ასაკ­ში, ჩემი ოჯა­ხის მე­გობ­რის - გოგი თო­და­ძის დახ­მა­რე­ბით მოვ­ხვდი. მან ქუ­ვე­ით­ში 26 წელი იცხოვ­რა. ამ ქვეყ­ნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია დღე­საც ძა­ლი­ან მწი­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში და იმ პე­რი­ოდ­ში, სა­ერ­თოდ უც­ნო­ბი იყო. ბავ­შვო­ბის და თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის წლე­ბი მოს­კოვ­ში გა­ვა­ტა­რე. ოჯა­ხი ნა­ად­რე­ვად შევ­ქმე­ნი, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, მალე დავ­ქვრივ­დი და ჩემს გო­გო­ნას­თან ერ­თად დავ­რჩი. სა­ქარ­თვე­ლო­ში 2008 წელს დავ­ბრუნ­დი. ქუ­ვე­ით­ში გამ­გზავ­რე­ბი­სას, შვი­ლის და­ტო­ვე­ბა დე­და­ჩემ­თან, დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში მო­მიხ­და, რაც ჩემს მდგო­მა­რე­ო­ბას ემო­ცი­უ­რად კი­დევ უფრო ამ­ძი­მებ­და. მოს­კოვ­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა არა­ფერ კავ­შირ­ში არ იყო იმ ქვე­ყა­ნას­თან, სა­დაც მი­ვემ­გზავ­რე­ბო­დი. მუ­შა­ო­ბა ქუ­ვე­ით­ში ჩას­ვლის­თა­ნა­ვე ერთ-ერთ სი­ლა­მა­ზის სა­ლონ­ში და­ვი­წყე, მა­ნი­კი­უ­რის კე­თე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, თუმ­ცა ბევ­რად მი­ზი­დავ­და თმის მოვ­ლის, ფე­რე­ბის დას­მი­სა და ვარ­ცხნი­ლო­ბე­ბის კე­თე­ბა. ბევ­რი შრო­მის და ფე­რე­ბის შე­რე­ვის სა­კუ­თა­რი ტექ­ნო­ლო­გი­ის მიგ­ნე­ბის შე­დე­გად, სწრა­ფად და­ვი­კა­ვე სტი­ლის­ტის სა­პა­ტიო ად­გი­ლი, სა­დაც 3 წელი ვი­მუ­შა­ვე. შემ­დეგ კი სა­კუ­თა­რი სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნი გავ­ხსე­ნი.

სა­ხე­ლი მა­ლე­ვე გა­ით­ქვით, გაგ­ვიმ­ხი­ლეთ, რა­შია თქვე­ნი წარ­მა­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლო?

- ჩემი მომ­ხმა­რებ­ლის რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად იზ­რდე­ბო­და. რა თქმა უნდა, მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხი გა­დამ­წყვეტ როლს თა­მა­შობს, მაგ­რამ არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მომ­ხმა­რებ­ლის მი­მართ. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დი, ყვე­ლას­თან თა­ვა­ზი­ა­ნი და კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ჩემი წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლა და­ახ­ლო­ე­ბით ასე ჟღერს: „და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ხა­რის­ხი და გა­მოც­დი­ლე­ბა!“

რამ­დე­ნად რთუ­ლია სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა ქუ­ვე­ი­თე­ლებ­თან? მათი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სი­სა და რე­ლი­გი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე?

- გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ სხვა ქვე­ყა­ნა­ში და სხვა რე­ლი­გი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მო­მი­წია საქ­მი­ა­ნო­ბის აწყო­ბა, მათ­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სივ­რცე­ე­ბი მაქვს მო­წყო­ბი­ლი, სა­დაც შე­უძ­ლი­ათ ლოც­ვის­თვის გან­მარ­ტო­ვე­ბა. უცხო რე­ლი­გი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან ზო­გა­დად კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ, ძა­ლი­ან კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი და კე­თი­ლი ხალ­ხია, რად­გან სწო­რედ მათი რე­ლი­გია ავალ­დე­ბუ­ლებს ამ­გვარ მო­პყრო­ბას ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ. მათი მხრი­დან მუ­დამ ვგრძნობ­დი თბილ, გან­სა­კუთ­რე­ბულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, რაც უფრო მე­ტად პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში გა­მო­იკ­ვე­თა.

განაგრძეთ კითხვა

myquiz