რატომ არის მავნებელი შაქრის შემცვლელის შემცველი სასმელების მიღება
აშშ-ს მკვლევარებმა გამოავლინეს, რომ შაქრის შემცვლელის შემცველმა სასმელებმა შეიძლება გააძლიეროს მადა და შიმშილის გრძნობა ქალებსა და ჭარბი წონის მქონე ადამიანებში.
მიუხედავად იმისა, რომ შაქრის შემცვლელის შემცველი პროდუქტები ძალიან გავრცელებულია, მათი მოხმარების მავნეობისა და სარგებლის შესახებ კონსენსუნსი ექიმებსა და მეცნიერებს შორის ჯერეჯრობით მიღწეული არ არის.
კვლევაში მონაწილოება მიიღო 74 ადამიანმა. 12 საათიანი ღამის შიმშილის შემდეგ, ისინი სვამდნენ 300 მლ სასმელს: შაქრით დამტკბარს, შაქრის შემცვლელიანსა და წყალს. მონაწილეები დაყოფილები იყვნენ სამ ჯგუფად- ჯანსაღი წონის, ჭარბი წონისა და სიმსუქნით.
ორი საათის შემდეგ ფუნქციონალური მაგნიტური ტომოგრაფიის საშუალებით ადამიანებს აკვირდებოდნენ მადის მარეგულირებელი ტვინის ცენტრის აქტივაციაზე, საზღვრავდნენ სისხლში გლუკოზის, ინსულინის და სხვა მეტაბოლური ჰორმონების დონეს. ასევე ფასდებოდა მიღებული საკვების რაოდენობა.
მონაცემთა ანალიზმა აჩვენა, რომ შიმშილის გრძნობასთან დაკავშირებული ტვინის უბნების აქტივობა მომატებული იყო ორ ჯგუფში - ქალებსა და ჭარბი წონის ადამიანებში შაქრის შეცვლელი სასმელის მიღების შემდეგ.
ამას გარდა, მოხალისეთა ყველა ჯგუფში, შაქრის შემცვლელის მოხმარების შემდეგ, აღინიშნებოდა ნაყროვანების ჰორმონების დონის დაქვეითება. ქალები განსაკუთრებით მეტ საჭმელს იღებდნენ, თუმცა მამაკაცებში მსგავსი ეფექტი არ აღინიშნებოდა.