როგორ გავიგოთ, ნატურალურ რძეს ვსვამთ, თუ წყალში გაზავებულს? - მეთოდები, რომლებიც „სოფლის რძის“ შეფასებაში დაგეხმარებათ | Allnews.Ge

როგორ გავიგოთ, ნატურალურ რძეს ვსვამთ, თუ წყალში გაზავებულს? - მეთოდები, რომლებიც „სოფლის რძის“ შეფასებაში დაგეხმარებათ

რძე სასარგებლო პროდუქტია. ადამიანების ნაწილი ე. წ. სოფლის რძეს ანიჭებს უპირატესობას, რადგან ფიქრობენ, რომ მაღაზიაში ნაყიდ რძეზე უსაფრთხო და ნატურალურია, მაგრამ ამდენად ვენდობით გამყიდველს?

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული გვიზიარებს მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც სოფლის რძის შეფასებაში დაგეხმარებათ:

„სოფლის რძე უკვე ბევრ ადგილას იყიდება, პატარა სავაჭრო ობიექტებზე თუ პირდაპირ ქუჩაში. საყურადღებოა მისი შეძენა, არსებობს ძალიან დიდი რისკი იმისა, რომ რძე იყოს დაბინძურებული ფიზიკური, ქიმიური და მიკრობიოლოგიური საფრთხეებით.

ყურადღება მიაქციეთ :

  • რამდენად სუფთა და უსაფრთხო ჭურჭელშია მოთავსებული;
  • ხომ არ არის წყლით გაზავებული;
  • რამდენად ახალია;
  • დაცულია თუ არა შენახვისა და რეალზიაციის პირობები;
  • თუკი მასში მიწის ან თივის ნაწილაკებს ან ძროხის ბალანს შენიშნავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მოწველის დროს ჰიგიენური ნორმები დაცული არ იყო. ასეთი რძე არ შეიძინოთ.

სარეალიზაციოდ იყენებენ პლასტმასის (პოლიეთილენის) მეორად ბოთლებს, რომლებიც სტერილიზებული ვერ იქნება, რადგან პოლიეთილენი თერმულ დამუშავებას ვერ უძლებს. ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისათვის, რომ ბოთლი (შესაბამისად, პროდუქტი) დაბინძურებული იყოს.

არის თუ არა ის ძროხა ვაქცინირებული, რომლისგანაც რძე მიიღეს? ამაზე პასუხს თითქმის ვერავინ გაგცემთ, გამყიდველს უნდა ენდოთ.

რომ გავიგოთ რძე წყალში არის თუ არა განზავებული არსებობს რამდენიმე მეთოდი

  • დაიწვეთეთ ფრჩხილზე. თუ წვეთმა სველი კვალი დატოვა, ე. ი. წყალში არის გაზავებული
  • შეანჯღრიეთ. თუ ქაფი წარმოიქმნა, ე. ი. არ არის გაზავებული.

gemrielia.ge