ყველაზე გაყალბებული არჩევნები ისტორიაში, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა | Allnews.Ge

ყველაზე გაყალბებული არჩევნები ისტორიაში, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა

არჩევნების დროს ხმების გაყალბება, ამომრჩევლების მოსყიდვა და ზეწოლა სამწუხაროდ, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ჯერ კიდევ ფართოდ არის გავრცელებული. მმართველი ხელისუფლებები ამ მეთოდებით ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ხმა მოაგროვონ და ხელისუფლებაში ყოფნის წლები გაიხანგრძლივონ.

დღევანდელ სტატიაში საკმაოდ უცნაურ არჩევნებზე მოგიყვებით, რომელიც ცნობილია, როგორც ყველაზე გაყალბებული არჩევნები ისტორიაში.

ლიბერიის 1927 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

ლიბერია დასავლეთ აფრიკის ქვეყანაა, რომელმაც 1847 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ის აფრიკის პირველი და უძველესი სუვერენული სახელმწიფო გახდა.

liberia-africa-map-1-1633247689.jpg

1927 წელს ქვეყანაში საკმაოდ უცნაური არჩევნები გაიმართა. მასში მონაწილეობას ორი მთავარი კანდიდატი - ნამდვილი ვიგის პარტიის (True Whig Party) ლიდერი ჩარლზ დ. ბ. კინგი და ხალხის პარტიის (People's Party) წარმომადგენელი თომას ჯ. ფოლკნერი იღებდნენ.

wfkled9b9dc81lodgr5964986f770b9-1633247715.webp

ჩარლზ დ. ბ. კინგი

ჩარლზ კინგი პრეზიდენტად უკვე ორჯერ იყო არჩეული და არჩევნებში მონაწილეობას მესამედ იღებდა.

საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში 3 მაისს გაიმართა.

1-te-hufzigs3x4tpbgh6c5w-1633247753.jpeg

ხმების დათვლის შემდეგ ჩარლზ კინგმა 240 000 ხმა მიიღო, მისმა მოწინააღმდეგე თომას ფოლკნერმა კი 9 000. ეს შედეგები არაფრით იქნებოდა გამორჩეული რომ არა შემდეგი ფაქტი- არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ქვეყანაში რეგისტრირებულ მხოლოდ 15 000 ადამიანს ჰქონდა!

შემთხვევა გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც ყველაზე მეტად გაყალბებული არჩევნებში. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტიურობა 1 680% იყო.

e2lr-h5xoaakdoz-1633247774.jpg

არჩევნებიდან ცოტა ხნის შემდეგ თომას ფოლკნერმა მას არჩევნების გაყალბების, მონებით ვაჭრობისა და მათი იძულებით მუშაობის გამო სასამართლოში უჩივლა. 1930 წელს ჩარლზ კინგი იძულებული გახდა პრეზიდენტის პოსტი დაეტოვებინა.

ასევე დაგაინტერესებთ:

11 საოცარი და დაუჯერებელი ფაქტი არჩევნების შესახებ

myquiz