დღეს რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას - როგორია GORBI-ს კვლევის შედეგები? | Allnews.Ge

დღეს რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას - როგორია GORBI-ს კვლევის შედეგები?

ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმე­დის“ დაკ­ვე­თით სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია GORBI-ს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვით, კი­თხვა­ზე „დღეს რომ ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რის არ­ჩევ­ნე­ბი ტარ­დე­ბო­დეს, რო­მელ კან­დი­დატს მის­ცემ­დით ხმას“ გა­მო­კი­თხულ­თა 53,6%-ხმას კახა კა­ლა­ძეს მის­ცემ­და, ხოლო 27,7%-ნიკა მე­ლი­ას.

„გორ­ბის“ კვლე­ვის მო­ნა­ცე­მე­ბით, კან­დი­დატ­თა რე­ი­ტინ­გე­ბი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

  • კახა კა­ლა­ძე - „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“- 53,6%;
  • ნიკა მე­ლია „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ - 27,7%;
  • გი­ორ­გი გა­ხა­რია „სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“- 6,5%;
  • გი­ორ­გი ლო­მია „პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი“ - 3,5%,
  • ანა ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი „ლელო“3,5%;
  • ანა დო­ლი­ძე „ხალ­ხის­თვის“ - 1,5%;
  • სხვა კან­დი­და­ტე­ბი - ჯამ­ში 3,7%.

ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმე­დის“ დაკ­ვე­თით, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის კვლე­ვის ცენ­ტრმა GORBI-მ 10-19 სექ­ტემ­ბერს ქვეყ­ნის მას­შტა­ბით მო­სახ­ლე­ო­ბის სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი გა­მო­კი­თხვა ჩა­ა­ტა­რა. მო­სახ­ლე­ო­ბა პი­რის­პირ ინ­ტერ­ვი­უ­ი­რე­ბის მე­თო­დით გა­მო­ი­კი­თხა. რეს­პონ­დენ­ტთა შე­სარ­ჩე­ვად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყო მრა­ვალ­სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი შემ­თხვე­ვი­თი შერ­ჩე­ვის მე­თო­დი. სა­ვე­ლე სა­მუ­შა­ო­ე­ბი­სას ჯამ­ში 2000 რეს­პონ­დენ­ტი გა­მო­ი­კი­თხა. კვლე­ვის შე­დე­გე­ბის ცდო­მი­ლე­ბის ზღვა­რი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის +/- 2.5%, თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის - +/3,4%-ია.

კვლე­ვის სა­მიზ­ნე ჯგუ­ფი იყო ზრდას­რუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა, რო­მე­ლიც ცხოვ­რობს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და არის რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ამომ­რჩე­ვე­ლი იმ უბან­ზე, სა­დაც ტარ­დე­ბა მისი ინ­ტერ­ვი­უ­ი­რე­ბა. კვლე­ვამ არ მო­იც­ვა მო­სახ­ლე­ო­ბა, რო­მე­ლიც ცხოვ­რობს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ან იმ­ყო­ფე­ბა პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სის­ტე­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში და სხვა სპე­ცი­ა­ლურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, მათ შო­რის - ჯარ­ში. წარ­მოდ­გე­ნი­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი ეფუძ­ნე­ბა „სა­ვა­რა­უ­დო ამომ­რჩე­ველ­თა“ აზრს. კვლე­ვა­ში ასა­ხუ­ლია მხო­ლოდ იმ რეს­პონ­დენ­ტთა პა­სუ­ხე­ბი, რომ­ლებ­მაც ინ­ტერ­ვი­უ­ერს და­უ­დას­ტუ­რეს, რომ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას აპი­რე­ბენ.

myquiz