რამდენს გამოიმუშავებენ ადამიანები, რომლებიც ყველასთვის საოცნებო სამსახურებში მუშაობენ | Allnews.Ge

რამდენს გამოიმუშავებენ ადამიანები, რომლებიც ყველასთვის საოცნებო სამსახურებში მუშაობენ

არსებობს ისეთი სამსახურები, სადაც წლების განმავლობაში მუშაობა არც მომაბეზრებელია და არც დამღლელი. მაგალითად, შეგვიძლია ავიღოთ საწოლებზე წოლის სპეციალისტი, ყავის დეგუსტატორი, პროფესიონალი მოგზაური და ა.შ. მათ მიერ გამომუშავებული თანხა თითქმის “არაფრის კეთებაში“ სამაოდ დიდია.

წარმოგიდგენთ ყველასთვის საოცნებო სამსახურებს, რომლებიც ძირითადად აშშ-ში და ევროპის ქვეყნებშია ხელმისაწვდომი:

შოკოლადის დეგუსტატორი: 14 დოლარი საათში

შოკოლადის გაყიდვები გაიზარდა, რადგან ხალხი კორონავირუსის პანდემიის დროს ტკბილეულს მიეძალა. ამიტომ ბრიტანელმა შოკოლადის მწარმოებელმა, Seed & Bean- მა, დაიქირავა ქვეყნის რამოდენიმე საუკეთესო კაკაოს მარცვლეულის მომხმარებელი, რომ მათი უახლესი პროდუქცია გაესინჯათ.

სამუშაოს შესრულება შესაძლებელია დისტანციურად და კანდიდატებს ესაჭიროებოდათ 10 წელზე მეტი გამოცდილება შოკოლადის ჭამაში. დეგუსტატორი მწარმოებლისგან შოკოლადის უწყვეტ მარაგს და სოლიდურ ანაზღაურებას იღებს.

საკონდიტრო პროდუქციის დეგუსტატორი: 54 000 დოლარამდე წელიწადში.

არსებობს ვაკანსია, სადაც დეგუსტატორს სააღდგომი შოკოლადის კვერცხების გასინჯვა ევალება. ჰოლი ანდერვუდი ბრიტანული სუპერმარკეტების ქსელ Sainsbury's– ის ნაწარმს სინჯავს. მას დაახლოებით 250 სხვადასხვა გემოს კვერცხის გასინჯვა უწევს.

ტკბილეულის დეგუსტატორი: 30 დოლარი საათში

ყველა ბავშვის საოცნებო სამსახური რეალურად არსებობს. იანვარში, ონტარიოში დაფუძნებულმა Candy Funhouse– მა ტკბილეულის შესამოწმებლად ნახევარ განაკვეთზე და სრულ განაკვეთზე სამუაოდ 10 ადამიანი დაიქირავა. მათ საათში 30 დოლარი გადაუხადეს.

განაგრძეთ კითხვა

myquiz